შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის ჰიბრიდული ავტომობილი?

რა არის ჰიბრიდული ავტომობილი?

“ჰიბრიდული ავტომობილი მოძრაობაში მოდის შიდა წვის ძრავისა და ელექტრო მოტორის მეშვეობით. ეკოლოგიურად სუფთა (ე.წ "მწვანე") ავტომობილები საშუალებას აძლევს მათ მძღოლებს რომ გამოსცადონ საწვავის ეკონომიური მოხმარების უპირატესობა ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით.”

ჰიბრიდული ატომობილი იყენებს ერთზე მეტი ენერგიის წყაროს, დიზელის ან ბენზინის ძრავის კომბინირებით ელექტრო მოტორთან. ამასთან, ორივე სისტემა მუშაობს შეთანხმებულად ავტომობილის მოძრაობაში მოსაყვანად.  ეს კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის დანახარჯს ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით. ელექტრო ენერგია ეხმარება ძრავს სიმძლავრის მომატებაში. ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეის დამუხტვა ხდება შიდა სისტემის მეშვეობით განსხვავებით  Plug-in (დატენვადი) ჰიბრიდისგან, რომელსაც დასატენად ესაჭიროება გარე დენის წყაროსთან მიერთება.  Plug-in ჰიბრიდი არის შუალედური ავტომობილი ტრადიციულსა და ელექტრო ავტომობილებს შორის, რომელიც მუშაობაში მოდის ელექტრო ძრავისა და შიდა წვის ძრავის მეშვეობით, ამავე დროს საჭიროებს ბატარეის დამუხტვას გარე ელექტრო წყაროსთან მიერთებადი მოდულის საშუალებით.

ჰიბრიდული ავტომობილის უპირატესობებია:

 

1) ეკოლოგიური

ჰიბრიდული მანქანები მოიცავს შიდა წვის ძრავსა და ელექტრო მოტორს, რაც ამცირებს მათ დამოკიდებულებას მოპოვებადი საწვავის გამოყენებაზე, შესაბამისად გარემოში გამოყოფს ნაკლებ  CO2-ს 

2) ფინანსური ბენეფითები

არსებობს ბევრი საშეღავათო ან მასტიმულირებელი საგადასახადო პროგრამები, რომლებიც ჰიბრიდული ავტომობილების  შეძენას ხდის უფრო ხელსაყრელს 

3) რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა 

სისტემა უზრუნველყოფს დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილი ენერგიის აკუმულირებას, რომელიც შემდეგ გამოიყენება ბატარეის დასამუხტად, რაც თავის მხრივ ამცირებს ელემენტის რეგულარული დამუხტვისთვის საჭირო დროს.   

4) მაღალი ნარჩენი ღირებულება

მზარდი პოპულარობის გამო მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების გასაყიდი ფასი საშუალო საბაზრო ფასზე მაღალია 

 

ჰიბრიდული ავტომობილების უარყოფითი მხარეები

 

1) შედარებით მაღალი ფასი

ჰიბრიდული ავტომობილები შედარებით ძვირად ფასობს, ვიდრე ტრადიციული ბენზინის ძრავიანი მოდელები. ტექნიკური მომსახურებაც  საჭიროებს მეტ დანახარჯებს. 

2) ნაკლები სიმძლავრე

ზოგ შემთხვევაში შიდა წვის ძრავისა და ელექტრო მოტორის კომბინირებული სიმძლავრე უფრო ნაკლებია, ვიდრე მხოლოდ ბენზინის ძრავის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრე ტრადიციულ ავტომობილებში 

3) ნაკლები მანევრულობა 

ჰიბრიდული ავტომობილების მექანიზმი ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით რთულია. ამიტომ მწარმოებელი ცდილობს ზედმეტი წონის კომპენსირებას ძრავისა და ბატარეის ზომის შენცირებისა და დაკიდების სისტემის გამარტივების ხარჯზე  

4) მაღალი ძაბვის ელემენტი 

საგზაო შემთხვევისას მაღალი ძაბვის ბატარეის არსებობს ავტომობილში ზრდის ელექტროშოკის რისკებს მგზავრებისთვის და ამასთან ართულებს სამაშველო ოპერაციის წარმოებას

●პარალელური სისტემის ჰიბრიდი

ეს არის ჰიბრიდული ავტომობილების ყველაზე გავრცელებული ტიპი, სადაც შიდა წვის ძრავა და ელექტრო მოტორი საერთო ტრანსმისიას უკავშირდება რაც აერთიანებს ენერგიის ორ წყაროს. ავტომობილი მოძრაობაში მოდის მხოლოდ ბენზინის ძრავით,  ელექტრო მოტორით ან მათი კომბინაციით. ნიროში სწორედ პარალელური ჰიბრიდული სისტემაა გამოყენებულია. 

 

● თანმიმდევრული სისტემის ჰიბრიდები 

ბენზინის ძრავა არ არის დაკავშირებული წამყვან თვლებთან და მხოლოდ ელექტროენერგიის გენერირების ფუნქციას ასრულებს გენერატორისთვის, რომელიც თავის მხრივ მუხტავს ბატარეას. ელეტრო ძრავა კი ძირითად გამწევ ძალას წარმოადგენს.  

 

● ფლაგ-ინ ჰიბრიდები  

ამ ტიპის ავტომობილებში ბატარეის დამუხტვა ხდება მისი მიერთებით გარე ელექტროენერგიის წყაროსთან. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ზომის ბატარეა, რომელსაც შეუძლია მთელი დღის მარშრუტის დაფარვა მხოლოდ ელექტრო ენერგიით, რომლის მარაგის ამოწურვის შემდეგ ირთვება პარალელური ჰიბრიდული სისტემა. ნირო და უნივერსალი ოპტიმა ფლაგ-ინ ჰიბრიდები არის საუკეთესო არჩევანი მართთვის ვინც უპირატესობას ანიჭებს ფლაგ-ინ ელექტრო ჰიბრიდებს.  

 

● ნახევრად ჰიბრიდები (Mild hybrids)

ამ ტიპის ჰიბრიდებში ელექტრო ძრავს არ შეუძლია ავტომობილის მოძრაობაში მოყვანა დამოუკიდებლად, რასაც ძირითადად ბენზინის ან დიზელის ძრავი ასრულებს, ხოლო ელექტრო ძრავის დამხმარე ფუნქცია მდგომარეობს მხოლოდ საწვავის მოხმარების შემცირებში, სიმძლავრის მომატებაში  ან ორივე ერთად. ახალი სპორტიჯის სამოდელო რიგი უკვე მოიცავს ნახევრად ჰიბრიდების არჩევანსაც.