შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. ზოგავს თუ არა კრუიზ კონტროლი საწვავს?

ზოგავს თუ არა კრუიზ კონტროლი საწვავს?

”კრუიზ კონტროლის საშუალებით შეგიძლიათ დაზოგოთ საწვავი, თუ მოძრაობთ სწორ რელიეფზე, თავისუფალ გზაზე. მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული რთულ რელიეფზე".

 უწყვეტი სიჩქარის შენარჩუნების წყალობით,  კრუიზ კონტროლი გეხმარებათ საშუალოდ 7-14% საწვავი დაზოგოთ.  მაშინ როდესაც, მუდმივი აჩქარება ან შენელება, ბევრად მეტ საწვავს საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ კრუიზ კონტროლი ენერგოეფექტურია, მხოლოდ გზის სწორ რელიეფზე, თავისუფალ გზაზე, ან აღმართზე/დაღმართზე მოძრაობისას. მაგრამ, თუ თქვენ მოძრაობთ მუდმივ და მკვეთრ მოსახვევებიან აღმართზე, უმჯობესია კრუიზ კონტროლი დეაქტივირებული იყოს. ზოგადად, კრუიზ კონტროლის მაღალხარისხიან სისტემებს შეუძლიათ ბორცვებთან გამკლავება,  მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შედეგი განსხვავდება თითოეული ავტომობილის მიხედვით. საბოლოო ჯამში, საკრუიზო კონტროლის გამოყენების ყველაზე დიდი უპირატესობაა მისი შესაძლებლობა შეამციროს მძღოლის დაღლილობა დიდ მანძილზე მგზავრობისას, და შეინარჩუნოს საწვავის ეფექტურობა ზედმეტი აჩქარებისა და შენელების შემცირების გზით.

 

  მიუხედავად იმისა, რომ საკრუიზო კონტროლი საწვავს ეფექტურად მოიხმარს, არსებობს სხვა მრავალი გზა შედეგის გასაუმჯობესებლად. 

 

1) მართეთ პროგრესულად

 

15 წამში 0-60-მდე თანდათან აჩქარებით, ნაცვლად 10 წამიანი აგრესიული აჩქარებისა, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ 31-37% საწვავი.     

 

2)  რაც უფრო ნელა დადიხართ, მით უფრო მეტს ზოგავთ

 

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ავტომაგისტრალზე ავტომობილების უმეტესობა ჩვეულებრივ 75-90 მილი / სთ მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარის შეზღუდვაა 65-70 მილი / სთ. ია.  მაგრამ ასეთი სწრაფად სიარული, არაეფექტურია.  რაც უფრო ნელა მართავ, მით უფრო მეტ საწვავს ზოგავ.

 

3)  თუ არ იყენებ, გამორთე

 

თუ იძულებული ხართ გაჩერდეთ 2 წუთი, ან მეტხანს, გირჩევთ, ძრავა გამორთოთ. ამ მარტივი ნაბიჯის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ საწვავის ღირებულების 19%.