მენიუს გახსნა
“ელექტრო ავტომობილის დამუხტვა გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე საწვავის ავზის ბაკის ავსება ტრადიციულ ავტომობილებში. თუმცა, რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა დამტენის ლოკაცია, დატენვის ხარისხი და ა.შ. ახდენს გავლენას საბოლოო დატენვის ხარჯზე.”
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ავტომობილის ბატარეის დამუხტვის საშუალო ხარჯი ცვალებადია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის გაცილებით უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილის საწვავის ავზის შევსება. ბატარეის ტევადობის საზომი ერთეულია კილოვატი საათში (kWh), რომელიც იზომება ერთ ბატარეაში თავსებადი ენერგიის მოცულობით. მაგალითად ელექტრო კია ნიროს აქვს 64 kWh -იანი ელემენტი. ამდენად ბატარეის სრული დამუხტვის ხარჯის დასათვლელად საჭიროა ელექტრო ენერგიის ტარიფის ცოდნა თქვენს ბინაში ან დასამუხტ ელექტროსადგურებში.
მარტივი კალკულაციის ფორმულა შემდეგია: ბატარეის ზომა (kWh) x ელექტროენერგიის ფასზე (თეთრი / კვტ/სთ) = ბატარეის სრული დამუხტვის ხარჯს
მაგალითად: ელექტრო კია ნიროს აქვს 64 kWh-იანი ბატარეა. 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ფასი 0,18 ლარია, შესაბამისად ნიროს ბატარეის 0%-დან 100%-მდე დამუხტვის ხარჯი იქნება 64 kWh X 0.18 ლარი = 11,52 ლარი
საცხოვრებელ სახლში დატენვა
ვთქვათ თქვენ გაქვთ ავტოფარეხი და/ან წვდომა ელექტრო ქსელთან. ასეთ შემთხვევაში ელექტრო ავტომობილის დამუხტვა არის ყველაზე მოსახერხებელი და ნაკლებხარჯიანი მეთოდი, რაც ჯდება დაახლოებით 11,52 ლარი სრული დამუხტვით. ე.წ პირველი დონის დამუხტვა საჭიროებს 8-24 საათს 110 ვოლტიანი სტანდარტული დასამუხტი მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც ერთდება როზეტთან საცხოვრებელი სახლის დენის ქსელში. თუმცა 250$-დან 400$-მდე დანახარჯის გაწევით თქვენ შეძლებთ 240 ვოლტიანი ელექტრო ხაზის ინსტალაციას საკუთარ ავტოფარეხში, რომელიც შესაძლებელს გახდის ე.წ მეორე დონის მეთოდის გამოყენებას ბატარეის სრული დამუხტვის შესაძლებლობით სულ რაღაც 4 საათში. ამ მეთოდით სარგებლობა დამატებით საჭიროებს ელექტრო ავტომობილის ე.წ სერვის მოწყობილობას (EVSE), რომლის ფასი 300$-დან 1200$-მდე მერყეობს. აღნიშნული ფასები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ელექტრო ენერგიის ფასი გაცილებით სტაბილურობით ხასიათდება, ვიდრე ნავთობ პროდუქტებისა.
მეორე დონე - დამტენი სადგური
1 საათი დამუხტვა - 30 კმ სასვლო მარაგი
ეს საუკეთესო მეთოდია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ აღნიშნულ ლოკაციაზე რამდენიმე საათით შეჩერებას. დამუხტვის ხარჯი დამოკიდებულია სადგურის მფლობელის მიერ დადგენილ ტარიფზე. ზოგიერთი დამტენი სადგურის მომსახურება სრულიად უფასოა, ზოგგან კი მოგიწევთ ტარიფის გადახდა წუთების ან კვტსთ-ების მიხედვით. საშუალო მომსახურების ფასი 1$-ია საათში ან 2,5 $ ერთ დამუხტვაზე. როგორც წესი დამტენი სადგურები სთავაზობენ 0,11$-დან 0,15$-მდე თითო კვტსთ-ზე ან 2$-დან 8$-მდე სრულ დამუხტვაზე. დასამუხტი სადგურები გვხვდება საპარკინგე ადგილებზე და დიდი ქალაქების შემოგარენში.
მესამე დონე - დამტენი სადგური
1 საათი დამუხტვა - 250 კმ სასვლო მარაგი
დამუხტვის მესამე დონე ცნობილია, როგორც სწრაფი დამუხტვის მეთოდი (DCFC), რომლის მეშვეობით შესაძლებელია ბატარეის 80%-მდე შევსება სულ რაღაც 30-45 წუთში. უმეტესი სწრაფი დამუხტვის სადგური აწესებს წუთობრივ ტარიფს საშუალოდ 15$-ის ოდენობით საათში. მზგავსი ტიპის სადგურები ლოკალიზებულია მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში. აღნიშნული მეთოდი ყველაზე ძვირია, რადგან იგი ბატარეის ყველაზე სწრაფი დამუხტვის საშუალებას წარმოადგენს.
ელექტრო ავტომობილის ბატარეები განსხვავდება ერთმანეთისგან ტევადობით ხშირად ერთი და იგივე მოდელს მწარმოებლები სთავაზობენ სხვადასხვა ტევადობის ბატარეის არჩევანით. რაც უფრო დიდი მოცულობისაა ბატარეა მით მეტ ელექტროენერგიას იტევს იგი და დასამუხტადაც მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ, დამუხტვის დრო და ხარჯი პირდაპირ კავშირშია ელექტრო ავტომობილის ტიპთან.