შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. აქვს თუ არა ელექტრო ავტომობილს ტრანსმისია?

აქვს თუ არა ელექტრო ავტომობილს ტრანსმისია?

“მნიშვნელოვანი განსხვავება ელექტროსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის მდგომარეობს ტრანსმისიაში. ელექტრო ავტომობილების უმეტესობას მრავალ-საფეხურიანი ტრანსმისიის ნაცვლად აქვს ერთსაფეხურიანი გადაცემის კოლოფი, რომელიც არეგულირებს ელექტრო ძრავს.”

მათთვის, ვინც მართავს ავტომობილს მექანიკური კოლოფით, კარგად არის ცნობილი თუ რა დანიშნულება აქვს სიჩქარეების ცვლას. იმის მიხედვით თუ რა არის მიზანი სწრაფი აჩქარება ან სასურველი სიჩქარის დინამიური მიღწევა,  შიდა წვის ძრავა გამოიმუშავებს ეფექტურ სიმძლავრეს კონკრეტული ბრუნის დიაპაზონში (RPM). ამასთან, საჭიროა გამომუშავებული სიმძლავრის ადეკვატურად გადანაწილება გადაცემათა კოლოფის საფეხურებს შორის.  როგორც წესი მაბრუნებელი მომენტი უფრო მაღალია დაბალ სიჩქარეზე გაჩერებული ავტომობილის დასაძრავად, ხოლო  სიჩქარის მომატებასთან ერთად იგი მცირდება. ამიტომ გადაცემათა რიცხვის კოეფიციენტების შერჩევა მწარმოებლის მიერ ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მიღწეულ იქნას  ძრავის მაქსიმალურად  ეფექტური სიმძლავრე თითოეულ საფეხურზე.   ელექტრო ავტომობილები კი არ საჭიროებენ მრავასაფეხურიან ტრანსმისიას ელექტრო ძრავის არსებობის გამო, რომელიც სტაბილურად გამოიმუშავებს მუდმივ ბრუნს ნებისმიერ RPM-ზე. ელექტრო ძრავი გამოიმუშავებს სიმძლავრეს ერთიანად, რაც გამორიცხავს ბრუნის მომენტის ეტაპობრივი მომატების საჭიროებას, ისე როგორც შიდა წვის ძრავებში.  ხოლო გადაცემეთა რიცხვის კოეფიციენტები გაანგარიშებულია სიმძლავრის მაქსიმალურად ეფექტურ გამომუშავებაზე  ელექტრო ძრავის მიერ სიჩქარეების შეცვლის საჭიროების გარეშე.  

 

უმეტეს ელექტრო ძრავს თავისუფლად შეუძლია მუშაობა 10 000 ბრ/წთ -ზე ზევით. რადგან ელექტრო მოტორი გამოიმუშავებს მუდმივ მაბრუნებელ მომენტს მაღალ RPM -ზეც კი, განსხვავებით შიდა წვის ძრავისაგან, რომლისთვისაც მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს 6000 ბრ/წთ. მრავალსიჩქარიანი ტრანსმისია კი თავის მხრივ დამატებით წონასთან და წარმოების  გაზრდილ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.