მენიუს გახსნა
” ქიმიური ნახშირბადის წყალობით, საბურავები შავდება. ეს ხელს უშლის ულტრაიისფერი სინათლისგან გამოწვეულ დაზიანებას და მართვისგან გამოწვეული ავტომობილის სხვადასხვა ნაწილების თბობას".
საბურავები მზადდება თეთრი ფერის რეზინისგან. მოგვიანებით, მას ერევა ნახშირბადი რაც საბურავებს სიშავის გარდა, სიმტკიცესა და გამძლეობას მატებს.
გარდა რეზინის ქიმიური ნაერთების სტაბილიზაციისა, ნახშირბადს აქვს სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულება. ესენია:
ძლიერი ულტრაიისფერი სხივებისაგან დაზიანების თავიდან აცილება
რეზინის საბურავები, რომლებიც დამზადებულია ნახშირბადის გარეშე, ძლიერი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, მაგრდება და დეფორმირდება, რაც ამცირებს მის სიცოცხლის უნარიანობას.
საბურავების სიცოცხლის უნარიანობის გაუმჯობესება
ავტომობილით მოძრაობისას, მისი მრავალი ნაწილი თბება. თუ სითბო არ დაიშლება, საბურავები შეიძლება გადახურდეს და გამოიწვიოს ცვეთა. საბედნიეროდ, ნახშირბადი ხელს უწყობს საბურავების ტემპერატურის კონტროლს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლის უნარიანობას.
დასასრულს, ნახშირბადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საბურავის სიმტკიცისა და გამძლეობის მხრივ, რაც მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართულად მუშაობისათვის.