შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის ადაპტაციური კრუიზ კონტროლი?

რა არის ადაპტაციური კრუიზ კონტროლი?

”ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი არის ფუნქცია, რომელიც ინარჩუნებს მანქანას მუდმივ სიჩქარეზე ან ზრდის / ამცირებს სიჩქარეს დამოუკიდებლად, წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების შესაბამისად".

 რა არის ადაპტაციური კრუიზ კონტროლი? (ACC) 

 

ადაპტაციური კრუიზ კონტროლი სტანდარტული კრუიზ კონტროლის გაუმჯობესებული ვერსიაა. განსხვავება მხოლოდ სისტემაშია,  რომელიც ეხმარება მძღოლს წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებაში კამერების, ლაზერების, რადარის საშუალებით. 

 

 გაითვალისწინეთ, ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის ფუნქციები ერთი და იგივეა, თუმცა, მათი სახელები შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილის ბრენდის მიხედვით. ზოგიერთი მათგანი მოიცავს:

• დინამიური კრუიზ კონტროლი

• სარადარო კრუიზ კონტროლი

• ავტომატური კრუიზ კონტროლი

• ჭკვიანი კრუიზ კონტროლი

• აქტიური კრუიზ კონტროლი

 

 არსებობს ამ მოწინავე სისტემის 2 ვერსია-  ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი და ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი Stop and Go– თი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ACC არის მახასიათებელი, რომელიც ინარჩუნებს ავტომობილს მუდმივ სიჩქარეს და ზრდის/ ამცირებს სიჩქარეს წინა ავტომობილიდან გამომდინარე.   ACC– ს Stop and Go სისტემის საშუალებით,  თუ წინ მოძრავი ავტომობილი გაჩერდება, თქვენი ავტომობილიც  გაჩერდება. ხოლო, როდესაც მოძრაობა კვლავ შესაძლებელი იქნება, სისტემა ავტომატურად გადაიტვირთება და თქვენი ავტომობილი დაუბრუნდება თავდაპირველად მითითებულ სიჩქარეს.

*  Stop and Go უსაფრთხოების სისტემა განსხვავდება ავტომობილის მოდელის მიხედვით. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის მოდელის სპეციფიკაციები. *

 

 ადაპტაციური კრუიზ კონტროლის დადებითი მხარეები

 

 უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ადაპტაციური კრუიზკონტროლი, ზოლის დამხმარე სისტემა და სხვა მრავალი, მართვა ბევრად უფრო უსაფრთხოა.  განსაკუთრებით ზოლის შეცვლისას, ან მანქანებს შორის სათანადო სივრცის შენარჩუნებას გაჩერება/მოძრაობის დროს.  ამგვარი ტექნოლოგია, ეხმარება მძღოლს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი შეჯახება. 

 

1)  დააჭირეთ საჭეზე განთავსებულ CRUISE ღილაკს. სამართავ პანელზე CRUISE გამოჩენის შემდეგ, დააჭირეთ აჩქარების პედალს სასურველ სიჩქარემდე.

2)  კრუიზ კონტროლის გასააქტიურებლად, CRUISE ღილაკის ქვეშ განთავსებული ბერკეტი  დააყენეთ  SET-ზე.  ამის შემდეგ, სამართავ პანელზე ჩაირთვება ფუნქციის ინდიკატორი.გაათავისუფლეთ აჩქარების პედალი.  

3)  თქვენს სატრანსპორტო საშუალებას და თქვენს წინ  მყოფ მანქანას შორის სასურველი ინტერვალის შესასწორებლად, დააჭირეთ ღილაკ "INTERVAL ADJUSTMENT"-ს.

4)  თუ გსურთ შეცვალოთ  სიჩქარე, გამოიყენეთ ღილაკი "RES +" - ასაჩქარებლად, ან "RES -" შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ ჩამრთველს ზემოთ ან ქვემოთ, მოკლე დაჭერებით ამოძრავებთ,   არჩეული სიჩქარე შეიცვლება 1 კმ / სთ-ით. ხოლო , თუ დიდხანს დააჭერთ,  სიჩქარე იცვლება 10 კმ / სთ-ით.

 

 

 

- საკრუიზო კონტროლის ფუნქციის დროებით შესაჩერებლად, დააჭირეთ სიჩქარის მართვის ბერკეტს ან დააჭირეთ სამუხრუჭე პედლს.

 -“თუ გსურთ კვლავ გააქტიუროთ საკრუიზო ფუნქცია, დააჭირეთ "RES +" ღილაკს.

- თუ გსურთ მთლიანად გათიშოთ საკრუიზო კონტროლის ფუნქცია, დააჭირეთ ღილაკს "CRUISE"-ს. 

 მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის გამოყენებას მრავალი სარგებელი მოაქვს, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ადაპტაციური საკრუიზო კონტროლს სენსორებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეულმა ამინდმა და  არ იყოს ეფექტური ისეთ პირლბებში, როგორიცაა ნისლიანი, თოვლიანი ან წვიმიანი ამინდი. ასევე, გაითვალისწინეთ საგზაო პირობები, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელით გავლა, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ACC სენსორებზე. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი ხელს უწყობს უსაფრთხოებას და ავტონომიური მართვის შეგრძნებას. ამასთან, მძღოლზეა დამოკიდებული, რომ ყურადღება გაამახვილოს გზაზე და მართოს ჭკვიანურად.