მენიუს გახსნა
“საჭის განბლოკვა შესაძლებელია, გასაღების ჩამრთველში გადატრიალებით. საჭის დაბლოკვა გამოწვეულია უსაფრთხოების მექანიზმებით, ხშირი მკვეთრი მოხვევით და მექანიკური მიზეზებით.”
1) ჩადეთ გასაღები ჩამრთველში და გადაატრიალეთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუ გასაღები გადატრიალდება, მაშინ საჭე განიბლოკება. თუ გაგიჭირდათ ACC (პირველ) პოზიციაზე გადატრიალება, გაამოძრავეთ საჭე მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაჭიმულობის გასათავისუფლებლად.
2) თუ საჭე მხოლოდ ერთ მხარე არის ჩაკეტილი, ჩადეთ გასაღები ჩამრთველში და გადაატრიალეთ საჭე საპირისპისო მიმართულებით.
3) დარწმუნდით, რომ საჭეს არ არყევთ ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე. ასეთმა მოქმედებამ შეიძლება დააზიანოს საკეტი, და ვეღარ შეძლოთ საჭის ბანბლოკვა.
1) საჭის გამაძლიერებელი ტუმბოს პრობლემები
- ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის საჭის ელექტრო ტუმბოს ქსელური ჩამკეტი. საჭის ტუმბო მოხერხებულად მართვის საშუალებაა. თუმცაღა, ძრავაში ენერგიის მოულოდნელმა დაკარგვამ, შესაძლოა საჭის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, რის შედეგადაც საჭე იბლოკება.
2) დაცვის და უსაფრთხოების მექანიზმები
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ავტომობილის არ აქვს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა , საჭის დაბლოკვის მიზეზი შესაძლოა იყოს უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც საჭის დაბლოკვით იცავს თქვენს ავტომობილს ქურდობისაგან. საჭის დაბლოკვა ასევე იცავს ავტომობილს დაგორებისაგან, იმ შემთხვევაში თუ ის აღმართზეა გაჩერებული და თუ ხელის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვა.
3) ხშირი მკვეთრი მოხვევა
- ხშირად მკვეთრად მოხვევამ, შესაძლოა გამოიწვიოს საჭის დაბლოკვა. ეს ასევე აზიანებს გადაცემათა სისტემას და ძრავას, რაც თავისთავად მოქმედებს ავტომობილის ზოგად მუშაობას.
4) მოულოდნელი ჩაკეტვა
- თუ ჩამრთველი სისტემა დაზიანებული, ან გაცვეთილია, ჩაკეტილი საჭის განბლოკვა შეუძლებელია გასაღების გადატრიალებით. ასეთ დაზიანებულ მექანიზმს შეუძლია ხელი შეუშალოს მძღოლებს ძრავის ჩართვა/ გამორთვაში, ხოლო მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, საფრთხის შემცველია.
5) ძრავის მაკონტროლებელი ერთეულის (ECU) გაუმართაობა
- ეს არ არის ხშირი მიზეზი, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიწვიოს საჭის დაბლოკვა. გაუმართავმა ECU-მ შესაძლოა გამოიწვიოს სენსორული პრობლემა და საჭის ჩამკეტი მექანიზმის ჩართვა.