მენიუს გახსნა
“გაცვეთილი საბურავები თქვენი ავტომობილის კანკალის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაგრამ თუ ვიბრაცია, პედლის დამუხრუჭების მოქმედებას ემთხვევა, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენი სამუხრუჭე კომპონენტები საჭიროებენ შეცვლას.”
ეს არის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს. მუხრუჭებზე დაჭერისას, საჭე წინ და უკან ირყევა. რა იწვევს ავტომობილის რყევას დამუხრუჭებისას?
გაცვეთილი, ან დაუბალანსებელი საბურავები
შესაძლოა რყევის მიზეზი დაუბალანსებელი საბურავები გახდეს. ეს სიმპტომი შეიძლება გაუარესდეს, ავტმობილის დიდი სიჩქარით მართვისას.
სამუხრუჭე როტორებთან დაკავშირებული პრობლემები
თუ სამუხრუჭე როტორები დაუბალანსებელი, ან გადახრილია, ავტომობილს შეუძლია მკვეთრად ვიბრირება.
გაცვეთილი, ან ჭუჭყიანი სამუხრუჭე ბალიშები
თუ სამუხრუჭე ბალიშები გაცვეთილია, ან სავსეა ჭუჭყით, სამუხრუჭე ბალიშების ქვეშ არსებულ როტორის ადგილას შესაძლოა ამ ნივთიერებების შეგროვება მოხდეს, რაც იწვევს დამუხრუჭებისას მანქანის პულსირებას.
სამუხრუჭე კალიბრი
სამუხრუჭე კალიბრის როლი არის სამუხრუჭე ხუნდების დაჭერა როტორზე. თუ დაჭერა სწორად არ მოხდა, ამან შეიძლება საჭის ვიბრაცია გამოიწვიოს. მტვრის დაგროვების, ცვეთის ან კოროზიის შედეგად, შესაძლოა ვერ მოხდეს ორ ხუნდს შორის ძალის თანაბარი გადანაწილება.
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ საბურავები არ არის გაცვეთილი. საჭროების შემთხვევაში, აუცილებლად გამოცვალეთ ისინი. თუ თქვენი ავტომობილი ვიბრირებს გაცვეთილი სამუხრუჭე როტორისა და ბალიშების გამო, ეწვიეთ სერვის ცენტრს მათ შესაცვლელად. ავტომობილის უხეშად მართვამ, მაგალითად, უეცარმა დამუხრუჭებამ, ან ძლიერმა აჩქარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სამუხრუჭე კომპონენტის ცვეთა, ამიტომ შეეცადეთ ავტომობილი გონივრულად მართოთ და რეგულარულად შეამოწმებინოთ პროფესიონალ ხელოსანს.