შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. ღირს Head-Up Display?

ღირს Head-Up Display?

"“Head-up display გეხმარებათ ოყოთ ინფორმირებულები გზიდან თვალის მოუშორებლად. სისტემა საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ სიჩქარე და მიმართულება ერთდროულად, მხოლოდ თვალის ერთი გადავლებით."

 

 Head-up display (HUD) არის ტექნოლოგია, რომელიც სამართავ პანელზე არსებული მოწყობილობის გამოყენებით,  ინფორმაციას საქარე მინაზე გიჩვენებთ.   HUD გაწვდით ინფორმაციას მართვის ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის შესახებ, როგორიცაა სიჩქარე, საგზაო ნიშნები და მიმართულებები.  

 

 საქარე მინაზე GPS-ის ჩვენება,  შესაძლებელია აუგმენტური რეალობის წყალობით. აუგმენტური  რეალობა არის ტექნოლოგიის ის სახეობა, როდესაც კომპიუტერში წარმოქმნილი გამოსახულებები გადაფარავს მომხმარებლის ხედვას რეალურ სამყაროში. ეს ტექნოლოგია აძლიერებს მძღოლის გამოცდილებას ვირტუალური სურათის შექმნით. 

 

მოდელიდან გამომდინარე, HUD შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ფუნქცია თითქმის იგივეა. თქვენ თავად შეგიძლიათ ნავიგირება, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს ნაჩვენები თქვენს საქარე მინაზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:

 

• სიჩქარე

• სიჩქარის შეზღუდვის შესახებ გაფრთხილება

• ნავიგაციის ჩართვა

• კრუიზ კონტროლის პარამეტრები

• ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი სისტემა

• აუდიო პარამეტრები

 

სისტემის გააქტიურებით, HUD– ზე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, გზიდან თვალის მოცილების გარეშე. 

დადებითი მხარეები

•   საშუალებას გაძლევთ ყოველთვის თვალი ადევნოთ გზას და მართვისას არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა ფაქტორებზე.

• მას შეუძლია გაგაფრთხილოთ და თავიდან აგაცილოთ შესაძლო შეჯახება. თუ გაააქტიურებთ ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელ სისტემას, HUD  გრაფიკულად გიჩვენებთ თქვენი ზოლის სტატუსს და დაგეხმარებათ უსაფრთხო მოძრაობაში.

•   მარტივად მიყევით ნავიგაციის ინსტრუქციას და გახადეთ თქვენი მართვის გამოცდილება უფრო უსაფრთხო, დინამიური და საინტერესო.

 

უარყოფითი მხარეები

 

• . ეს შეიძლება მძღოლისთვის კიდევ ერთი ყურადღების გაფანტვის გზა იყოს. როდესაც თქვენს საქარე მინაზე ნაჩვენებია დიდი რაოდენობით ინფორმაცია,    შესაძლოა ყურადღება გაგეფანტოთ.