მენიუს გახსნა
“ბევრ ზეთს შეუძლია დააზიანოს ძრავი. თუ შემთხვევით გადაავსებთ, აუცილებლად გადაღვარეთ ზედმეტი ზეთი ძრავიდან. რეგულარულად ამოწმეთ ზეთის დონე საზომი ღერძის საშუალებით.”
1) ზეთის გაჟონვა
2) ძრავის ზეთის წვის სუნი
3) ძრავიდან გამოსული კვამლი
4) გამოსაბოლქვი მილიდან გამოსული კვამლი
5) ძრავის უცნაური ხმები
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ ძრავის ზეთი. პირველ რიგში, გააჩერეთ ავტომობილი სწორ ზედაპირზე რამდენიმე წუთით. გამორთეთ ძრავი და ახადეთ კაპოტი. ამოიღეთ საზომი ღერძი და გაასუფთავეთ ზედმეტი ზეთისაგან. შემდეგ ჩადეთ საზომი ღერძი უკან. რამდენიმე წამის შემდეგ, ამოიღეთ საზომი ღერძი უკან და ნახეთ მონიშვნა- თუ სადამდეა ზეთის დონე. საზომ ღერძს აქვს ინდიკატორები F (სავსე) და L (დაბალი). ზეთის დონე უნდა იყოს ამ ორ ნიშანს შორის. არ ჩაასხათ ავტომობილში ზედმეტი ძრავის ზეთი, რადგან ამან შეიძლება ძრავა დააზიანოს.
ზეთის გადავსების აღმოჩენის შემთხვევაში, გამორთეთ ძრავა, შემდეგ კი ამოიღეთ ზედმეტი ზეთი ძრავიდან. შეწოვის ტუმბოს გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ ამოიღოთ ზედმეტი ზეთი. ასევე, შესაძლებელია ზეთის გამოდევნა გადინების მილის, ან ზეთის ფილტრის მოშვებით. უმჯობესია რეგულარულად შეამოწმოთ ზეთის დონე საზომი ღერძის საშუალებით და განსაზღვროთ, მისი სწორი რაოდენობა.