შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის სრულგაბარიტიანი SUV?

რა არის სრულგაბარიტიანი SUV?

''სრულგაბარიტიანი SUV გამორჩეულია მძიმე ტვირთის გადაზიდვისა და ცუდ გზებზე გადაადგილების შესაძლებლობით; მას აქვს საკმაოდ დიდი სივრცე როგორც მგზავრებისთვის, ისე- ტვირთისთვის და აღჭურვილია დასაჯდომი ადგილების სამი რიგით''.

სრულგაბარიტიანი SUV გამორჩეულია, როგორც სხვა ზომის SUV-ებისგან, ისე- ავტომობილის სხვა სახეობებისგანაც, ვინაიდან მასში  მრავალი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაერთიანებული. მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ: მძიმე ტვირთის გადაზიდვის უნარი, გაუვალ გზებზე მოძრაობის შესაძლებლობა, დიდი სივრცე მგზავრებისა და ბარგისთვის, 7-8 მგზავრის გადაადგილების შესაძლებლობა და სავარძლების სამი რიგი. რაც შეეხება სავარძლებს, გვხვდება ორი სახის განლაგება; პირველი- წინა რიგში მძღოლი და ერთი მგზავრი, მეორე რიგში სამი მგზავრი და მესამე რიგშიც სამი მგზავრი; ხოლო მეორე განლაგება შემდეგნაირია- სტანდარტულად, წინ მძღოლი და ერთი მგზავრი, შუა რიგში 2 მგზავრი და მესამი რიგში 3 მგზავრი. რაც შეეხება სატვირთო ადგილს, სრულგაბარიტიანი SUV საბარგულში თავისუფლად იტევს 2 დიდ და 2 პატარა ჩანთას, მაგრამ ეს სივრცე სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში უფრო იზრდება.

 

 

 

როგორც მიხვდით, სრულგაბარიტიან SUV-ს მრავალი უპირატესობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, საავტომობილო ინდუსტრიამ SUV 3 კატეგორიად დაყო; ესენია- სრულგაბარიტიანი SUV, საშუალო ზომის SUV და კომპაქტური SUV. ქვემოთ ჩამოთვლილია ის უპირატესობები რაც დიდი ზომის SUV-ის შეძენას ახლავს თან.

 

ადაპტირების უნარი

თუ კი გიტაცებთ კემპინგი, გაუვალ გზებზე სიარული, თხილამურებით სრიალი, სერფინგი ან სხვა ამგვარი სპორტული აქტივობა, ეს ავტომობილი თქვენთვის შესანიშნავი ვარიანტია. SUV აგებულია ჩარჩოიან ძარაზე, რაც ნიშნავს, რომ ის გამოიყენებს სატვირთო მანქანის ბაზისს და, როგორც წესი, იგი ყოველთვის აღჭურვილია მძლავრი ძრავით. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა გზატკეცილის გავლა გიწევთ ხშირად, თუ ცუდ და უსწორმასწორო გზებით გეგმავთ ბუნებაში გასეირნებას, სრულგაბარიტიანი SUV დანიშნულების ადგილზე აუცილებლად მიგიყვანთ.

 

ტვირთის გადაზიდვა და მისთვის განკუთვნილი სივრცე 

SUV-ის სამ სახეობას შორის, მხოლოდ სრულგაბარიტიან SUV-ს აქვს მძიმე ტვირთის გადაზიდვისა და ბუქსირების უნარი. სატვირთო მანქანების გარდა, სრულგაბარიტიანი SUV გახლავთ ერთადერთი ავტომობილი, რომელსაც შეუძლია, მიიბას და გადაზიდოს ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც არის ნავი, დიდი ცხოველი ან სულაც სხვა ავტომობილი.

 

რაც შეეხება საბარგო სივრცეს, აქ საკმაო ადგილია ბარგის მოსათავსებლად და A პუნქტიდან B პუნქტამდე გადასატანად. მაშინაც კი, როცა, ერთი შეხედვით, დამატებითი ბარგის მოსათავსებლად ადგილი აღარ არის, ბოლო და შუა დასაჯდომი ადგილების რიგის დაკეცვით საკმაოდ დიდ სატვირთო სივრცეს მიიღებთ.

 

 

ზომა და კომფორტი

ასევე, აუცილებელია, აღვნიშნოთ თუ რამდენად დიდი ზომის არის სრულგაბარიტიანი SUV, ამ ავტომობილის სხვა ტიპებთან შედარებით. სრულგაბარიტიანი SUV მეტად კომფორტულია ზრდასრული მგზავრებისთვის, ვინაიდან ის გვთავაზობს მეტ თავზედა და სავარძლისწინა სივრცეს. გარდა ამისა, საშუალო და კომპაქტური ზომის SUV-ები, ემსახურებიან მაქსიმუმ 5 მგზავრს, ხოლო სრული ზომის SUV იტევს სულ მცირე 7-9 ადამიანს. როდესაც კონკრეტული სავარძელი დაკავებული არ არის, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მეტი სავარძლისწინა სივრცის შესაქმნელად ან ბარგის მოსათავსებლად დაკეცოთ ეს დასაჯდომი ადგილები.

 

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ სრულგაბარიტიანი SUV, ამ ტიპის ავტომობილთა შორის, ყველაზე მრავალფუნქციური და უნივერსალურია; ზუსტად ეს გახლავთ მისი ბოლოდროინდელი პოპულარობის მიზეზი. ეს ავტომობილი ასიამოვნებს, როგორც პატარა და დიდ ოჯახებს, ისე- ადამიანებს, რომელთა მოთხოვნაც სამსახურში სიარული და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებაა. სრულგაბარიტიანი SUV-ის შეძენისას, თქვენ არ გიწევთ სატვირთო სივრცეზე და უსწორმასწორო გზებზე სიარულზე დარდი.