შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა განსხვავებაა Crossover– სა და SUV– ს შორის?

რა განსხვავებაა Crossover– სა და SUV– ს შორის?

"SUV არის ჩარჩოიანი ძარა, რომელიც აგებულია სატვირთო ავტომობილის შასზე, ხოლო კროსოვერი, ან CUV არის უჩარჩოო ძარა, რომელიც აგებულია ავტომობილის შასზე.”

  SUV გახლავთ ჩარჩოიანი ძარა, რომელიც აგებულია სატვირთო ავტომობილის შასზე. ჩვეულებრივ ,4 კარიან SUV მოდელებს  გააჩნიათ ოთხივე წამყვანი თვლის ვარიანტი, მათ შორის, გავრცელებულია  უკანა წამყვანი თვლები. SUV ავტომობილების უმეტესობას გააჩნია ექვსცილინდრიანი V-სებრი ძრავა ცალკე  ბერკეტით. იმ შემთხვევაში,, თუ კი მეტი სიმძლავრეა საჭირო, შესაძლებელია, ძრავა განახლდეს რვაცილინდრიანი V-სებრი ძრავით.

განსხვავებით SUV-ისაგან, Crossover გახლავთ უჩარჩოო ძარა, რომელიც აგებულია ავტომობილის შასზე, ამრიგად, მისი კორპუსი ერთ ნაწილიანია. ტერმინი ‘’ქროსოვერის’’ გარდა, ამ ავტომობილს, ასევე, მოიხსენიებენ, როგორც CUV. მსგავსად SUV ავტომობილებისა, ქროსოვერის მოდელებისთვისაც დამახასიათებელია ოთხი კარის ქონა. ქროსოვერებისათვის ყველაზე გავრცელებულია წინა წამყვანი თვლები, მაგრამ მომხმარებელს ოთხივე წამყვანი თვლიანი მოდელის არჩევის საშუალებაც აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ მოდელებისათვის სახასიათოა ოთხცილინდრიანი ძრავები, მაგრამ თუ კი თქვენ ავტომობილში უფრო სწრაფ აჩქარებას ეძებთ, ტურბოჩაბერვიან 4 ცილინდრიან ძრავასა და 6 ცილინდრიან V-სებრ ძრავას შორის არჩევნის გაკეთების საშუალებაც გექნებათ.

 

 ყველაზე აშკარა განსხვავება ქროსოვერსა და SUV-ის შორის გახლავთ შასი და კორპუსის ტიპი. ამ განსხვავებების გამო, არსებობს გარკვეული უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ რომელიმეზე არჩევანს შეაჩერებთ.

 

პირველ რიგში, განსხვავება შასსა და კორპუსს შორის გავლენას ახდენს თქვენს მართვასა და მგზავრობაზე. თუ კი ეძებთ ავტომობილს, რომელიც არის მძლავრი, მტკიცე და რომელსაც შეუძლია რთულ გზებზე მოძრაობა (მაგალითად, თოვლი ან ტალახი), ამისთვის SUV უკეთესი ვარიანტია. მისი შასისა და 4 წამყვანი თვლის გარდა, ამ ავტომობილს ექვს ან რვაცილინდრიანი V-სებრი ძრავის საშუალებით შეუძლია მძიმე ტვირთის გადაზიდვაც, ამასთან ავტომობილში მგზავრებისა და ტვირთისთვის მეტი სივრცეა.

 

თუმცა, იმის გამო, რომ SUV აგებულია ჩარჩოიან ძარაზე, ეს ავტომობილი ბევრად უფრო მძიმეა  სხვებთან შედარებით. დამატებითი ზრდის საწვამის მოხმარებასაც. SUV ტიპის ავტომობილები იდეალური ვარიანტი არც დამწყები მძღოლებისთვის და არც  მათთვისაა, ვინც მთელი ცხოვრება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს მართავდა, ვინაიდან დიდი ზომის ავტომობილით ქალაქში მოძრაობა და მისი სწორად გაჩერება მარტივი სულაც არ არის.

 

რამდენადაც, ქროსოვერს აქვს უჩარჩოო ძარა, რომელიც აგებულია ავტომობილის შასზე, მას, SUV-თან შედარებით, უფრო კომფორტულად მართვის უნარი გააჩნია.  მძღოლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქროსოვერების მანევრირება და სადგომზე გაჩერება უფრო მარტივია. მოპირკეთებულ გზებზე მისი ეფექტურობის გარდა, ის მსუბუქია, რაც საწვავის ეკონომიურობას უწყობს ხელს. ამ მიზეზით, ეს საუკეთესო ვარიანტია ქალაქში სიარულისთვის, ოჯახისთვის და მათთვის, ვინც ეძებს ავტომობილს, რომელიც ბევრ სიტუაციაში გამოადგება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქროსოვერი შესაძლოა, იდეალური ვარიანტი იყოს ქალაქში მაცხოვრებლებისთვის, ის შესაძლოა არ გამოდგეს მათთვის, ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს, მითუმეტეს, თუ ამ ადგილებში ხშირია თოვლიანი საფარი. ასეთ შემთხვევებში SUV უკეთესი ვარიანტია. და ბოლოს, ქროსოვერებს, როგორც წესი, სხვა ავტომობილებთან შედარებით, რომლებსაც იგივე რაოდენობის მგზავრების გადაყვანა შეუძლია, უფრო მაღალი ფასი აქვს. ნებისმიერ ავტომობილს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, მაგრამ ეს უმეტესად დამოკიდებულია პოტიენციური მყიდველის საჭიროებებსა და სურვილებზე.