მენიუს გახსნა
“ავტომატური გადამცემი კოლოფის სითხის შემოწმება არ არის საჭირო ნორმალური გამოყენების პირობებში. გამოყენების რთულ პირობებში საჭიროა მისი შეცვლა ყოველ 90,000 კმ-ზე (60,000 მილი).”
გადამცემათა კოლოფის სითხე გადამწყვეტ როლს ასრულებს გადაცემის კომპონენტების შეზეთვაში და ხელს უშლის ნაწილების ცვეთას. ცირკულაციისას, სითხეს შეუძლია დროთა განმავლობაში აიღოს ჭუჭყი და ლითონის ნაწილაკები. შესაბამისად, პერიოდულად სითხის შემოწმება პროფესიონალი მექანიკოსის მიერ, კარგია გადაცემათა სისტემისთვის. იმის გასაგებად, თუ როდის უნდა შეამოწმოთ სითხე, პირველ რიგში უნდა ამოიკითხოთ მფლობელის სახელმძღვანელო, მაგრამ ზოგადად ,ნორმალური გამოყენების პირობებში, ამის საჭიროება არ არსებობს.გამოყენების რთულ პირობებში საჭიროა მისი შეცვლა ყოველ 90 000 კმ-ზე (60,000 მილი). გადამცემი სითხის უფრო ზუსტი შემოწმებისთვის, ეწვიეთ ოფიციალურ დილერს / პარტნიორს. გადაცემათა სითხის დამოუკიდებლად შემოწმება, შესაძლებელია შემდეგი მარტივი თანმიმდევრობით; პირველ რიგში, ძრავის მუშაობის დროს, იპოვნეთ გადაცემის საზომი ღერძი. ამოიღეთ საზომი ღერძი და გაუსვით სუფთა ხელსახოცზე, რომ ნახოთ სითხის მდგომარეობა. თუ სითხე მუქია, ან დაბინძურებული, მაშინ მისი შეცვლის დროა. ასევე, საზომი ღერძის ქვედა ნაწილში, დატანილია მარკერებიც, რაც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ სითხის დონეც.
სითხის შეცვლის პროცესი, მსგავსია ძრავის ზეთის შეცვლის პროცესის. ავტომატურ გადაცემათა კოლოფში სითხის შესაცვლელად, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას.
1) იპოვნეთ გადაცემათა კოლოფიდან სითხის გადინების წერტილი თქვენს ავტომობილში.
2) მის ქვეშ მოათავსეთ ჭურჭელი და ფრთხილად გაათავისუფლეთ სადრენაჟე წერტილი, რომ სითხე ჩამოიცალოს.
3) სითხის გადინებისთანავე,დააბრუნეთ დრენაჟის საცობი თავის ადგილას.
4) სითხის შესავსებად, შეამოწმეთ ავტომობილის მფლობელის წიგნაკი, სადაც მითითებულია რომელი პროდუქტი უნდა გამოიყენოთ.
5) იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ საჭირო სითხის რაოდენობა, გამოიყენეთ გამჭირვალე ბოთლი მარკირებული საზომი მაჩვენებლებით.
6) ძაბრის გამოყენებით, შეავსეთ გადაცემის სითხე. შეამოწმეთ სითხის დონე საზომი ღერძის საშუალებით.
7) შევსების შემდეგ, დააბრუნეთ საზომი ღერძი თავის ადგილას.
8) დაქოქეთ ავტომობილი და დატოვეთ გაუნძრევლად რამდენიმე წუთის განმავლობაში.
9) როდესაც გადამცემი სითხე გათბება, შეამოწმეთ სითხის დონე საზომი ღერძის საშუალებით. თუ სითხე საკმარისია, შეგიძლიათ ავტომობილის დაძვრა.