შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა განსხვავებაა ჰეტჩბეკსა და სედანს შორის?

რა განსხვავებაა ჰეტჩბეკსა და სედანს შორის?

”სედანი არის 4-კარიანი სამგზავრო მანქანა, ცალკე საბარგულით, ხოლო ჰეჩბეკი არის 4-კარიანი ავტომობილი, რომელსაც ზემოთ ასაწევი საბარგულის კარი აქვს . ”

სედანი განისაზღვრება, როგორც 4 კარიანი სამგზავრო ავტომობილი, რომელსაც განცალკევებული საბარგული აქვს; იგი შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: ძრავა, სივრცე მგზავრებისათვის და საბარგული. თაობების მანძილზე სედანის განსაზღვრება იგივე დარჩა. მრავალი ცვლილების შემდეგაც, სედანი მწარმოებლებისათვის კვლავ ინარჩუნებს სანიმუშო ადგილს, როგორც ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი. ამრიგად, სედანებს შორის კონკურენცია საკმაოდ დიდია.  

 

ტრადიციულად, ჰეტჩბეკის განსაზღვრება გახლდათ 2 ან 4 კარიანი ავტომობილი, ზემოთ ასაწევი უკანა კარით. დღესდღეისობით, ჰეტჩბეკი განიმარტება, როგორც ავტომობილი, რომელსაც აქვს 4 კარი და ბოლოში საბარგული, რომლის კარიც იწევა ზევით; იგი ორი მთავარი ნაწილისგან შედგება- ძრავა და სივრცე მგზავრებისთვის. დროსთან ერთად, ჰეტჩბეკმა განიცადა ცვლილებებიც; მისი დიზაინის მსუბუქი ხაზებიდან, სივრცის და პრაქტიკულობის მაქსიმალურად გაზრდამდე, უფრო რთული გახდა ჰეტჩბეკისა და სხვა ავტომობილების (სედანი, კუპე და სხვა) ერთმანეთისგან გარჩევა.

 

პროპორციები

რაც შეეხება ავტომობილის სიგრძეს, ჰეტჩბეკი, როგორც წესი, სედანზე უფრო მოკლეა, რაც მანევრირებისა და სადგომზე გაჩერებისათვის საკმაოდ ხელსაყრელია. ეს, ასევე, უადვილებს მძღოლს დაინახოს მანძილი მასსა და წინ მდგომ ავტომობილს შორის. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი გახლავთ შესამჩნევად დიდი უკანა ფანჯარა, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს უკეთესად აკონტროლოს სიტუაცია.

 

სივრცე მგზავრებისათვის

ორივე ავტომობილი იტევს დაახლოებით 4-5 მგზავრს, მაგრამ მათი მთავარი განსხვავება ინტერიერის სივრცის ტიპებია. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია საკმარისი ადგილი ფეხის დასადებად, ამ შემთხვევაში სედანი უკეთესი ვარიანტია, ვინაიდან მას აქვს განკუთვნილი სივრცე, რომელიც აცალკევებს მგზავრებსა და ტვირთს; ხოლო თუ თქვენთვის შიდა სიმაღლეა აუცილებელი, ჰეტჩბეკის ტიპის ავტომობილი თქვენს მოთხოვნილებებს უკეთესად მიესადაგება.

 

 

 

სივრცე ტვირთისთვის

სატვირთო სივრცეში, სედანსა და ჰეჩბეკს შორის, ეს უკანასკნელი მარტივად აღემატება პირველს. ჰეტჩბეკის ფლობის მთავარი უპირატესობა არის სატვირთო სივრცის სიდიდე; როდესაც ბარგისთვის მეტი ადგილია საჭირო, თქვენ შეგიძლიათ უკან მოთავსებული სკამები მარტივი მოძრაობით მოკეცოთ. მოქნილობისა და სივრცის ეფექტური გამოყენების წყალობით, მას აქვს უპირატესობა, როდესაც საქმე ეხება ფართო ფორმის საგნების საბარგულში მოთავსებას.მიუხედავად იმისა, რომ სედანი ნაკლებად მოხერხებულია განცალკევებული საბარგულის გამო, ტვირთის უკეთესად მოსათავსებლად მგზავრის უკანა სკამების დაკეცვა მაინც შესაძლებელია. ასევე, თუკი ძმნიშვნელოვანი ნივთების ავტომობილში მოთავსება გიწევთ, ამისათვის სედანის საბარგული ბევრად უსაფრთხო ადგილია, რადგან ის იზოლირებულია მგზავრთა სივრცისაგან და ავტომობილში მყოფ ადამიანებს მისი დანახვა არ შეუძლიათ. ამრიგად, თქვენი  ნივთები დაცულია ცნობისმოყვარე თვალებისა და არასასურველი ყურადღებისაგან.

 

 


 

 

 

საწვავის ეფექტურობა

ისეთ ავტომობილებთან შედარებით, როგორიცაა კუპე, SUVდა ქროსოვერი, ორივე- სედანიც და ჰეტჩბეკიც ცნობილია საწვავის ეკონომიურობით. ამ ორი ავტომობილის ერთმანეთთან საწვავის ეკონომიურობით შედარება რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელსა და მონაცემებზე.

 

 

ფასი და მდგომარეობა

საწვავის ეკონომიურობის მსგავსად, ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მოდელსა და მონაცემებზე, ვინაიდან ზოგიერთი ჰეტჩბეკი უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ზოგიერთი სედანი, და პირიქით. თუმცა, მათი პოპულარობის გათვალისწინებით,  სედანს უფრო მეტი დიზაინისა და მოწყობის ვარიანტი აქვს, ვიდრე- სხვა ავტომობილებს.