მენიუს გახსნა
“გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხშირად ვხვდებით გლობალურ შეთავაზებებს საგადასახადო შეღავათების, ქეშბექის ან სხვადასხვა ბენეფითების სახით. აღნიშნული შეთავაზებები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით.”
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენენ სპეციალურ მასტიმულირებელ პროგრამებს ტრადიციული ავტომობილების განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებით ჩანაცვლების მიზნით. ეს პროგრამები მოიცავს კრედიტებს, საგადასახადო შეღავათებს, მასტიმულირებელ რეგულაციებს, ქეშბექებს და სხვა სახის შეღავათებს საცალო და კორპორატიული მყიდველებისთვის. რამდენადაც კორპორაციებზე მოდის ახალი ავტომობილების შესყიდვის ყველაზე დიდი წილი, საგადასახადო შეღავათები ან პირდაპირი სუბსიდიები უდაოდ შეიძლება იყოს მასტიმულირებელი ფაქტორი ამ სეგმენტისთვის. გარდა ამის, ეფექტური მიდგომაა ასევე გადასახადების დაწესება ავტომობილების მფლობელებისთვის გამონაბოლქვის დონის მიხედვით. ფინანსურ ბენეფიტებს, მაგალითად ქეშბექის შეთავაზებას, შეუძლია კერძო მყიდველების მოტივაცია, რომ სცადონ არჩევანის გაკეთება მეტად ეკო-მეგობრულ ავტომობილზე.
საგადასახადო შეღავათების მიზანია, ელექტრო ავტომობილების მაღალი ფასის კომპენსირების გზით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოტივაცია ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე არჩევანის გასაკეთებლად და საბოლოოდ მსოფლიოს ეკოლოგიური გაჯანსაღების ხელშეწყობა. საგადასახადო შეღავათები დაეხმარება ელექტრო ავტომობილების გაყიდვების სტიმულირებას. რაც უფრო მეტი ელექტრო ავტომობილი გაიყიდება, მით მეტად ხელმისაწვდომი გახდება იგი, ეს კი თავის მხრივ ეკო-მეგობრული ავტომობილების გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. შედეგად მეტი ტრადიციული ავტომობილი ჩანაცვლდება მწვანე ალტერნატივით.