შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. SUV თუ მინივენი: რომელია უკეთესი ოჯახისთვის?

SUV თუ მინივენი: რომელია უკეთესი ოჯახისთვის?

''ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ ავტომობილის გამოყენებასა და პირად სურვილებზე. ორივე ავტომობილს შესანიშნავი უპირატესობები ახლავს. SUV-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ იგი, ფაქტობრივად, ყველგანმავალია; ხოლო მინივენი საკმაოდ ტევადი ავტომობილია.

თუ კი დიდი ოჯახი გყავთ, ალბათ, ფიქრობთ, რომელი ავტომობილის ტიპია თქვენთვის საუკეთესო. ამ შემთხვევაში, მეტი ადამიანისა და ტვირთის დასატევად, SUV და მინივენი ორი ყველაზე შესაფერი ვარიანტია. თუ კი ამ ორ ავტომობილს შორის არჩევნის გაკეთება გიჭირთ, ყურადღება მიაქციეთ იმ მთავარ მახასიათებლებს, რაც მათ ერთმანეთისგან ანსხვავებთ.

 

 

SUV

ბოლო წლებში, ადამიანთა უმეტესობამ მინივენსა და SUV-ს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. SUV არა მხოლოდ თანამედროვედ გამოიყურება, არამედ გთავაზობთ შედარებით რბილ მართვასა და კომფორტულ მგზავრობას. მას, ასევე, აქვს გაუვალ გზებზე სიარულის უნარი.

თუ კი დიდი ოჯახი გყავთ, შესაძლოა SUV-ის ფართობი თქვენთვის არასაკმარისი აღმოჩნდეს; მაგრამ თუ კი ოჯახთან ერთად ხშირად ლაშქრობა და მიუვალ გზებზე მოძრაობა გიწევთ, ამ ტიპის ავტომობილის შეძენა უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

 

 

მინივენი

მინივენი გახლავთ პატარა ზომის ფურგონი, რომელსაც შეუძლია გადაზიდოს დიდი ოდენობით ტვირთი და დაიტიოს მრავალი ადამიანი. ამ ტიპის ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია გასაწევი კარი. თანამედროვე მინივენების უმეტეს ნაწილს აქვს ღილაკი, რომელზე თითის დაჭერითაც შეგიძლიათ გასაწევი კარის გაღება-დაკეტვა.

 

 

მძღოლთა უმეტესობა არჩევანს მინივენზე მისი დიდი სივრცის გამო აჩერებს. მინივენს მესამე რიგის უკან ტვირთისთვის საკმაოდ დიდი ადგილი აქვს გამოყოფილი.

SUV-ის შეძენის უპირატესობები

 

 

ელეგანტური გარეგნობა

SUV მინივენთან შედარებით უფრო გლუვი დიზაინით გამოირჩევა. ამ ორ ავტომობილს დაახლოებით ერთიდაიგივე რაოდენობის მგზავრის დატევა შეუძლია, მაგრამ SUV ბევრად უფრო სპორტულად გამოიყურება. 

გაუვალ გზებზე სიარულის უნარი

თუ კი თქვენს ოჯახთან ერთად ხშირად ლაშქრობთ, SUV იდეალური არჩევანია. SUV-ს აქვს შესანიშნავი კონტროლის უნარი, ამასთან, მაღალი ინტერიერის წყალობით, გამოირჩევა საკმაოდ დიდი სივრცით, ამიტომაც მასთან ერთად მოგზაურობა საკმაოდ სახალისო და სასიამოვნოა.

სამუშაოს შესრულების უნარი ცუდი ამინდის დროს

თუ კი ხშირად გიწევთ სველ ან დათოვლილ გზებზე სიარული, თქვენ გჭირდებათ SUV წინა ამძრავი თვლებით (FWD). ამ ტიპის ავტომობილები უმეტესად აღჭურვილია წინა ამძრავი თვლებით, ამიტომაც ისინი არ სრიალებს სველ ან მოყინულ გზებზე; მას აქვს მეტი მოჭიდების ძალა, შესაბამისად მძღოლი სიტუაციას მეტად აკონტოროლებს.

 

მინივენის შეძენის უპირატესობები

 

 

გასაწევი კარი

მინივენის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ გასაწევი კარი. ღილაკზე თითის დაჭერით ის იღება და იკეტება, ამიტომ ბავშვებს დახმარების გარეშე შეუძლიათ ავტომობილში ჩასხდომა.

 

საწვავის ეკონომიურობა

როგორც წესი, მინივენები SUV-ებთან შედარებით, საწვავის ეკონომიურობით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ მინივენი უფრო დიდი ზომისაა, მათ ან SUV-ის მსგავსი, ან უკეთესი გამძლეობა აქვთ.

 

ტევადი სივრცე

მინივენებს, როგორც წესი, სივრცის თვალსაზრისით უპირატესობა აქვთ. უფრო გრძელი თვლების ბაზითა და დაბალი იატაკით, მინივენს არამხოლოდ მრავალი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, არამედ ის გთავაზობთ კომფორტულ მგზავრობას. გარდა ამისა, დასაჯდომი ადგილების დაკეცვით თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ მეტი სასაწყობო სივრცე.

პასუხი მაინც დამოკიდებულია თქვენს მიერ ავტომობილის გამოყენებასა და პირად სურვილებზე. თუ კი ხშირად გიწევთ ისეთ ექსტრემალურ პირობებში გადაადგილება, როგორიცაა თოვლი, სეტყვა, სიცივე- მაშინ SUV თქვენთვის სწორი არჩევანია; ასევე, თუ კი თქვენი გატაცებაა ლაშქრობა და გაუვალ გზებზე გადაადგილება, SUV შემოგთავაზებთ უსაფრთხო მართვასა და სტაბილურობას.

თუ კი თქვენი ყოველდღიურობა მოიცავს თქვენი შვილებისა და მათი მეგობრების გადაადგილებას, მაშინ თქვენთვის მინივენი უკეთესი ვარიანტია. თუ კი გსურთ შედარებით პრაქტიკული ავტომობილი საკმაო სივრცით, რომელიც მარტივად დაიტევს ტვირთსაც და ბავშვებსაც და ამავდროულად მანქანის გარეგნობას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მინივენი თქვენს სურვილებს შეესაბამება.