მენიუს გახსნა
“შეცვალეთ გამაგრილებელი პირველი 210,000 კმ-ის, (140,000 მილი) ან 120 თვის შემდეგ. ამის შემდეგ, ყოველ 30,000 კმ-ზე (20,000 მილი) ან 24 თვეში, რათა შენარჩუნდეს ძრავის ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი.”
გამაგრილებელი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება წყლისა და ანტიფრიზისგან, დანამატების დახმარებით შეუძლია გააუმჯობესოს მუშაობა. მაგალითად, გამაგრილებელს შეიძლება დაემატოს კოროზიის ინჰიბიტორი, რომ დაიცვას ძრავის მეტალის ზედაპირებს კოროზიისგან. დროთა განმავლობაში, ეს თვისებები დეგრადირდება, რადგან სითხე მჟავად გარდაიქმნება. ამ გადაგვარებულმა სითხემ კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ძრავას და გამოიწვიოს ტემპერატურის კონტროლის დარღვევა. სწორედ ამიტომ, მწარმოებლები გვირჩევენ პერიოდულად შეცვალოთ გამაგრილებელი საშუალება.
რეკომენდირებულია გამაგრილებლის შეცვლა პირველი 210,000 კმ-ის (140,000 მილის), ან 120 თვის შემდეგ. ამის შემდეგ, ყოველ 30,000 კმ-ზე (20,000 მილი), ან 24 თვეში.
გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული რეზერვუარიდან, შესაძლებელია სითხის გამოჟონვა. ასეთმა გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა და ძრავის დაზიანება. ამის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად შეამოწმეთ, რეზერვუარის გარეგნული მდგომარეობა და მასში სითხის დონე.