მენიუს გახსნა
“ჰიბრიდული ავტომობილი არის ეკო-მეგობრული, აქვს ბევრი ფინანსური ბენეფითი და მაღალი გადაყიდვის ღირებულება. ისინი იმუხტებიან ავტომატურად ე.წ რეგენერაციული მუხრუჭების სისტემის მეშვეობით. მათ რა თქმა უნდა აქვთ უარყოფითი მხარეებიც, თუმცა რეალურად უპირატესობები გადაწონის მათ.”
ეკო-მეგობრული: რამდენადაც ჰიბრიდული მაქანები ბენზინის ძრავთან ერთად ელექტრო მოტორსაც იყენებენ, ისინი საჭიროებენ გაცილებით ნაკლებ საწვავს და შედეგად გამოყოფენ ნაკლებ გამონაბოლქვ აირებს. ამას გარდა, მათი შიდა წვის ძრავს აქვს მნიშვნელოვნად მეტი რესურსი, ვიდრე სტრადიციულ ავტობილებს.
ფინანსური ბენეფიტები: ბევრი ქვეყნის მთვრობამ წარმოადგინა საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების პაკეტი ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებისთვის ან მფლობელებისთვის. ისინი ასევე გათავისუფლებული არიან ეკოლოგიური გადასახადებისგან.
მაღალი გადაყიდვის ღირებულება: საწვავის ფასის არასტაბილურობა სულ უფრო მეტი ადამიანისთვის იწვევს დისკომფორტს, ხოლო პლანეტის ეკოლოგიური სისუფთავე მათთვის იძენს მეტ მნიშვნელობას. ამდენად, იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველთა რიცხვი, რაც მათი გადაყიდვის ღირებულების მზარდ ტენდენციას განაპირობებს.
ჰიბრიდების წარმოებაში გამოყენებულია მსუბუქი მასალები, რაც ნაკლები ენერგიის საჭიროებას ქმნის ავტომობილის მოძრაობაში მოსაყვანად. მცირე ზომისა და მსუბუქი წონის ძრავი ასევე ენერგიის უკეთ კონსერვაციას ემსახურება.
რეგენერაციული მუხრუჭების სისტემა: ჰიბრიდული ავტომობილი იყენებს ე.წ „რეგენერაციულ მუხრუჭების“ სისტემას, რომელიც გარკვეულწილად მუხტავს ბატარეას დამუხრუჭების დროს.
ნაკლები სიმძლავრე: ჰიბრიდული ავტომობილი მოიცავს ელექტრო და ბენზინის ძრავების კომბინაციას. ეს უკანასკნელი მოიაზრება როგორც ძირითადი ენერგიის წყარო მოძრაობისთვის. ამდენად არცერთი ძრავი არ მუშაობს ისევე ეფექტურად, როგორც ეს ტრადიციულ ან ელექტრო ავტომობილებშია. თუმცა ჰიბრიდული ავტომობილი არის იდეალური ქალაქის პირობებში ექსპლოატაციისთვის
მაღალი ფასი: ხშირ შემთხვევაში ჰიბრიდული ავტომობილის საწყისი ფასი ტრადიციულთან შედარებით ძვირია.
მაღალი მომსახურების ხარჯები: განსხვავებული ძრავისა და წამოებაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების გამო კვალიფიციური მექანიკოსის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამდენად თქვენი ავტომობილის ტექნიკური მომსახურება შესაძლოა შედარებით ძვირი დაგიჯდეთ. გარდა ამისა ბატარეის შეცვლაც მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება.
ნაკლები მანევრირება: ჰიბრიდს აქვს უფრო რთული მექანიზმი, ვიდრე ტრადიციულ ავტომობილებს, რაც ზრდის მის წონას და ამცირებს ეკონომიურობას. ამდენად წონის შემცირების მიზნით მწარმოებლები იძულებული არიან შეამცირონ ძრავებისა და ბატარეის ზომა, რასაც საბოლოდ მივყავართ შემცირებულ სიძლავრემდე, აგრეთვე ძარისა და საკიდარის საყრდენი სისტემის გამარტივებამდე.
ელექტრო შოკის რისკი: ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეა ინახავს მაღალი ძაბვის ელექტრო ენერგიას, რომელიც ავტოავარიის შემთხვევაში ზრდის ელექტროშოკის მიღების რისკს მგზავრებისა და მაშველებისთვის
ჰიბრიდული ავტომობილი იყენებს ელექტრო ძრავს დიზელის ან ბენზინის ძრავთან ერთად. ელექტრო ძრავი მუშაობს დაბალ სიჩქარეებზე, ხოლო სიჩქარის მომატებასთან ერთად მუშაობაში ერთვება შიდა წვის ძრავი. ბენზინის ძრავი ასევე მონაწილეობს ბატარეის დამუტვაში ე.წ რეგენერაციულ დამუხრიჭების სისტემასთან ერთად, რომელიც დამუხრუჭების დროს წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად.
მეტი ინფორმაციისთვის ჰიბრიდულ ავტომობილებზე, გადადით ბმულზე.