შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ მუშაობს გადაცემათა კოლოფი?

როგორ მუშაობს გადაცემათა კოლოფი?

“გადაცემათა კოლოფის ძირითადი კონცეფციაა ძრავისგან გამომუშავებული ენერგიის მიღება და მისი კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის მოძრაობას. ამისათვის ავტომატურ ტრანსმისიას სჭირდება ბრუნვის გადამყვანი და პლანეტარული გადაცემათა კოლოფი.”

ტრანსმისიის მუშაობის ძირითადი პრინციპის გასაგებად, უნდა იცოდეთ რა არის ბრუნვა. ბრუნვა არის ტალღური ძალა ან მბრუნავი ძალა. წარმოიდგინეთ, რომ ჭანჭიკის გასამაგრებლად იყენებთ ქანჩს.   მოძრაობა, რომლითაც თქვენ ატრიალებთ ქანჩს  წრეზე, არის ბრუნვა . რადგან ძრავას აქვს ძალიან ვიწრო RPM დიაპაზონი, ავტომობილის მუშაობისას საჭიროა ბრუნვა. ამ შეზღუდული დიაპაზონით,სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ ერთი, ან ორი სიჩქარე ექნებოდა, რაც მართვას სახიფათოს და რთულს გახდიდა. იმისათვის, რომ სიჩქარეების უფრო ფართო დიაპაზონი  ჰქონდეს, ტრანსმისია გადადის სხვა ბრუნვაზე, ან სიჩქარეზე, მართვის მდგომარეობიდან გამომდინარე   .  მაგალითად, თუ მუხრუჭის პედალს ათავისუფლებთ, თქვენ ცდილობთ წინააღმდეგობა გაუწიოთ  მბრუნავ ძალას, სწორედ ამ მომენტში არის საჭირო ბრუნვა. გადაცემათა კოლოფზე სიჩქარეთა გადანაცვლებით, რომელიც დაკავშირებულია სელექტორის მექანიზმთან, შეგიძლიათ შეცვალოთ სიჩქარე და განაგრძოთ მოძრაობა სათანადო სიჩქარით.   

 

ავტომატური ტრანსმისია

 ბრუნვის გადამყვანი და პლანეტარული სიჩქარის ნაკრები გადაცემის სისტემის ორი ძირითადი კომპონენტია. ბრუნვის გადამყვანი მოთავსებულია ძრავასა და ტრანსმისიას შორის. ბრუნვის გადასაყვანად გამოიყენება სპეციალური კომპონენტი, სახელწოდებით სტატორი. სტატორის თითქმის 90 გრადუსიანი მრუდის პირები, რომელშიც გადაცემის სისტემის სითხე მიედინება,  საშუალებას იძლევა მოხდეს ბრუნვის გამეორება. პლანეტარული გადაცემათა კოლოფი შედგება სხვადასხვა მექანიზმებისაგან, რომლებიც ერთდროულად ბრუნავს.   სიჩქარის შეცვლით მიიღწევა დაბალი სიჩქარე, მაღალი სიჩქარე და უკუსვლა.

 

მრავალფეროვანი სიჩქარის კოეფიციენტების შექმნით, ტრანსმისია ზრდის ან ამცირებს ძრავიდან მიღებულ ენერგიას და გამომავალი ლილვის მეშვეობით, გადასცემს მას საბურავებს.     მას შემდეგ, რაც გამომავალი ლილვი იწყებს მბრუნავ მოძრაობას,სიმძლავრე გადადის დიფერენციალზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომატური ტრანსმისია ძრავის მიერ წარმოქმნილ ბრუნვას გარდაქმნის ძალაში, რომელიც ატრიალებს საბურავებს და აკონტროლებს RPM- ს, რათა შექმნას მეტი ბრუნვა სხვადასხვა სიჩქარის კომბინაციებით. 

ტრანსმისია არ საჭიროებს იმდენ მოვლას, რამდენადაც ძრავა, მაგრამ საჭიროა მისი რეგულარული შემოწმება. იმისათვის რომ  ტრანსმისია კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, გაეცანით რამდენიმე რჩევას. 

 

1.შეამოწმეთ ტრანსმისიის სითხე ძრავის ზეთის შემოწმების დროს

ტრანსმისიის სითხე უზრუნველყოფს  გადაცემის კომპონენტების შეზეთვას. თუ მისი დონე დაბალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახურება და ნაწილების ცვეთა. ასე რომ, ძრავის ზეთის შემოწმებისას, შეამოწმეთ ტრანსმისიის სითხეც. 

 

2. თავიდან აიცილეთ ექსტრემალური პირობები

თუ თქვენ  ავტომობილს ექსტრემალურ პირობებში, მაგალითად, უკიდურეს სიცხეში მართავთ,   შეამოწმოთ  ავტომატური ტრანსმისიის სითხე ყოველ 30 000 კმ-ზე (20,000 მილი) ან 24 თვეში.

 

3. მოუარეთ ძრავის გაგრილების სისტემას

გაგრილების სისტემა იცავს ტრანსმისიას და ძრავას გადახურებისგან.  გაგრილების სისტემის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება, ხელს უწყობს ტრანსმისიის გადახურებისაგან დაზიანებას. 

 

4. გამონაჟონი

როგორც წესი, ტრანსმისიის  სითხე, ვარდისფერი ან წითელი ფერისაა. თუ თქვენი ავტომობილის გარშემო მსგავსი ფერის სითხეს შენიშნავთ, აჩვენეთ ავტომობილი მექანიკოსს.