შინაარსზე გადასვლა

გარანტია

  1. Home>
  2. სერვისი>
  3. გარანტია

Kia Georgia” გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს დადგენილი ნორმებით ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილ  ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე, ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში.

Kia - ს ახალი ავტომობილის საგარანტიო პირობები :

• საგარანტიო ვადები კიას სამგზავრო სამოდელო რიგზე განისაზღვრება 5 წლით ან
150 000 კმ გარბენით, რომელიც პირველი შესრულდება ( გარდა ლიმიტირებული საგარანტიო პირობებისა.)
• საგრანტიო პერიოდი სავალ ნაწილზე განისაზღვრება - 3 წელი ულიმიტო გარბენით.
• კიას ოფიციალურ წარმომადგენლობაში შეძენილ და გამოცვლილ სათადარიგო
ნაწილებზე საგრანტიო ვადა განისაზღვრება ულიმიტო გარბენის გათვალიწინებით,
შემდეგი 2 წლის განმავლობაში.

საგარანტიო ვადა იწყება ავტომობილის გაყვანის დღიდან შემდეგი 5 წლის ვადით ან გარბენის ლიმიტის ამოწურვის შესაბამისად. ავტომობილის გაყიდვის ან გასხვისების შემდეგ საგარანტიო ვალდებულებები გადადის ავტომანქანის შემდეგ მფლობელზე.

გარანტია არ ვრცელდება იმ დეტალებზე, რომლებიც ექვემდებარება ბუნებრივ ცვეთას. ასევე არასწორი  ექსპლუატაციით ან  სერვისით გამოწვეულ წუნსა ან დაზიანებაზე, აგრეთვე ავტომობილის კონსტრუქციაში “Kia Georgia”–სთან შეუთანხმებელი  ცვლილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.

საგარანტიო პირობების დეტალური ჩამონათვალი და გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ ოფიციალური წარმომადგენლობისგან.

მომხმარებლის საგარანტიო ვალდებულებები:

ავტომობილმა უნდა გაიაროს გეგმიური ტექნიკური მომსახურება კიას ავტორიზებულ სერვისცენტრში ყოველ 10 000 კმ გარბენზე.

Kia - ს კომერციული ავტომობილების საგარანტიო პირობები დააზუსტეთ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან.