მენიუს გახსნა
”მიუხედავად იმისა, რომ კუპეებსა და სედანებს შორის ზღვარი საკმაოდ ბუნდოვანია, თუ ავტომობილის შიდა სივრცე 33 კუბურ ფუტზე ნაკლებია, შეხება გვაქვს კუპის ტიპის ავტომობილთან; ხოლო თუ ფართობი მეტია, მაშინ ეს ავტომობილი სედანად ჩაითვლება. ”
კუპე განისაზღვრება, როგორც გადახურული, 2 კარიანი ავტომობილი, რომელიც 3 ძირითადი ნაწილისაგან შედგება. რაც მთავარია, კუპე გახლავთ ავტომობილი, რომლის შიდა სივრცეც არ აღემატება 33 კუბურ ფუტს. მისი სხვა მახასიათებლებია- დაბალი კორპუსი და რბილი, გლუვი ხაზები სახურავიდან მანქანის უკანა ნაწილამდე, რაც ავტომობილს სპორტულ იერს სძენს. რაც შეეხება მოთავსებას,სივრცე თავისუფლად იტევს 2 ადამიანს. მაგრამ მოდელის მიხედვით, ზოგიერთ ავტომობილს უკან კიდევ 2 მგზავრისთვისაც აქვს გამოყოფილი ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში, მწარმოებლებმა კუპეს სტილის ავტომობილები 2 კარის დამატებით კიდევ უფრო გააფართოვეს და შექმნეს ე.წ. 4 კარიანი კუპე. ოთხკარიან კუპეს აქვს მრავალი ჰიბრიდული მახასიათებელი, რომელიც აღებულია სხვადასხვა ავტომობილთა სეგმენტებიდან, და რამაც ბუნდოვანი გახადა ზღვარი კუპეს, სედანს, SUV-ებსა და ჰეტჩბეკებს შორის. კუპეს ტიპის ავტომობილები ყველაზე პოპულარულია იმ ავტომოყვარულებს შორის, ვინც ეძებს ელეგანტურ და სპორტულ ავტომობილს.
სედანი გახლავთ სტანდარტული 4 კარიანი სამგზავრო ავტომობილი, რომელიც 3 ძირითადი ნაწილისაგან შედგება- ძრავა, სივრცე მგზავრებისათვის და საბარგული. მისი შიდა სივრცე უნდა აღემატებოდეს 33 კუბურ ფუტს. კუპესგან განსხვავებით, სედანს აქვს უფრო გრძელი თვლების ბაზა, რის გამოც ავტომობილის უკანა ნაწილში არის 3 კაციანი ადგილი, რაც შედარებით უფრო თავისუფალ და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. განცალკევებული საბარგული არის საკმაოდ ტევადი და გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე-კუპეს ტიპის ავტომობილის საბარგული. სალაშქრო და სპორტული აღჭურვილობის შესანახი სივრცით, სედანმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ყველაზე მოთხოვნადი საოჯახო ავტომობილი.
გარდა იმ მთავარი განსხვავებისა, რაც ავტომობილის შიდა სივრცის ფართობი გახლავთ, მოდით, განვიხილოთ ამ ორი ავტომობილის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა- პროპორციები, შიდა სივრცე მგზავრებისათვის, სივრცე ტვირთისათვის, შესრულება და ფასი.
პროპორციები
შიდა სივრცის ფართობი მხოლოდ ერთი სხვაობაა ამ ორი ავტომობილის მრავალი განსხვავებიდან. მაშინ, როდესაც სედანები უფრო გრძელი ფორმისაა და მგზავრებისა და ტვირთისათვის უფრო მეტი ადგილი აქვს განკუთვნილი, კუპეს სტილის ავტომობილებში ყურადღება ექცევა ფანჯრებისა და კარების დაგრძელებას, რათა დიზაინს უკეთესად გაესვას ხაზი.
შიდა სივრცე მგზავრებისათვის
სედანიც და კუპეც- ორივე სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება, მათ შორის მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ კუპეს ტიპის ავტომობილში, როგორც წესი, მხოლოდ ორი ადამიანი ეტევა; მაგრამ არსებობს კუპეს ტიპის მოდელები, რომელსაც მანქანის უკანა ნაწილში კიდევ ორი ადამიანის დატევა შეუძლია. მგზავრთა ადგილების ამგვარი განლაგების შემთხვევაში, უკან მჯდომ მგზავრებს მოუწევთ, უარი თქვან ფეხის დასადებად განკუთვნილ ფართო ადგილზე, იმისათვის, რომ კუპეს პარამეტრები არ დაირღვეს და მისმა მოცულობამ 33 კუბურ ფუტს არ გადააჭარბოს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, სედანის ტიპის ავტომობილში ეტევა ხუთ ადამიანზე მეტი და მათ საკმარისად აქვთ, როგორც ფეხის დასადები ადგილი, ასევე- თავზედა თავისუფალი სივრცე.
სივრცე ტვირთისათვის
რაც შეეხება ადგილს ტვირთისათვის, ამ შემთხვევაში, სედანი მარტივად ჩრდილავს კუპეს, ვინაიდან მას აქვს საკმაოდ მოცულობითი საბარგული, რომელიც განცალკევებულია მგზავრთა სივრცისაგან; ამიტომაც თუ გეგმავთ დასასვენებლად წასვლას ან, თუ კი გჭირდებათ რამდენიმე ნივთის მანქანით ტარება, სედანი უკეთესი ვარიანტია.
სამუშაოს შესრულება
კუპე ანაზღაურებს საბარგულის სივრცის ნაკლებობას მისი სახალისო და სპორტული მართვის პოტენციალით. გლუვი ფორმებით, დაბალი სახურავითა და კორპუსით, რომელიც მიწასთან ახლოს არის, კუპე იდეალურია იმ მძღოლებისათვის, რომლებიც სიჩქარისა და მასთან დაკავშირებული ემოციების გამო კომფორტის დათმობაზე უარს არ იტყვიან.
ფასი
ახალი სედანის ფასი შესაძლოა იყოს, როგორც $10,000 , ასევე- $75,000, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ახალი მოდელის შეძენა გნებავთ და რა მახასიათებლებს ეძებთ ავტომობილში. თუმცა, ზოგადად, კუპეს ტიპის ავტომობილებს უფრო ძვირი ფასი აქვთ, ვიდრე- სედანებს; მაგრამ, როგორც ყველა ავტომობილის შემთხვევაში, აქაც ფასი დამოკიდებულია მახასიათებლებსა და სხვა მრავალ დეტალზე.