მენიუს გახსნა
“მართვის მანერისა და ავტომობლის ტექნიკური პარამეტრების ეფექტური კონფიგურაციით შესაძლებელია მაქსიმალური გარბენის რესურსის მიღწევა ელექტრო ავტომობილით მგზავრობისას.”
გარბენის რესურსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების ზეგავლენით, როგორიცაა ბატარეის ზომა, ავტომობილის ზომა და წონა ან ელექტრო ძრავის შესაძლებლობა. თუმცა ავტომობილის მართვის პრაქტიკული ჩვევები ასევე დაგეხმარებათ მაქსიმალური გარბენის რესურსის მიღწევაში
გაგაცნობთ რამდენიმე მეთოდს:
ააჩქარეთ ავტომობილი დინამიურად
მკვეთრი აჩქარება ნებისმიერ ავტომობილში ენერგიის ეკონომიას ამცირებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ელექტრო ავტომობილებში. დინამიური აჩქარების გამოყენება სასურველი სიჩქარის მისაღწევად ეფექტური საშუალებაა ელექტრო ავტომობილის გარბენის რესურსის გასაზრდელად.
შენელება
განვითარებული სიჩქარის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გათვალოთ სამუხრუჭე მანძილი. მაღალი სიჩქარის განვითარება გარბენის რესურსის შემცირებაზე მოქმედი ცნობილი ფაქტორია. სიჩქარის მომატებასთან ერთად იზრდება ჰაერის წინაღობა, რაც თავის მხრივ ამცირებს ენერგიას ბატარეაში და შესაბამისად სასვლო მარაგს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიჩქარე საათში 60 მილის ინტერვალში.
„ჭკვიანი“ დამუხრუჭება
ელექტრო ავტომობილებს აქვს ე.წ რეგენერაციული მუხრუჭების სისტემა, რომელიც ელექტრო ძრავს იყენებს სიჩქარის შესანელებლად, რომლის დროსაც წარმოქმნილი ენერგია აკუმულირდება ბატარეებში. გარდა ამისა ელ ავტომობილები აღჭურვილია ტრადიციული სამუხრუჭე სისტემით, რომელიც იყენებს სამუხრუჭე ხუნდებს სიჩქარის შესანელებლად, ამ დროს ხახუნს ძალით წარმოქმნილი სითბური ენერგიის აკუმულირებაც ასევე შესაძლებელია ბატარეებში. მკვეთრი დამუხრუჭებისას ავტომობილი იყენებს ტრადიციული მუხრუჭების სისტემას, ხოლო რეგენერაციული სისტემა მას ეფექტურობის მიღწევაში ეხმარება. ამდენად მეტი ენერგიის გამოსათავისუფლებლად რეკომენდირებულია შეამციროთ მუხრუჭის სატერფულზე მკვეთრი და ხშირი დაჭერა და მეტად დაეყრდნოთ რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემის მუშაობას.
თბობადი სავარძლები
კლიმატ კონტროლის სისტემა იყენებს დიდი ოდენობით ბატარეის ენერგიას. ელექტრო კია სოული სტანდარტულად მოიცავს თბობადი სავარძლების ოფციას ბატარეის ენერგიის დასაზოგად. ელექტრო სოულის სპეციალური აპლიკაცია კი დაგეხმარებათ ავტომობილის სალონის გათბობასა ან გაგრილებაში მისი დამუხტვის დროს.
საბურავები
ავტომობილის მართვა დაბალი წნევის საბურავებით აჩქარებს არა მარტო ენერგიის ხარჯვას, არამედ მისი პროტექტორის ცვეთასაც. ამდენად, საბურავებში წნევის რეგულარული კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ზემოქმედებს ტემპერატურის 10 გრადუსიანი ცვლილება.
მგზავრობის დაგეგმვა
მგზავრობის დაწყებამდე რეკომენდირებულია თქვენი მარშრუტის წინასწარ შერჩევა თავისუფალი საგზაო მოძრაობის მიხედვით, რაც სტაბილური დაბალი სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ, ეს კი გარბენის რესურსის ეფექტურ გამოყენებაში დაგეხმარებათ.