მენიუს გახსნა
“ბოლო დეკადის განმავლობაში ელექტრო ბატარეის ფასი დაახლოებით 87%-ით შემცირდა და არსებობს მოლოდინი, რომ იგი ჩამოვა 100$-ზე ქვემოთ ერთ კვტსთ-ზე 2030 წლისთვის. კია უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას ელექტრო ბატარეებზე.”
წარმოების მოცულობის ზრდამ გამოიწვია ლითიუმ -იონის ბატარეის ფასის შემცირება. გარდა ამისა, წარმოებაში ხარჯ-ეფექტური ტექნილოგიების წილის ზრდა ასევე დადებითად აისახა ფასის შემცირებაზე. 2010 წელს, როდესაც ელექტრო ავტომობილი პირველად გამოჩნდა ბაზარზე, მისი ბატარეის ფასი შეადგენდა 1000$-ს კვტსთ-ზე. მას შემდეგ, ბლუმბერგის 2019 წლის წლიური რეპორტის მიხედვით ბოლო დეკადის განმავლობაში ლითიუმ-იონის ბატარეის ფასი დაახლოებით 87%-ით შემცირდა, კერძოდ 156$-მდე ერთ კვტსთ-ზე. დამატებით კვლევა კი აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო შემცირება 73$-მდე ერთ კვტსთ-ზე. ფასის შემცირებასთან ერთად მწარმოებლები ზრუნავენ ბატარეის ტევადობის გაზრდაზე თავიანთი მოდელებისთვის უფრო მეტად ეკონომიური ავტომობილების წარმოების მიზნით.
ელექტრო ავტომობილის მომსახურების ყველაზე დიდი ხარჯი ბატარეის შეცვლასთან ასოცირდება. თუმცა ბატარეის ფასის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მოსალოდნელია რომ იგი 2030 წლისთვის 100$-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა ერთ კვტსთ-ზე. უმეტესი ავტომწარმოებელი ბატარეის შეცვლის ხარჯს ფარავს საგარანტიო მომსახურების ფარგლებში გარკვეულ კილომეტრაჟზე ან წლების მიხედვით. საგარანტიო ვადისა და გარბენის ოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. კია თავის სამოდელო რიგზე სთავაზობს ელექტრო ბატარეის გარანტიას 3-დან 10 წლამდე ვადით. თქვენს ელექტრო ავტომობილზე საგარანტიო პირობების დასადგენად მიმართეთ კიას ოფიციალურ სადილერო სერვის ცენტრს თქვენს ქვეყანაში.