მენიუს გახსნა
'' V6 ძრავა გახლავთ ექვსცილინდრიანი ძრავა, ხოლო V8 - რვაცილინდრიანი ძრავა. მათ შორისარჩევანი უნდა გააკეთოთ მათი სიმძლავრისა და თქვენი საჭიროებების მიხედვით''.
ავტომობილის ყიდვისას არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და რომლებიც საკმაოდ დამაბნეველია; ექვს და რვა ცილინდრიანი ძრავების შედარება ერთ-ერთი მათგანია, ამიტომაც მათ შორის განსხვავებებისა და უპირატესობების ცოდნა გადაწყვეტილების მიღებაში საგრძნობლად დაგეხმარებათ.
მარტივად რომ ვთქვათ, V6 გახლავთ ექვს ცილინდრიანი ძრავა, ხოლო V8- რვა ცილინდრიანი. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რას აღნიშნავს V,- ეს გახლავთ წყობა, რომლითაც ძრავში ცილინდრებია განლაგებული. V- სებრ ძრავებს აქვთ V-ს ფორმაზე განლაგებული ცილინდრები. ეს დიზაინი საკმაოდ ხშირად გამოიყენება, რადგან სჭირდება ნაკლები ადგილი და, შესაბამისად, ავტომობილთა უმეტესობაში მარტივად ეტევა.
რა განსხვავებაა ამ ძრავებს შორის ცილინდრების რაოდენობის გარდა? ჩვენ განვიხილავთ მათ განსხვავებსა და თითოეულის უპირატესობებს, რათა მარტივად მიხვდეთ თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.
V6 ძრავა
V6 ძრავა გახლავთ კომპაქტური და მყარი. ამ ძრავის კონფიგურაციას საფუძველი შიდა წვის ძრავის გამოგონებისას ჩაეყარა. მიუხედავად მისი სიმარტივისა, ეს ძრავა ნაკლებად ხარჯიანი და ბევრად უფრო მსუბუქია. ოთხცილინდრიან ძრავასთან შედარებით, 6 ცილინდრიანი V-სებრი ძრავა გთავაზოთ მეტ სიმძლავრესა და უფრო რბილ მართვას. საწვავის ეკონომიურობა 6 ცილინდრიანი V-სებრი ძრავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. და ბოლოს, 6 ცილინდრიან V-სებრ ძრავას შეუძლია მეტი გამძლეობა და, 8 ცილინდრიან ძრავასთან შედარებით, უკეთესი მართვა შემოგთავაზოთ.
V8 ძრავა
V8 ძრავა, როგორც წესი, გთავაზობთ მეტ სიმძლავრესა და უკეთეს აჩქარებას; ამიტომაც არის, რომ იგი მეტად ცნობილია ძლიერ მანქანებში. თუ კი თქვენ თქვენს ავტომანქანას იყენებთ გადაზიდვისა და ბუქსირებისთვის, ამ ძრავას შეუძლია მოგცეთ ის სიმძლავრე, რაც გჭირდებათ; მძღოლი აქსელერატორზე ფეხის ოდნავი დაჭერითაც კი გრძნობს ძრავის სიმძლავრეს; ეს გახლავთ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენი საჭიროებების მიხედვით, შეარჩიოთ რვაცილინდრიანი V-სებრი ძრავა, ისიამოვნოთ სწრაფი აჩქარებით და გამოცადოთ დახვეწილი და საუცხოო მართვა.