შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. კარგია თუ არა ყველა წამყვანი თვალი თოვლში?

კარგია თუ არა ყველა წამყვანი თვალი თოვლში?

””თუ თოვლიან,ან ყინულიან გზაზე მოძრაობთ, ყველა წამყვანი თვალი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. უფღო რთული საგზაო პირობებისათვის კი, ოთხივე წამყვან თვლიანზე შეაჩერეთ არჩევანი."

 თუ სათანადოდ არ ხართ მომზადებული, მოყინულ, სველ და თოვლიან ზედაპირზე მართვა შეიძლება სახიფათო იყოს. ასეთ სიტუაციებში, წევას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუ ყინულიან,  ან თოვლიან გზაზე გიწევთ გადაადგილება, ყველა წამყვან თვლიანი ავტომობილი იდეალური გამოსავალია, რადგან მას შეუძლია ძრავიდან ენერგიის გადანაწილება ერთდროულად ოთხ საბურავზე. ყველა წამყვან თვლიანი ავტომობილის მართვის უპირატესობა არის მუდმივად აქტიური სისტემა, რაც მძღოლისთვის დამატებითი კომფორტია.  

 

 მეორეს მხრივ, თუ ხშირად გიხდებათ რთულ პირობებში მართვა, ან მაღალ მთიან რეგიონში ცხოვრობთ, ოთხივე წამყვანი თვლიანი ავტომობილი საუკეთესო არჩევანია, რადგან off-road სიტუაციებში მისი მანევრი ბევრად უფრო უკეთესია. 

 ყველა წამყვან თვლიანი (AWD)

 

როგორ მუშაობს: ეს სისტემა ძირითადად გვხვდება ავტომობილებში და  SUV-ში.   სისტემა მუდმივად აქტიურია და მას კომპიუტერი მართავს, ამიტომ ამინდის ან საგზაო პირობების მოულოდნელი ცვლილებების დროს, სისტემა ავტომატურად ადაპტირდებდა და ანაწილებს ენერგიას იმ საბურავზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. 

 

 

უპირატესობები: იგი უზრუნველყოფს მოჭიდებას მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ ამინდსა თუ საგზაო პირობებში. ყველა წამყვანი არის საუკეთესო გადაწყვეტილება ზოგადი მართვისთვის, მაგრამ მას ასევე აქვს რესურსი გაუმკლავდეს რთულ გზებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა მუდმივად ჩართულია და სუსტ საბურავს აწვდის ენერგიას საჭიროებისამებრ. 

 

უარყოფითი მხარეები:  არ არის შექმნილი ძლიერ თოვლიანი გარემოსათვის და ასეთ შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს სათანადო მოჭიდება. გარდა ამისა, მას აქვს დაბალი სიჩქარის დიაპაზონი, ამიტომ თუ სიტუაცია მოითხოვს ავტომობილის ნელა სვლას, მას ამის გაკეთება არ შეუძლია.

 

ოთხი წამყვანი თვალი (4WD)

 

როგორ მუშაობს: ეს სისტემა ყველაზე ხშირად გვხვდება სატვირთო ავტომობილებზე დაფუძნებულ SUV-სა  და პიკაპებში. განსხვავებით ყველა წამყვანი თვლიანიდან,  ძრავის ენერგია გადადის მხოლოდ უკანა საბურავებზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ მძღოლი (ან კომპიუტერი) არ გაუკეთებს სხვანაირ ინიცირებას.  ინიცირების შემდეგ, სისტემა გაანაწილებს ენერგიას 50/50 წინა და უკანა აქსელებზე და ყველა საბურავს სიმძლავრე თანაბრად მიეწოდება. 

 

უპირატესობები: 4WD  საუკეთესოდ მუშაობს ისეთ საგზაო პირობებში, როგორიცაა მძიმე ტვირთის გადაზიდვა, ზედაპირზე ძლიერი მოჭიდება, უსწორმასწორო რელიეფის გადალახვა , დიდი რაოდენობის თოვლი და სხვა ექსტრემალური პირობები.   

 

 უარყოფითი მხარეები: რთული სისტემისაგან დამატებული წონის გამო, ავტომობილი უფრო მძიმეა და ნაკლებ ენერგო ეფექტურია ვიდრე სხვა წამყვანი სისტემები.  ასევე, 4WD სისტემა არ არის განსაზღვრული მაღალი სიჩქარით მოძრაობისათვის მშრალ და გლუვ ზედაპირზე და ასეთ პირობებში არ უნდა იყოს გამოყენებული.