შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა?

რა არის ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა?

'' ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას აქვს კორპუსი, რომელიც საკმაოდ დაბალია და მიწასთან ახლოს არის; მისი სიგრძე უფრო დიდია, ვიდრე- მისი სიმაღლე; მას აქვს გრძელი სახურავის ხაზი, რომელიც უკანა კარებზეც გადადის.''

წარსულში, ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომობილს სხვა მანქანებისგან მარტივად არჩევდნენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ამ ავტომობილის ოქროს წლებმაც, ახალი კლასის მანქანების შექმნასთან და SUV-ის პოპულარიზაციასთან ერთად, ჩაიარა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დღესდღეისობით უფრო ძნელია ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას, ჰეტჩბექსა და ქროსოვერს შორის სხვაობების აღწერა; მაგრამ მიუხედავად ამ სიძნელისა, ქვემოთ ჩამოთვლილია მისი მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

 

 

თუ კი ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას გაზომავთ, მიხვდებით, რომ მისი სიგრძე ყოველთვის მეტია მის სიმაღლეზე. ასევე, მანქანის ძირი მიწასთან ბევრად უფრო ახლოს არის. მაშასადამე, მას აქვს უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრი და გვთავაზობს უკეთეს მართვასა და სედანის მსგავს რბილ მგზავრობას. და ბოლოს, ამ ტიპის ავტომობილს საბარგულში ნაკლები სიმაღლე აქვს, მაგრამ, მისი დიზაინის წყალობით, იტევს ბევრ ნივთს, ისე რომ მძღოლს უკანა ხედვის არეალს არ უფარავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, SUV-ის პოპულარობის გამო , ფურგონის ტიპის მსუბუქმა ავტობილმა, ასე თუ ისე, დაკარგა ცნობადობა, მას მაინც ჰყავს თაყვანისმცემლები; განსაკუთრებით ისინი, ვისაც ოდესმე ჰყოლია ამ ტიპის ავტომანქანა და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი მისი უპირატესობები.

 

საწვავის ეკონომია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უპირატესობა, რაც  ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას გააჩნია, საწვავის ეკონომიაა. ვინაიდან, ამ ტიპის ავტომობილს არ აქვს ყველგანმავალობის უნარი, იგი არ მოითხოვს სრულამძრავიან ტრანსმისიას, რაც SUV-ის შემთხვევაში დამატებით სიმძიმეს წარმოადგენს. მისი კორპუსის სიმსუბუქისა და  აეროდინამიკის წყალობით, მსგავსი ან სულაც ერთიდაიგივე ზომის ძრავის  შემთხვევაშიც კი, ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე- SUV. ამრიგად, არ არის გასაკვირი, რომ ამ ავტომობილის მახასიათებლები მისი ზომისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

 

სამუშაოს შესრულების ხარისხი

რაც შეეხება ამ ავტომობილის მართვასა და სამუშაოს შესრულებას, შეგიძლიათ, მშვიდი და წყნარი მგზავრობის მოლოდინი გქონდეთ, ვინაიდან ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანის კორპუსი და კონსტრუქცია აგებულია სედანის მსგავსად. როგორც სედანის, ამ ტიპის ავტომობილის სამუშაოს შესრულებაც, უმეტესწილად, დამოკიდებულია მისი დაბალი კორპუსის სიმსუბუქეზე. ამას დამატებული, პატარა ზომის საბურავები, რაც ხელს უწყობს სწრაფად აჩქარებას და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამუხრუჭებას, და თქვენ გაქვთ ავტომობილი, რომელსაც შესანიშნავად გამოიყენებთ, როგორც გზატკეცილზე გადასაადგილებლად, ისე- უსწორმასწორო გზებზე სასიარულოდ, თუ კი ამგვარი გზის გამოყენება იშვიათად გიწევთ.

 

გარდა SUV-ისა და მსუბუქი სატვირთო მანქანისა, ავტომობილთა უმეტესობა შექმნილია ქალაქში სასიარულოდ. მაგრამ ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას აქვს ერთი მახასიათებელი, რომელიც მას დანარჩენი ავტომობილებისგან გამოარჩევს და ეს არის თოვლზე, ტალახზე და სხვა ბუნებრივ ზედაპირზე სიარულის შესაძლებლობა. შესაბამისად, მათთვის, ვისაც უყვარს პერიოდულად ქალაქგარეთ სეირნობა, მაგრამ ფიქრობს, რომ SUV მისი ზომის გამო ზედმეტად მძიმეა, ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა შესაფერისი ვარიანტი იქნებოდა.

 

ღირებულება

როგორც ბოლო ორი პუნქტიდან ვიმსჯელებთ, ამ ტიპის ავტომობილის ფლობა დიდ ხარჯებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. SUV დამზადებულია გაუვალ გზებზე სასიარულოდ, მაშასადამე, მას სჭირდება სპეციალიზირებული ნაწილები, რაც შედარებით რთული სისტემის ნაწილია, შესაბამისად მათი ღირებულება არც ისე ცოტაა; ვინაიდან ამ ავტომობილს აქვს უნარი, გაუძლოს რთულ საგზაო პირობებს, სავარაუდოა, რომ მუხრუჭის ხუნდსა და საბურავებს, ცვეთის გამო შეცვლა დასჭირდებათ. გარდა ამ ხარჯისა, აუცილებელია, მანქანის რეგისტრაციისა და დამატებითი გადასახადების გადახდა, რასთან შეგუებაც SUV-ის მფლობელებს უწევთ, ვინაიდან მძიმე ავტომობილები გზას უფრო მეტ ზიანს აყენებენ, რის გამოც მათ მეტი გადასახადის გადახდა ევალებათ. რაც შეეხება ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომობილს, ის აგებულებისა და საბურავის ზომის მხრივ, სედანის მსგავსია. შესაბამისად, მათი ნაწილების გამოცვლა ბევრად იაფი ღირს, ვიდრე- SUV-ის.

 

ტვირთის სივრცე

და ბოლოს, თუ ეძებთ ავტომობილს, რომელიც ისეთივე მარტივი სამართავია, როგორც- სედანი, მაგრამ აქვს SUV-ის მსგავსი ტვირთის გადატანის შესაძლებლობა, თქვენთვის ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა საუკეთესო არჩევანია. საზოგადოების უმეტესობა ფიქრობს, რომ SUV არის ერთადერთი ავტომობილი, რომელიც  სალაშქროდაც გამოსადეგია და, ამავდროულად, დიდი საბარგულიც აქვს, მაგრამ, რეალურად, ეს სიმართლისგან შორს არის. როგორც წესი, საბარგულის ტევადობა დამოკიდებულია ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანის მოდელზე, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, თუ კი ამ ტიპის მანქანის უკანა რიგის დასაჯდომ ადგილებს დაკეცავთ, მაშინ საბარგულში იმდენივე რაოდენობის ტვირთის მოთავსება შეგეძლებათ, რასაც SUV-ში მოათავსებდით.