მენიუს გახსნა
“ზოგადი წესის თანახმად, სამუხრუჭე ბალიშების შეცვლა საჭიროა 50,000 მილის შემდეგ. თუმცაღა, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ავტომობილზე, მძღოლის მართვაზე, რელიეფზე ან მართვის გარემოზე.”
ის თუ რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ მუხრუჭები, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.
მუხრუჭების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე გავლენა აქვს:
ავტომობილის დატვირთვა
- ზოგადად სატვირთო ავტომობილების მუხრუჭებს ან სხვა მძიმე ტექნიკას, სამგზავრო ავტომობილებთან შედარებით უკეთესი, ან იგივე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ, რადგანაც ისინი თავიდანვე გათვალისწინებულია მძიმე ტვირთის სატარებლად. თუ სამგზავრო ავტომობილი რეგულარულად ახდენს მძიმე ნივთების გადატანას, ეს გამოიწვევს მუხრუჭების უფრო ძლიერ ცვეთას.
მართვის ჩვევები
- ზოგიერთ მძღოლს აქვს ჩვევა და ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ხმარობს მუხრუჭის პედალს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამუხრუჭე ბალიშების ჩვეულებრივზე უფრო მეტად ცვეთა.
გარემო
- სამუხრუჭე ბალიშის სწრაფი ცვეთა დამოკიდებულია გარემო პირობებზეც. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქში, ან მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, უფრო ხშირად დაგჭირდებათ მუხრუჭების გამოყენება, ვიდრე იმ ადამიანს, ვინც ნაკლებად დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. იგივე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილს უწევს კლდოვან, ტალახიან, ქვა-ღორღიან გზაზე სიარული, რა შემთხვევაშიც, სამუხრუჭე ხუნდები ბევრად უფრო სწრაფად ცვდება.
ჭრიალის ხმა
- როდესაც სამუხრუჭე ბალიშები ცვდება და საჭიროა მათი ჩანაცვლება, წინა ან უკანა მუხრუჭებიდან გაიგონებთ გამაფრთხილებელ ხმას (დამოკიდებულია ავტომობილის აღჭურვაზე). ეს ხმა ძლიერდება, ან იკარგება პერიოდულად და შესაძლოა გაძლიერდეს მუხრუჭის პედალზე დაჭერისას.
დათხელებული სამუხრუჭე ბალიშები
- თუ სამუხრუჭე ბალიშის სისქეზე 1/4 დიუმზე ნაკლებია (დაახლ. 3 მილიმეტრი), აუცილებლად ეწვიეთ კიას სერვის ცენტრს მათ შესამოწმებლად.
სამუხრუჭე პედალი, რომელიც მოშვებული, ან რბილია
- სამუხრუჭე პედალი უნდა იყოს მყარი და არ უნდა იყოს საჭირო დიდი ძალისხმევა ავტომობილის გასაჩერებლად. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს სჭირდება სამუხრუჭე პედლის იატაკამდე დაჭერა, ეს სამუხრუჭე სისტემის პრობლემაზე მიუთითებს.
ლითონის ხახუნის ხმა
- ეს ხმა არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ სამუხრუჭე ბალიშები დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს, როგორც კი ამ ხმას გაიგონებთ, დაუყოვნებლივ ეწვიეთ Kia-ს ადგილობრივ სერვის ცენტრს, რადგან ლითონის ლითონზე შეხებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს თქვენი სამუხრუჭე სისტემა.
დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- ABS ან სამუხრუჭე მაჩვენებელის გამოჩენა
- მანქანა ცალ მხარეს უფრო მეტად იხრება
- საჭე კანკალებს