შინაარსზე გადასვლა

Autonomous

ავტონომიური ავტომობილების მომავალი

ავტონომიური ავტომობილების მომავალი

ავტონომიური

დაფიქრდით მხოლოდ ერთი წუთით: თქვენი ავტომობილი დამოუკიდებლად ახდენს ნავიგაციას დანიშნულების ადგილამდე, მაშინ როდესაც თქვენ სრულად კონცენტრირდებით სამუშაოზე, ან გართული ხართ მეგობართან საუბრით. ეს არის ის, რაც ავტონომიური მართვის ტექნოლოგია გვპირდება უახლოეს მომავალში.

მართე ჭკვიანურად
ავტონომიური მამოძრავებელი ტექნოლოგია ინტენსიურია, ეს არის ათობით ზუსტი, რთული და უახლესი ტექნოლოგიის გაერთიანება. ინდივიდუალური ტექნოლოგიების ამ გაერთიანებას ‘მძღოლთა დამხმარე სისტემა’ (ADAS) ეწოდება. ADAS ტექნოლოგია სამი საფეხურისაგან შედგება: გარემოს მონიტორინგი, გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ ავტომობილის მართვა. თუმცა, ავტონომიური მართვის ტექნიკისათვის ინტეგრირებული ტექნოლოგიები, მხოლოდ ნაწილია და არ არის საკმარისი, რომ მოხდეს ავტომობილზე სრული კონტროლი. დანარჩენი კომუნიკაციის ტექნოლოგიაა, რომელიც ავტომობილის განუყოფელი ნაწილია. კიას ხედვა სრულყოფილი ავტონომიური მართვის შესახებ, ხორციელდება DRIVE WiSE-ს საშუალებით, რომელიც არის ADAS-ზე დაფუძნებული ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის ბრენდი, დაფუძნებული 2016 წელს. DRIVE WiSE მიზნად ისახავს ავარიის რისკების აღმოფხვრას, აწვდის მძღოლს ინფორმაციას გარემოს შესახებ, თავის თავზე იღებს ავტომობილის მართვას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, უფრო მოსახერხებელ და ეფექტური გადაადგილების საშუალებას.
V2X (ავტომობილი ყველაფრისათვის)
უკაბელო საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით, მართვის დროს სხვა ავტომობილებთან, ან ინფრასტრუქტურულ ნაგებობებთან ინფორმაციის გაცვლის ან გაზიარების ტექნოლოგია. გზებზე დამონტაჟებული ჭკვიანი სენსორები აკონტროლებენ და აგზავნიან ინფორმაციას ავტომობილებზე, ფეხით მოსიარულეებზე და საგზაო პირობების შესახებ.
FCA (წინა სვლისას შეჯახების თავიდან აცილება)
მართვის უსაფრთხოების მახასიათებელი, რომელიც აფრთხილებს მძღოლს გზაზე წინა მხარის შეჯახების პოტენციური რისკის არსებობის შემთხვევაში და იღებს კონტროლს სამუხრუჭე და გამაძლიერებელ სისტემებზე
HDA (მაგისტრალზე მართვის ასისტენტი)
ფუნქცია, რომელიც მართვისას ავტომატურად არეგულირებს კრუიზ კონტროლის სიჩქარეს და ათავისუფლებს მძღოლს სტრესისაგან. ავტომობილი მოძრაობს ზოლში და იმყოფება მუდმივად უსაფრთხო დისტანციაზე წინა მოძრავი მანქანიდან
LKA (ზოლში მოძრაობის ასისტენტი)
უსაფრთხო მოძრაობის ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ზოლში მოძრაობას
‘ვალეტ პარკირების’ ავტომატური სისტემა (AVPS)
ავტომობილის ავტონომიური მართვის სენსორების გამოყენებით, ეს ტექნოლოგია პარკირებას ისეთივე საიმედოს და მარტივს ხდის, როგორიც ‘ვალეტ’ პარკირებაა. ავტომობილი მძღოლის ჩარევის გარეშე, თვითონ ეძებს თავისუფალ ადგილს გასაჩერებლად და იდეალურად ახდენს პარკირებას. ეს მახასიათებელი კომფორტულია გამოსაყენებლად ელექტრო მობილის დატენვის დროს; დამუხტვის პროცესის დასრულებისთანავე, ავტომობილი გადაადგილდება თავისუფალი საპარკინგე ადგილისაკენ და უთავისუფლებს ადგილს დასამუხტად გამზადებულ მომდევნო ელექტრო მობილს.