შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის საოჯახო მანქანა?

რა არის საოჯახო მანქანა?

'' საოჯახო მანქანა გახლავთ ავტომობილი, რომელიც იტევს რამდენიმე მგზავრს და აკმაყოფილებს ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს.''

 

საოჯახო მანქანა არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ზომის მგზავრის გადაყვანა და რომელიც აკმაყოფილებს ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ბავშვის გადაადგილება გიწევთ რეგულარულად, თუ ხშირად გეგმავთ სახალისო ლაშქრობებს ოჯახთან ერთად, დღევანდელი საოჯახო ავტომობილები შემოგთავაზებენ დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოების მახასიათებლებს, რათა ყოველდღიური საოჯახო საქმიანობა წარმატებით შეასრულოთ. ავტომობილები, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან გახლავთ სედანი, SUV, მინივენი და ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა.

 

სედანი

ოჯახებისთვის, რომელთაც უსწორმასწორო და გაუვალ გზებზე სიარულის უნარს კომფორტი ურჩევნიათ, სედანი არაჩვეულებრივი არჩევანია. დიდი და საშუალო ზომის სედანები გვთავაზობენ დიდ სივრცეს, რბილ მართვასა და საწვავის ეკონომიას, რის გამოც ის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ოჯახისთვის. მრავალი საოჯახო სედანი აღჭურვილია საინფორმაციო-გასართობი სისტემით, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვისაც, რაც მგზავრობისას თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების კარგ განწყობას უზრუნველყოფს.

 

SUV

ოჯახის ახალი პატარა წევრი, ან მოახლოებული საოჯახო ლაშქრობები მოითხოვს ავტომობილს, რომელსაც აქვს საკმაო სივრცე და უსაფრთხოების მახასიათებლები. თუ კი ეს თქვენს სიტუაციას შეესაბამება, SUV გთავაზობთ დიდ სივრცეს მთელი ოჯახისთვის და საკმაო ადგილს ტვირთისთვის. გარდა ამისა,  SUV დასაჯდომი ადგილების მაღალი პოზიციის წყალობით, გთავაზობთ საუკეთესო ხილვადობას და მართვის უკეთეს კონტროლს.

 

მინივენი

ეჭვ გარეშეა, რომ მინივენი საუკეთესო საოჯახო მანქანაა, განსაკუთრებით ახალგაზარდა წყვილებისათვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ. მინივენი გვთავაზობს დიდ სამგზავრო სივრცესა და საკმაო ბარგის ადგილს, რაც ნომერ პირველი მიზეზი გახლავთ იმისა, რის გამოც მას მრავალი ოჯახი ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, მისი გასაწევი კარი მანქანაში შესვლასა და გადმოსვლას უფრო მარტივს ხდის. მინივენი დღესდღეისობითაც რჩება პოპულარულად იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეძებენ ისეთ პრაქტიკულ ავტომობილს, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტსა და სიმძლავრეს.

 

ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი უნივერსალსა და ავტომობილის სხვა ტიპებს შორის გახლავთ, მისი დახვეწილი და წაგრძელებული სახურავი, რისი წყალობითაც მგზავრებს მეტი სივრცე და კომფორტი აქვთ. მისი წაგრძელებული დიზაინის დახმარებით, ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა შესაძლოა, ძალზედ კომფორტული და მყუდრო იყოს. ეს ავტომობილი უზრუნველყოფს სავარძლისწინა ფართე სივრცეს ბავშვებისა და მათი მეგობრებისთვის, რაც მათ გადაადგილებას ბევრად კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ხშირად გადიან ქალაქგარეთ, ისეთი ტვირთის გადაზიდვა, როგორიც არის სამთო ველოსიპედი ან კაიაკი, უფრო მარტივია. 

თუ კი ფიქრობთ საოჯახო მანქანის შეძენას, შესაძლოა, არჩევანის რომელიმე მანქანაზე შეჩერება გაგიჭირდეთ. საოჯახო მანქანის შეძენის გადაწყვეტილება მოითხოვს არამხოლოდ საკმარისი ინფორმაციის მოძიებას, არამედ ისეთ საკითხებზე დაფიქრებასაც , როგორიც არის ფინანსები, უსაფრთხოება და სანდოობა. დღესდღეისობით, ავტომობილთა არჩევნის მრავალფეროვნებამ შესაძლოა, მყიდველში დაბნეულობა გამოიწვიოს. იმედია, ქვემოთ მოცემული ორი რჩევა დაგეხმარებათ გარკვეული საკითხების უკეთესად გაგებასა და გადაწყვეტილების მიღებაში  .

 

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა 

ავტო ბაზარზე წარმოდგენილი მანქანები, რომლებიც ცნობილია, როგორც ‘’საუკეთესო საოჯახო მანქანები’’, როგორც წესი, დატვირთულია  უსაფრთხოების ისეთი თანამედროვე მახასიათებლებით, როგორიც არის მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელიც მძღოლს აფრთხილებს მოსალოდნელი შეჯახების შესახებ. ისინი, ასევე, აღჭურვილია დასაჯდომი ადგილების 2 ან 3 რიგით და დამატებითი სივრცით, რაც შეხაჯების შემთხვევაში მგზავრს მეტად დაიცავს. საოჯახო მანქანის შეძენისას პრიორიტეტი უსაფრთხოება უნდა იყოს. მშობლისთვის, შვილის უსაფრთხოებას პირველი ადგილი უნდა ეკავოს, შესაბამისად, უსაფრთხოების მექანიზმებზე საკმაო ყურადღების გამახვილება თქვენი ოჯახის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

 

სამგზავრო და სატვირთო სივრცე

კომფორტული დასაჯდომი ადგილები და ღრმა სატვირთო სივრცე საოჯახო მანქანის შერჩევის მთავარი ფაქტორებია. განსაკუთრებით, უკანა სავარძლები, სადაც ბავშვებმა ან ასაკოვანი მშობლემა უნდა გაატარონ დრო, არის ის რასაც საკმაო ყურადღება უნდა მოაქციოთ. ყველა რიგის დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს ფართო და კომფორტული. საოჯახო მანქანა, რომელსაც 7-8 მგზავრის ადგილი აქვს, უკანა სკამების რიგის გადაწევისას, საბარგულის გაფართოების საშუალებას იძლევა.