მენიუს გახსნა
"ავტომობილის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3-დან 5 წლამდე და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა კლიმატური პირობები და მართვის ჩვევები."
როგორც ყველა მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს დამუხტვას, თქვენი ავტომობილის ბატარეის ეფექტურობა თითოეული დამუხტვის შემდეგ მცირდება. სათანადო ზრუნვის პირობებში, ავტომობილის ბატარეამ შესაძლოა 5 წელზე მეტი ხანი გაძლოს! ხოლო, თუ თქვენ ავტომობილს ყოველდღიურად, საშუალო დატვირთვის პირობებში იყენებთ,კარგი იქნება მისი შეცვლა სამი წლის შემდეგ. ამ პერიოდის შემდეგ,ბატარეების უმეტესობა არ იქნება ისეთივე საიმედო და შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემა.
ავტომობილის ბატარეის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, შესაძლებელია გავლენა იქონიოს შემდეგმა გარემო ფაქტორებმა:
1) კლიმატური პირობები
ზედმეტად ცხელი, ან ცივი ტემპერატურა დააზიანებს ბატარეას.ასეთ კლიმატურ პირობებში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ თქვენ გათვალისწინებულზე უფრო ხშირად მოგიწევთ მისი შეცვლა.
2) მართვის ჩვევები
ყოველდღიურად განმეორებითმა, ხანმოკლე მართვამ, შესაძლოა შეამციროს თქვენი ავტომობილის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა, რადგან სრულად დასამუხტად დრო არასაკმარისი იქნება. მეორეს მხრივ, ავტომობილის დიდი ხნით უმოძრაოდ გაჩერებამ , შესაძლოა შეამციროს ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
სუსტი ბატარეით მართვამ, შესაძლოა გაზარდოს უდროო დროს გაჩერების შანსი- ასე რომ კარგად დააკვირდით ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს:
კიას ავტომობილები ძირითადად აღჭურვილია ისეთი ბატარეებით, რომელთაც დამატებითი მოვლა არ სჭირდებათ. თუ თქვენი Kia აღჭურვილია ბატარეით, რომელსაც გვერდებზე აქვს აღნიშვნა lower და upper, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ელექტროლიტის დონე, რომელიც იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს ამ ორ აღნიშვნას შორის. იმ შემთხვევაში,თუ ელექტროლიტის დონე დაბალია, თქვენ უნდა დაამატოთ გამოხდილი (დემინერალიზებული) წყალი. შევსებისას, წყალი ფრთხილად ჩაასხით, რათა არ დააზიანოთ ბატარეა, ან სხვა კომპონენტები. ასევე არ გამოიყენოთ ზედმეტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა ნაწილებზე კოროზია. დარწმუნდით,რომ დასრულების შემდეგ, თავსახური კარგად მოუჭირეთ.
მსგავს სიტუაციებში, ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, რომ დაუკავშირდეთ კიას ოფიციალურ წარმომადგენელს.