შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის უხილავი ზონის კონტროლირება?

რა არის უხილავი ზონის კონტროლირება?

'' მძღოლისათვის გზის უხილავი ნაწილის კონტროლი, გახლავთ მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელიც აფრთხილებს მძღოლს მისთვის გზის უხილავ ნაწილში ავტომობილის გამოჩენის შესახებ და ამგვარად, ამცირებს ავარიის შანსს.''

რა არის მძღოლისთვის გზის უხილავი ნაწილის შესახებ გაფრთხილება?

მძღოლისთვის გზის უხილავი ნაწილის შესახებ გაფრთხილება, გახლავთ იმ თანამედროვე სისტემათაგანი, რომლებიც ხელს უწყობენ ავარიების თავიდან აცილებას. ეს სისტემა ამცნობს მძღოლს, რომ მისთვის გზის უხილავ ნაწილში ავტომობილი გამოჩნდა.

 

როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა?

ამ სისტემით, თქვენი ავტომობილი იყენებს მანქანის წინა ნაწილში ან სარკეებზე მოთავსებულ სენსორებს იმისთვის, რომ აკონტროლოს მძღოლისთვის უხილავი არეები. თუ კი სენსორები დააფიქსირებენ გარკვეულ მანძილზე მდგომ ავტომანქანას, გვერდითა სარკეებზე გამოისახება ამის გამაფრთხილებელი ნიშანი. თუმცა, ეს, უმეტესწილად, დამოკიდებულია მანქანის მოდელზე, ამიტომაც აუცილებელია შეამოწმოთ ავტომობილის ინსტრუქციები და მისი სახელმძღვანელო. 

 

 

იმისათვის რომ კიას ავტომობილზე გააქტიუროთ ეს უსაფრთხოების სისტემა, დააწექით მძღოლისათვის გზის უხილავი ნაწილის გამაფრთხილებელ (‘Blind-Spot Collision Warning’) ღილაკს. როდესაც ავტომობილი მიაღწევს 30კმ/სთ სიჩქარეს (დაახლოებით 19მლ\სთ), ამ სისტემის სიმბოლო გამოისახება ხელსაწყოთა პანელზე და შეატყობინებს მძღოლს, რომ სენსორები გააქტიურებულია.

 

გზის უხილავი ნაწილის გამაფრთხილებელი სისტემის ტექნოლოგიის კატეგორიები

არსებობს ამ სისტემის მრავალი კატეგორია. ამ სისტემის მონიტორები ობიექტების აღსაქმელად იყენებს არამარტო რადარებს, არამედ- ულტრაბგერით სხივებსა და კამერებს, რათა საგზაო სიტუაცია უკეთესად აკონტროლოს.

 

ბოლო დროს, შეიქმნა ამ სისტემის ახალი ტექნოლოგია, ცნობილი, როგორც “Blind-Spot Collision Avoidance Assist” (ბრმა ზონის დეტექტორი). თუ მძღოლი, მაშინ როდესაც ავტომობილში გამოსახულია, როგორც გზის უხილავი ნაწილის ხატულა, ისე გააქტიურებულია მაფრთხილებელი ხმოვანი ნიშანი, ბილიკის შეცვლის მისანიშნებლად, ჩართავს ციმციმას და დაიწყებს მინიშნებული მიმართულებით მოძრაობას, სისტემა არ მისცემს მას საგზაო ხაზის შეცვლის საშუალებას, რითაც თავიდან იცილებს შეჯახებასა და პოტენციურ ავარიას. საყურადღებოა ის, რომ ეს სისტემა ფუნქციონირებამდე აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული.

 

ამგვარი სისტემების განვითარების წყალობით, დაცულია არამხოლოდ მძღოლი, არამედ- მგზავრები და გარშემომყოფი ადამიანები.

 

 

გამოყენების ზომები

  • ამ სისტემების გამოყენებისას, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები არ არის უსაფრთხო მართვის ჩამნაცვლებელი.

  • სანამ გაააქტიურებთ მძღოლისთვის უხილავი ზონის მაფრთხილებელ სისტემას, შეამოწმეთ ავტომობილის სახელმძღვანელო, რათა მიიღოთ სწორი ინფორმაცია სისტემის გააქტიურების, მაფრთხილებელი ნიშნებისა და სხვა დეტალების შესახებ.

  • ავტომობილის დაძვრამდე, დარწმუნდით, რომ გზის უხილავი ნაწილის სენსორები არ არის დასვრილი ჭუჭყით, თოვლით, ტალახით ან სხვა ნივთიერებით.

  • ეს სისტემა შემუშავებულია გზატკეცილზე გამოსაყენებლად, ვინაიდან აქ ხშირია საგზაო ბილიკების ცვლა და მაღალი სიჩქარე. 

  • ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ეს უსაფრთხოების სისტემა შემუშავებულია გარკვეული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების დასაფიქსირებლად და ვერ აფიქსირებს მოტოციკლებს, მოპედებს, ველოსიპედებსა და სკუტერებს.