მენიუს გახსნა
"წევის კონტროლის სისტემა ადგენს საბურავების მოჭიდებას გზაზე. სისტემა ავტომატურად ასწორებს პრობლემას და უზრუნველყოფს ავტომობილის სტაბილურობას. "
წევის კონტროლის სისტემა (TCS) ადგენს მანქანის საბურავებს შორის წევის დაკარგვას. თუ რომელიმე საბურავი კარგავს მოჭიდების უნარს, სისტემა ავტომატურად ანელებს პრობლემურ საბურავს, ან ამცირებს სიჩქარეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსრიალება. ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივ თოვლიან, ყინულოვან გზებზე და წვიმიან ამინდში ხდება.
Kia– ს კომპაქტური SUV-ები , მათ შორის Seltos, გვთავაზობენ მახასიათებელს, რომლიც არეგულირებს საბურავის წევას გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. TCS– ის მეშვეობით, ტექნოლოგია ამცირებს სრიალს წინა საბურავების წევის ძალის აქტიური კონტროლით. ამ ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ის კომპაქტურ ჯიპებსაც კი აძლევს საშუალებას იმოძრაონ თოვლიან, ტალახიან და ქვიშიან გზებზე, მხოლოდ წინა ორი საბურავით.
სამართავ პანელზე პერიოდულად ჩნდება TCS ნათურა, შემდეგ შემთხვევებში:
1) TCS ნათურა ინთება, როგორც კი ავტომობილი დაიწყებს აჩქარებას.
მოციმციმე ნათება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ზედაპირი არ გვთავაზობს დიდ ხახუნს. ნათება გათვლილია იმ შემთხვევისთვის, თუ მოძრაობთ თოვლიან, ტალახიან ან ყინულიან გზაზე. იმ შემთხვევში თუ, ნათურა ციმციმებს, როდესაც თქვენი ავტომობილი შენელდება და გზა არ არის მოლიპულ, მაშინ პრობლემა შეიძლება იყოს ABS სისტემის სენსორში. თუ სენსორი არ ფუნქციონირებს, შეამოწმეთ კოდები ABS კონტროლის განყოფილებიდან.
2) TCS ნათურა ანთია OFF ნიშნით.
ეს ნიშნავს, რომ TCS გამორთულია. შეგიძლიათ მარტივად ჩართოთ და გამორთოთ TCS სისტემა ავტომობილის შიგნით მდებარე ღილაკით. თუ ღილაკს ვერ პოულობთ, გაეცანით სერვისის სახელმძღვანელოს, რომ გაარკვიოთ მისი მდებარეობა.
3) TCS ნათურა მუდმივად ანთია
უწყვეტად ანთებული TCS , რომელსაც ხშირად ახლავს ABS ნათება, ნიშნავს, რომ რაღაც ხდება თქვენს წევის კონტროლის სისტემაში. წაიკითხეთ ABS კონტროლის განყოფილებაში კოდები, ან მიუყვანეთ ავტომობილი მექანიკოსს.
TCS ნათების 5 ძირითადი მიზეზი
✔ ABS სენსორის გაუმართაობა
✔ ABS სენსორის გაყვანილობის პრობლემები
✔ მაგნიტური / ABS რგოლის პრობლემები
✔ წყალი შედის ABS სენსორის კონექტორებში
✔ ABS კონტროლის იუნიტის გაუმართაობა
ვინაიდან მართვისას წევის კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ TCS ნათურა აინთება, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. TCS– ის გაუმართაობამ შეიძლება ხელი შეუშალოს საბურავებს სათანადო ტრიალისგან და დაკარგოთ ავტომობილზე კონტროლი, რაც ზიანს აყენებს საბურავების ზედაპირს, ძრავის მუშაობას და ზრდის შეჯახების რისკს. TCS ან ABS- თან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მუხრუჭების გაუმართაობა.