მენიუს გახსნა
“ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით ელექტრო ავტომობილების უპირატესობა მის ენერგოეფექტურობაში მდგომარეობს. გაუმჯობესებული შესაძლებლობები, მეტი კომფორტი, ნაკლები ტექნიკური მომსახურების საჭიროება და საგადასახადო შეღავათები. ელექტრო ავტომობილები არის ასევე ეკოლოგიურად სუფთა, გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვი აირებით.”
ენერგოეფექტური
ელექტრო ავტომობილი გარდაქმნის 56-62% ენერგიას ავტომობილის მოძრაობაში მოსაყვანად, მაშინ როდესაც საწვავზე მომუშავე ავტომობილს ასამუშავებლად სჭირდება 17-21% ენერგიის გარდაქმნა
მაღალი წარმადობა
ელექტრო ძრავი სრულიად უხმაუროდ და დინამიურად უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას
ნაკლები ტექნიკური სერვისი
ელექტრო ავტომობილებს გააჩნია გაცილებით მცირე რაოდენობის მოძრავი დეტალი, ვიდრე ტრადიციულ ავტომობილებს. ისინი განსხვავებით არ საჭიროებენ ზეთის, ფილტრებისა და ძრავის ღვედის შეცვლას, რაც მნიშვნელოვან დროსა და თანხას დაგიზოგავთ.
უფრო მოსახერხებელი
ტრადიციულ ავტომობილებს საწვავის მარაგის შესავსებად ესაჭიროება სპეციალურ ბენზინგასამართ სადგურებში მიყვანა, მაშინ როდესაც თქვენი ელექტრო ავტომობილი შეგიძლიათ დამუხტოთ საცხოვრებელ სახლში მთელი ღამის განმავლობაში, სამსახურში მუშაობის ან უბრალოდ შოფინგის დროს.
საგადასახადო შეღავათები და სუბსიდიები
ბევრი მთავრობა სტიმულირების მიზნით ელექტრო ავტომობილების მყიდველებს სთავაზობს საგადასახადო შეღავათებს ან სუბსიდიებს, რაც მყიდველისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
ნაკლები დაბინძურება: ისინი, განსხვავებით ტრადიციული ავტომობილებიგან, არ გამოიმუშავებენ გამონაბოლქვ აირებს. მაშინ როდესაც დიზელის და ბენზინის ავტომობილები ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენენ .
განახლებადი ენერგია: ელექტრო ავტომობილის დასამუხტად განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს უწყობს გარემოში ნახშირორჟანგის ემისიის კიდევ უფრო შემცირებას. ისეთ ენერგიის წყაროებს, როგორიცაა მზის, ქარის, ჰიდრო ან გეოთერმული განახლებადი ენერგია ეწოდება, განსხვავებით ბენზინის საწვავისგან, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი
ეკო-მეგობრული წარმოება: ავტომწარმოებლებმა გაზარდეს ელექტრო ავტომობილების წარმოებაში გადამუშავებადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენების წილი.
უფრო მწვანე მომავალი: ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ელექტრო ავტომობილები იძენენ მზარდ პოპულარობას, რაც მასშტაბის ეკონომიის მიღწევის საშუალებას იძლევა. მოთხოვნა-მიწოდების ზრდა შედეგად გამოიწვევს ინფრასტრუქტურის განვითარებას, წაახალისებს გაცილებით ეფექტური ტექნოლოგიებისა და მასალების ფართო არჩევანის გამოყენებას წარმოებაში, რაც თავის მხრივ შექმნის უფრო მწვანე მომავალს შემცირებული სათბურის აირების ემისიის წყალობით.
მეტი ინფორმციისთვის ელექტრო ავტომობილების ეკო-მეგობრულ თვისებებზე, გადადით ლინკზე.