შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. არის თუ არა ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგურები უფასო?

არის თუ არა ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგურები უფასო?

“ბევრი მეორე დონის დასამუხტი სადგური სთავაზობს უფასო მომსახურებას, ზოგიერთი კი ფასიანია. თქვენ ასევე შეგიძლიათ ბატარეის დამუხტვა სახლის პირობებში ელექტროენერგიის ფასად. DC სწრაფი დამტენით სარგებლობა კი შედარებით ძვირი მომსახურებაა.”

 

უკვე საკმაოდ ბევრი სპეციალური საჯარო სადგური არსებობს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის ბატარეის დამუხტვა. დამსაქმებლებიც ასევე ამონტაჟებენ ჩარჯერებს ოფისის მახლობლად თანამშრომლებისთვის უფასო სერვისის შეთავაზებით. დასამუხტი პუნქტები გვხვდება ასევე სუპერმაკეტების, მოლების, კინოთეატრების საპარკინგე ადგილებზე, რომელიც ასევე ხშიარდ უფასოა მომხმარებლებისა და ვიზიტორებისთვის.  თითქმის ყველა ელექტრო ავტომობილის  მფლობელს აქვს საცხოვრებელ სახლში დამუხტვის შესაძლებლობა. უფასო დასამუხტი სადგურები უდაოდ დიდი შეღავათია თქვენი საფულისთვის, ასე რომ ისიამოვნეთ უფასო მომსახურებით!

საცხოვრებელ სახლში დამუხტვა: ელექტრო ავტომობილის უმეტეს მფლობელს აქვს საცხოვრებელ სახლში დამუხტვის შესაძლებლობა, რაც ყველაზე იაფ მეთოდს წარმოდგენს, რადგან  ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფი კომერციულ ტარიფზე იაფია.  დამუხტეთ სახლში ელექტრო ავტომობილი და გადაიხადეთ ტარიფი გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.  ბევრი სახლის დამტენი იყენებს მე-2 დონის დამუხტვის სისტემას, რომელიც 50 კვტ-იან ბატარეას მუხტავს 7,2 კვტსთ სიჩქარით და სრული დამუხტვისთვის საჭიროებს დაახლოებით 7 საათამდე დროს. 

 

საჯარო დასამუხტი სადგურით სარგებლობა: არსებობს როგორც უფასო, ასევე ფასიანი მე-2 დონის დამუხტვის საჯარო სადგურები. გადახდა შესაძლებელია ერთჯერადად, რეგისტრაციის მიხედვით  ან მათი კომბინაციით. ზოგი სადგური აწესებს ტარიფს გამოყენებული ენერგიის მიხედვით ყოველ კვტსთ ელექტროენერგიაზე, მაშინ როდესაც ნაწილი წუთობრივი ტარიფით სარგებლობს. მძღოლებს შეუძლიათ ერთჯერადი მომსახურების ტარიფის გადახდა თუმცა მსგავსი სადგურების ქსელის მეპატრონეები მომხმარებლების ლოალურობის შენარჩუნების მიზნით სთავაზობენ შედარებით დაბალ ტარიფს რეგისტრაციით გადახდის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში. ეს შესაძლებელია იყოს საუკეთესო არჩევანი თქვენს სიახლოვეს ასეთი ქსელის არსებობის შემთხვევაში.  

 

DC სწრაფი დამუხტვა: ამ მეთოდით სარგებლობა ყველაზე ძვირი ღირს, თუმცა შეზღუდული დროის პირობებში სწრაფი დამუხტვა შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.   DC სწრაფი დამტენები გვხვდება ზოგიერთ საჯარო დასამუხტ სადგურებში. მისი საშუალებით შესაძლებელია ბატარეის 80%-მდე დამუხტვა დაახლოებით 30-60 წუთში.

 

მეტი ინფორმაციისთვის დამუხტვის ფასებთან დაკავშირებით, გადადით ბმულზე.