შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის კიას სტრატეგია?

რა არის კიას სტრატეგია?

'' ცნობილი როგორც '' გეგმა S'' , ჩვენი ბრენდის ახალი სტრატეგია მოიცავს მდგრადი მობილურობის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებას.''

2021 წლის დასაწყისში, ჩვენ განვაცხადეთ იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოასწავებდა ბრენდის ახალ დასაწყისსა და განახლებას. ჩვენ, თავდაპირველად, ეს ტრანსფორმაცია წარმოვადგინეთ ახალი ლოგოს სახით, რაშიც ჩართული იყო 300 -ზე მეტი სინქრონიზებული დრონი, რომლებმაც,  ფეიერვერკის დახმარებით, ცაზე ჩვენი ახალი ლოგო გამოსახეს. ჩვენს ახალ ლოგოსთან ერთად საყურადღებოა ახალი ლოზუნგიც ‘’ მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს’’, რაც გამოხატავს ჩვენს მიზანს, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ და ვიყოთ არამარტო პატივცემული კომპანიას, არამედ- კომპანია, რომელიც შთააგონებს ადამიანებს და უჩენს თანამშრომლობის სურვილს. ჩვენი ბრენდის გარდასახვის შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ "Motors" - ის ამოღებას კორპორატიული სახელიდან, რათა გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი სურვილი, ინოვაციური და მდგრადი მობილურობის შექმნისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა, მოგეჩვენოთ, როგორც მარტივი ცვლილება სახელში,  სიტყვა “Motors”-ის ამოღებით, ჩვენ გადმოვცემთ ჩვენს სურვილსა და გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ორიენტირი მიპყრობილი იყოს არა მხოლოდ ავტომობილებზე, არამედ, მომავალი მობილურობის სფეროში, ჩამოვყალიბდეთ ლიდერებად , რასაც მიზნად ისახავს “გეგმა S” .

 

როგორც 2020 წლის დასასრულს განვაცხადეთ, ჩვენი ბრენდის ახალი სტრატეგია, ცნობილი როგორც “გეგმა S”, მოიცავს მდგრადი მობილობის განვითარებასა და ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ამ მანქანების წარმოების ეტაპზე,  ჩვენ ვგეგმავთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებას.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ ვგეგმავთ, 2025 წლამდე გამოვუშვათ 11 ახალი ბატარეიანი ელექტრომობილი(BEV). თითოეული მათგანი დამზადდება შორ მანძილზე გადაადგილების და სწრაფი დატენვის უნარით, ჰიუნდაის Electric-Global Modular Platform-ის  (E-GMP) საფუძველზე. ამ ტექნოლოგიის წყალობით, ამ ავტომობილების გადაადგილების მანძილი იქნება 500 კმ\ერთი დატენვით, ხოლო სრულად დატენვას დასჭირდება დაახლოებით 20 წუთი. რაც მთავარია, თითოეული ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ავტომანქანის სხვადასხვა კლასიფიკაციების სახით (მაგალითად, ჰეტჩბექი, მინივენი, SUV და ა.შ.). ამ მანქანების გამოშვებით, 2025 წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი მიზნის მიღწევას, რომელიც იქნება BEV– ს გლობალური ბაზრის 6,6% –იანი წილის ფლობა და ყოველწლიურად, დაახლოებით, 500,000 ბატარეიანი ელექტრომობილის გაყიდვა.

 

 

In addition to the expansion of BEVs, the up and coming vehicles known as Purpose Built Vehicles (PBVs) are expected to undergo a drastic increase by 2030. These unique vehicles will vary from skateboard-like platforms to car-sharing, delivery, and many others. To be more specific, these skateboard-based platforms are limber and can accommodate the distinct needs of their users with the main target audience being corporate or fleet use. We also plan on progressing our business model to incorporate self-driving vehicles and delivery cars, as well as robotaxis in the future.