შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭე სისტემა?

რა არის ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭე სისტემა?

AEB გახლავთ სისტემა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს გზას და იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევს რაიმე წინაღობას და მძღოლისგან არ მიიღებს საჭირო მოქმედებას, ავტომატურად შეაჩერებს ავტომობილს.

 

ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემა (AEB) გახლავთ სისტემა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს გზას და, საჭიროებისამებრ, ავტომატურად აჩერებს მანქანას. ეს ტექნოლოგია, თავდაპირველად, ასპარეზზე 2009 წელს გამოჩნდა, ავარიების თავიდან აცილების მიზნითა ან შეჯახების შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შემცირებისთვის.

 

ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემა (AEB) მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად, მძღოლის ჩარევის გარეშე. ამ სისტემას, ასევე, აქვს მუხრუჭის გაძლიერების უნარი, იმ შემთხვევაში თუ კი მძღოლი მუხრუჭს არა საკმარისი ძალით დააწვება. ფაქტობრივად, ყველა ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემა აკონტროლებს, როგორც- ავტომობილებს, ისე- ფეხით მოსიარულეებსა და სხვა ობიექტებს. ამ სისტემის მიზანია, შეამციროს სერიოზული დაზიანებები და თავიდან აირიდოს შეჯახებები.

მაშ, როგორ ასრულებს თავის მოვალეობას AEB? ბევრი ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემა იყენებს რადარისა და კამერის ტექნოლოგიის კომბინაციას, რაც დამონტაჟებულია მანქანის წინა ნაწილში ან ჩასმულია საქარე მინაში. როგორც წესი, რადარები და კამერები აკონტროლებენ იმ წინაღობებს, რამაც შესაძლოა, ავარია გამოიწვიოს; თუ კი ისინი დააფიქსირებენ ასეთ სახიფათო ობიექტს და მძღოლისგან არ მიიღებენ საპასუხო მანევრს, ისინი გადასცემენ სიგნალს და ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემა ავტომატურად გააქტიურდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლების უმეტესობა აწარმოებს ერთმანეთის მსგავს AEB სისტემებს, თითოეული სისტემა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს მათი სახელებით, სიჩქარის მოთხოვნებისა და სხვა დეტალებით. რაც შეეხება კიას ფუნქციურად დამოუკიდებელი სამუხრუჭო სისტემას, ჩვენ ვიყენებთ რადარის სენსორს, რომელიც მოთავსებულია მანქანის წინა ნაწილში და რომელიც მუდმივად აკონტროლებს გზას. თუ კი ის შეამჩნევს პოტენციურ წინაღობას, შეჯახების თავიდან აცილების ან მისი შემსუბუქების მიზნით, იგი ავტომატურად გაააქტიურებს მუხრუჭს.

 

მოკლედ რომ ვთქვათ,  AEB გახლავთ სისტემა, რომელიც გეხმარებათ აკონტროლოთ სხვადასხვა ობიექტები და პოტენციური შეჯახების შემთხვევაში, მუხრუჭის მაგივრობას გაგიწევთ. მუხრუჭის ავტომატურად გამოყენების უნარით, ეს სისტემა ყოველდღიურად უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო მგზავრობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ AEB სისტემა გახვალთ მხოლოდ დამატებითი დამხმარე ტექნოლოგია და არ ნიშნავს იმას, რომ მის იმედად, შეგიძლიათ, გზას და სიტუაციას ყურადღება მოაკლოთ.