მენიუს გახსნა
“გენერატორი, ყველა წვის ძრავის განუყოფელი ნაწილია. მისი მთავარი ფუნქციაა ქიმიური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა.”
ძრავა მხოლოდ მექანიკურ ენერგიას იძლევა და ის არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შესაბამისად, ავტომობილში საჭიროა ენერგიის წყარო, რომელიც აამუშავებს ყველა ელექტრონულ აქსესუარს. ავტომობილის დამუხტვის სისტემა შედგება ავტომობილის ბატარეისგან, ძაბვის მარეგულირებლისგან და გენერატორისაგან. გენერატორი ცვლადი დენის საშუალებით, გარდაქმნის მექანიკურ ენერგიას ელექტრონულ ანერგიად. გენერატორის შიგნით არსებული სტატორი და როტორი მუშაობენ როგორც მაგნიტები და ბრუნავენ, რათა შექმნან ცვლადი დენი. ამის შემდეგ, ცვლადი დენი (AC) გარდაიქმნება მუდმივ დენად (DC) რომელიც მუხტავს ბატარეას. ბატარეის არასრულყოფილად დამუხტვამ, ისევე როგორც ზედმეტად დამუხტვამ, შესაძლოა სერიოზული პრობლემა შექმნას. ძაბვის მარეგულირებელი აგზავნის ენერგიას გენერატორიდან აკუმულატორზე და აკონტროლებს ენერგიის რაოდენობას, რათა უზრუნველყოს ენერგიის შეუფერხხებელი მიწოდება.
გენერატორი, როგორც წესი, დიდ ყურადღებას არ საჭიროებს. ოპტიმალური გამოყენების პირობებში, მათი უმეტესობა 7 – დან 10 წლამდე ძლებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა იმის გასაგებად,გაცვეთილია თუ არა თქვენი ავტომობილის გენერატორი. თუ გიჭირთ ავტომობილის დაქოქვა, მკრთალი შუქები ხელსაწყოთა პანელზე და შესუსტებული აკუმლატორი, იმის მანიშნებელია, რომ გენერატორი დაზიანებულია.
შესუსტებული ბატარეა
შესუსტებული ბატარეა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ გენერატორი ვერ ახერხებს კვების ელემენტის დატენვას და საჭიროა მისი ჩანაცვლება.
რთულია დაქოქვა
თუ ავტომობილს ვერ ქოქავთ, შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი გენერატორი იყოს. თუ ავტომობილი ვერ იღებს ელექტროენერგიას გენერატორიდან, ის ვერც ფუნქციონირებს.
მკრთალი შუქები
ხელსაწყოტა პანელზე მკრთალი შუქების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გაუმართავი გენერატორი.
ელექტრო აქსესუარების შეფერხება
თუ ელექტრო აქსესუარები ნელა მოძრაობს, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენი გენერატორი საჭიროებს გამოცვლას.