შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. ავტომობილის ბატარეის რომელი ტერმინალი უნდა დავაკავშიროთ პირველად?

ავტომობილის ბატარეის რომელი ტერმინალი უნდა დავაკავშიროთ პირველად?

"ჯერ პოზიტიური დაბოლოება, შემდეგ ნეგატიური. როდესაც კაბელს ვაერთებთ ძველი ბატარეიდან, პირველ რიგში გამოაძვრეთ ნეგატიური დაბოლოება, ხოლო შემდეგ პოზიტიური. ახალი ბატარეა კი დააერთეთ საპირისპირო თანმიმდევრობით: ჯერ პოზიტიური, შემდეგ ნეგატიური."

ძველი ბატარეის ამოღებისას გახსოვდეთ, რომ ჯერ კაბელები გათიშეთ უარყოფითი ტერმინალიდან, რომელიც ჩვეულებრივ შავია და აქვს მინუს (-) ნიშანი, შემდეგ გამორთეთ კაბელები დადებითი ტერმინალიდან, რომელიც ჩვეულებრივ წითელია და აქვს პლუს (+) ნიშანი . ყოველთვის იყავით ფრთხილად და არასოდეს  შეეხოთ ლითონის ობიექტს ბატარეის ორივე ტერმინალზე ერთდროულად. 

 

ტერმინალების გათიშვის შემდეგ, მოხსენით დამჭერი კავები და ნელა მოაშორეთ ისინი ბატარეიდან.

ახალი ბატარეის მოთავსებამდე, დარწმუნდით, რომ ორივე ტერმინალი და კაბელები არ არის ჟანგიანი. ჟანგის შემთხვევაში,გასაწმენდად გამოიყენეთ წყალი, სამზარეულოს სოდა და მავთულის უხეში ჯაგრისი.  

 

შემდეგ, ჩადგით ბატარეა მისთვის განკუთვნილ უჯრაში და დააფიქსირეთ ტერმინალი სწორ პოზიციაში.  ახლა დააკავშირეთ ახალი ბატარეა საპირისპირო თანმიმდევრობით, ჯერ დადებით ტერმინალზე, შემდეგ უარყოფითზე. დარწმუნდით, რომ ბატარეა კარგად არის დაფიქსირებული.