შინაარსზე გადასვლა

Connectivity

“ჰიპერ დაკავშირებული“ სერვისები

“ჰიპერ დაკავშირებული“ სერვისები

კავშირი

ავტომობილის შიდა სისტემებში, კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მოხდა. მათ შეუძლიათ ხმის ამოცნობა და სენსორულ ეკრანზე მითითებული ბრძანებების შესრულება. გარდა ამისა, მათი ფუნქციები სწრაფად ფართოვდება ისეთი მარტივი ფუნქციებიდან როგორიცაა რუქაზე ძიება და ტელეფონის კავშირი, უფრო მოწინავე მახასიათებლებამდე, როგორიცაა მუსიკის არჩევა, ამინდის პროგნოზი, სხვადასხვა მოვლენის დაგეგმვა და ჩანიშვნა, კონდიციონერისა და პანორამული ჭერის კონტროლი. უახლოეს მომავალში, ავტომობილებში იქნება ისეთი მოწინავე ფუნქციები, როგორიცაა სახლის ელექტრო მოწყობილობების კონტროლი, მძღოლების ჯანმრთელობის შემოწმება და ექიმთან კომუნიკაცია ვიდეო ზარის საშუალებით.

თუ ავტონომიური მართვის ტექნოლოგია ემსახურება მობილობის თავისუფლებას, დაკავშირებული მანქანები გაამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას. კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს კიას შესაძლებლობებს ითანამშრომლოს წამყვან გლობალურ საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სფეროს (ICT) მოთამაშეებთან და განახორციელოს ინვესტიცია პერსპქტიულ სტარტაპებში. ასეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პირველი ავტომობილის გამოშვების შემდეგ, რომელიც 2020 წლისათვის იგეგმება, Kia-ი გააგრძელებს მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებას მანამ, სანამ მისი ყველა ავტომობილი არ იქნება აღჭურვილი მაღალ ტექნოლოგიური ფუნქციებით.

ccOS (ავტომობილის ოპერაციული სისტემა)
მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც შექმნილია სტაბილური საავტომობილო კავშირის გარემოს შექმნისთვის და სწრაფად ამუშავებს მოძრაობისას წარმოქმნილ დიდი რაოდენობით მონაცემებს
ccSP (ავტომობილის მომსახურების პლატფორმა)
მომსახურების პლატფორმა, რომელიც ოპტიმიზირებულია Kia– ს დაკავშირებულ ავტომობილებზე და შეუძლია მანქანიდან მანქანაში ინფორმაციის გაცვლა
Smart Care (ზრუნვა)
პერსონალური დამხმარე სისტემა, რომელიც აფრთხილებს მძღოლს ჩანიშნული შეხვედრების შესახებ, ასევე უჩვენებს მიმართულებას დანიშნულების ადგილამდე
Assistant Chat (დამხმარე ჩეტი)
ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი ხმის ამოცნობის ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას
CAR-TO-HOME SERVICE (ავტომობილიდან სახლში მომსახურების სერვისი)
ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ხმის საშუალებით, სახლში სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა და ტექნიკა აკონტროლოთ
კავშირის უსაზღვრო ტექნოლოგია
Kia-ის ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტის და ხმის ამოცნობის ტექნოლოგიის წყალობით, უახლოესს მომავალში შეძლებენ მარტივად აკონტროლონ ავტომობილები და იყვნენ მუდმივ კავშირში თავის სმარტფონებთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან და სამედიცინო სერვისებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ავტომობილს შეეძლება მრავალჯერადი წინადადებებით კომუნიკაცია ადამიანის ენაზე და ისეთი ბრძანებების შესრულება, როგორიცაა "მითხარი ხვალინდელი ამინდის პროგნოზი და აანთე შუქი სახლში".

ამის მისაღწევად, Kia-მა ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი და დაანგრია ორგანიზაციების სხვადასხვა ნაწილს შორის თანამშრომლობის საზღვრები. პირველი ნაბიჯი იყო 2014 წელს ნამიანგში ‘კვლევისა და განვითარების ცენტრ’-თან ერთად, ხმის ამომცნობი ფუნქციის შექმნა, რასაც მოჰყვა ასოცირებული ტექნოლოგიის განვითარების დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობა. კავშირგაბმულობის განვითარების სტაბილურმა გარემომ, უზრუნველყო კომპანიის შიდა ბაზაზე დაფუძნებული ccOS-ის შექმნა, რომელსაც შეუძლია სწრაფად დაამუშავოს დიდი ზომის მონაცემები.
მომავლის კავშირი
ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია დიდ მონაცემებზე, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ასევე წარმოადგენს ტექნოლოგიურად დაკავშირებული მანქანების განვითარების განუყოფელ ნაწილს. 2013 წელს კია მოტორსმა დააარსა საკუთარი მონაცემთა ცენტრი კორეაში და შექმნა მეცნიერთა გუნდი, რომელებიც მუშაობენ დიდი ზომის მონაცემთა გამოყენებასა და ამ მონაცემების ავტომობილებში ინტეგრაციაზე. კიას მონაცემთა ცენტრი, ქლაუდის საშუალებით შეგროვილი მონაცემების მიხედვით, აანალიზებს დაკავშირებული ავტომობილების მომსახურებას, ახორციელებს ბაზრის პროგნოზს და ადგენს კვლევითი საქმიანობის სამომავლო მიმართულებებს.

2017 წელს , კომპანიამ დაარსა თავისი პირველი მონაცემთა ცენტრი ჩინეთში. ეს იყო პირველი ცენტრი საზღვარგარეთ და მისი მიზანია ტექნოლოგიურად დაკავშირებული ავტომობილების მომსახურების დანერგვა, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ბაზარზე. მომავალში იგეგმება მსოფლიოს სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი დიდი ზომის მონაცემთა ცენტრების შექმნა. კია მოტორსმა ასევე ინვესტიცია მოახდინა “ამერიკის მობილობის ცენტრ“-ში რომელიც არის აშშ-ს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაცია და რომელიც 2019 წლის ბოლომდე დაასრულებს კვლევებს სამომავლო მობილობის შესახებ.

2020 წელს, დასრულდება კიას პირველი ტექნოლოგიურად დაკავშირებული მანქანის წარმოება. ეს მომავალი თაობის მანქანა, შეასრულებს ყველა ზემოთ აღნიშნულ ფუნქციას წამში ერთი გიგაბიტის დამუშავების სიჩქარით და აჩვენებს ყველას, თუ რა ახლოს არის მომავალი. კავშირგაბმულობის ეს ტექნოლოგია, 2030 წლამდე გამოყენებული იქნება კიას სრულ სამოდელო რიგზე.