შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის უკანა სივრცეში მოძრაობის მაფრთხილებელი?

რა არის უკანა სივრცეში მოძრაობის მაფრთხილებელი?

''უკანა სივრცეში მოძრაობის მაფრთხილებელი არის მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელიც ავტომობილის ავტოსადგომიდან უკუსვლით გამოსვლისას, აცნობებს მძღოლს უკანა მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან მანქანის მოახლოების შესახებ .''

რა არის უკანა სივრცეში შეჯახების მაფრთხილებელი სისტემა? 

ეს გახლავთ მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემა, რომელიც მანქანის ავტოსადგომიდან უკუსვლით გამოსვლისას, აცნობებს მძღოლს უკანა მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან ავტომობილის მოახლოების შესახებ. ამ სისტემის მაფრთხილებელი ხატულა, როგორც წესი, გამოისახება შესაბამის გვერდითა სარკეზე, რასაც ახლავს ხმოვანი გაფრთხილებაც; ავტომობილის მოდელის მიხედვით, მაფრთხილებელი ნიშანი, შესაძლოა, გამოჩნდეს ხელსაწყოთა პანელზეც.

 

როგორ მუშაობს უკანა სივრცეში შეჯახების მაფრთხილებელი სისტემა?

ამ სისტემის შემთხვევაში მანქანას აქვს 2 სენსორი, უკანა ბამპერის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რომლებიც იყენებენ რადარებსა და ულტრაბგერით სხივებს, იმისთვის, რომ აკონტროლონ უკანა მხრიდან ავტომობილის მოახლოება. როგორც სხვა მძღოლის დამხმარე სისტემების სარგებლობისას, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ავტომობილის ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოს შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს ავტომობილს ეს ფუნქცია ნამდვილად აქვს. ასეთ შემთხვევაში კი უმჯობესია, გაეცნოთ სისტემას, მის მაფრთხილებელ ნიშანსა და აუდიო სიგნალებს.

 

 

თუ კი უკანა სივრცეში შეჯახების მაფრთხილებელი სისტემა გააქტიურებულია და თქვენს ავტომობილთან ახლოს მოძრავი მანქანის სიჩქარე 5კმ/სთ- ზე (დაახლოებით 3მლ\სთ) მეტია, სისტემა ამის შესახებ გვერდითა სარკეზე გამოსახული სიმბოლოს საშუალებით გაგაფრთხილებთ; შემდეგ, გამოსახულება გამოჩნდება ხელსაწყოთა პანელზე, რასაც მოჰყვება აუდია გაფრთხილება და, არასასურველი მანევრის შესრულების თავიდან ასაცილებლად, საჭის ვიბრირება.

 

როგორ გამოიყენება უკანა სივრცეში შეჯახების მაფრთხილებელი სისტემა?

ამ სისტემის გასააქტიურებლად, ხელსაწყოთა პანელიდან აირჩიეთ ‘User Settings’, შემდეგ ‘Driver Assistance’ და ბოლოს ‘Rear Cross-Traffic Collision Warning’. მას შემდეგ, რაც გაივლით ამ ნაბიჯებს, სისტემა გააქტიურებულია და მზად არის გამოსაყენებლად.

 

არსებობს ამ სისტემის ახალი ტექნოლოგიაც, ცნობილი როგორც “Rear Cross-Traffic Collision Avoidance Assist” (უკანა სივრცის შეჯახების თავიდან აცილების ხელშემწყობი). ამ სისტემის რადარს აქვს უნარი, მარცხენა და მარჯვენა მხრიდან 25 მეტრით დაშორებული, ხოლო უკანა მხრიდან 6 მეტრით დაშორებული, თქვენსკენ მომავალი ავტომობილის დაფიქსირებისა. მძღოლისთვის უხილავი ზონის შეჯახების თავიდან აცილების ხელშემწყობი სისტემის მსგავსად, ეს სისტემაც, იმ შემთხვევაში თუ ორივე მაფრთხილებელი ნიშნის გამოჩენის შემდეგ, მძღოლი მაინც არასასურველი მიმართულებით ამოძრავებს ავტომობილს, შეაჩერებს მანქანას. საყურადღებოა ის, რომ სისტემა ფუნქციონირებამდე აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული.

 

 

გამოყენების ზომები
 

  • როგორც სხვა მძღოლის დამხმარე სისტემები, ამ სისტემის გამოყენების დროსაც , აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ეს ტექნოლოგია არ არის უსაფრთხო მართვის ჩამნაცვლებელი.

  • უკანა სივრცეში შეჯახების მაფრთხილებელი სისტემის გააქტიურებამდე, შეამოწმეთ ავტომობილის სახელმძღვანელო, რათა მიიღოთ სწორი ინფორმაცია სისტემის გააქტიურების, მაფრთხილებელი ნიშნებისა და სხვა დეტალების შესახებ.

  • ავტომობილის დაძვრამდე, დარწმუნდით, რომ სისტემის სენსორები არ არის დასვრილი ჭუჭყით ან თოვლით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სისტემამ შესაძლოა, თავსხმა წვიმასა და თოვლში სრულყოფილად ვერ იფუნქციონიროს.

  • და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს უსაფრთხოების სისტემა შემუშავებულია იმისთვის, რომ ამოიცნოს გარკვეული სიჩქარით მოძრავი ავტომობილები და ვერ აფიქსირებს მოტოციკლებს, მოპედებს, ველოსიპედებს, სკუტერებსა და ფეხით მოსიარულეებს.