შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა ტიპის ავტომობილები არსებობს?

რა ტიპის ავტომობილები არსებობს?

'' ავტომობილები, დაწყებული სამგზავრო ავტომანქანებიდან- დამთავრებული SUV-ის ტიპის მანქანებით, შეგვიძლია, დავყოთ 10 სხვადასხვაკატეგორიად.''

ავტომობილთა კლასიფიცირება ზოგიერთი ჩვენგანისათვის შესაძლოა ინფორმატიული იყოს. ეს საშუალებას გვაძლევს, კარგად გავიგოთ ამათუიმ ავტომობილის მახასიათებლები; მაგრამ ზოგჯერ ეს დაბნეულობასაც იწვევს. ავტომობილთა კლასიფიკაციის სარგებლიანობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს კონკრეტული ავტომანქანის ღირებულებებისა და მახასიათებლების გაგებაში. ამის გათვალისწინებით, მოდით, განვიხილოთ ავტომობილის ყველაზე გავრცელებული ტიპები მაგალითებითურთ.

 

 

1. SUV

სპორტული უნივერსალი, „ჯიპი“(SUV) სახასიათოა გაუვალ გზებზე მავალობითა და სივრცის სიუხვით. იგი უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას უსწორმასწორო და ძნელად სასიარულო გზებზე. ამ ტიპის ავტომობილში ჯდომისას, მისი სიმაღლის გამო, მგზავრიც და მძღოლიც გზას შედარებით კარგად ხედავს და აკონტროლებს. ეს და სხვა მრავალი მახასიათებელი გამოწვეულია მისი მძლავრი ჩარჩოიანი ძარით, რომელიც, სატვირთო მანქანის კონსტრუქციის მთავარი ნაწილია. მაშასადამე, თუ კი თქვენ გიზიდავთ ლაშქრობები და თავგადასავლები, SUV შესაძლოა, იყოს ის, რაც გჭირდებათ.

SUV-ის მაგალითი: კია სორენტო

 

 

 

 

2. ჰეტჩბექი

ჰეტჩბექის ყველაზე შესამჩნევი ნაწილი გახლავთ მისი ზემოთ ასაწევი საბარგულის კარი. როგორც წესი, მას უკანა კარის გარდა, აქვს ორი ან ოთხი კარი. ჰეტჩბექი საკმაოდ გავს სედანს, ამასთან, ორივე მათგანი სამგზავრო ავტომობილია; თუმცა, ამ ორ მანქანას შორის ყველაზე დიდი განსხვავება გახლავთ მათი ტვირთტევადობა. როგორც წესი, ჰეტჩბექს უფრო მეტი ტვირთის დატევა შეუძლია, ვიდრე- სედანს. მაშასადამე, თუ კი მნიშვნელობას ანიჭებთ საბარგულის სიდიდესა და საწვავის ეკონომიურობას, ჰეტჩბექი თქვენს საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

ჰეტჩბექის მაგალითი: კია რიო

 

 

 

 

3. ქროსოვერი

თუ კი ქროსოვერის ერთი წინადადებით დახასიათება იქნებოდა საჭირო, ვიტყოდით ‘’ ეს გახლავთ SUV-ისა და ჰეტჩბექის კომბინაცია’’. ქროსოვერები სახასიათოა SUV-ის მაგვარი პრაქტიკულობით და, ასევე, ცნობილია ჰეტჩბექის მსგავსი საწვავის ეკონომიურობით, ვინაიდან ისინი აგებულია  უჩარჩოო ძარაზე, რაც გახლავთ საკმაოდ მსუბუქი, შესაბამისად სჭირდება ნაკლები საწვავი.

ქროსოვერის მაგალითი: კია სელტოსი

 

 

 

 

4. კაბრიოლეტი

გადასახსნელ თავიანი მანქანა, ანუ კაბრიოლეტი გახლავთ ავტომობილი, რომლის სახურავიც იხსნება ან იკეცება. მის სახურავი იყოფა ორ ნაწილად: მყარი სახურავი და რბილი სახურავი. მყარი სახურავი დამზადებულია მეტალის ან პლასტმასისგან და არის ავტომატური, ხოლო რბილი სახურავი დამზადებულია ისეთი ქსოვილისაგან, როგორიცაა ვინილი ან კანვა. კაბრიოლეტი მისი ელეგანტური გარეგნობისა და თავისუფლების შეგრძნებასთან გაიგივეობის გამო საკმაოდ მდიდრულ ავტომობილად არის მიჩნეული.

კაბრიოლეტის მაგალითი: კია სტინგერი

 

 

 

 

5. სედანი

სედანი გახლავთ სტანდარტული ოთხ კარიანი სამგზავრო მანქანა. ხშირად, სედანი შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: ძრავისათვის გამოყოფილი ადგილი, სამგზავრო სივრცე და საბარგული. ასევე, მისი უჩარჩოო ძარის კონსტრუქციის წყალობით, შემცირებულია ავტომობილის წონა, რაც იწვევს საწვავის ეკონომიურობას.

სედანის მაგალითი: კია კადენზა

 

 

 

 

6. სპორტული მანქანა

სპორტული მანქანა განისაზღვრება, როგორც ორ ადგილიანი კაბრიოლეტი, რომელსაც სპორტული გარეგნობა აქვს. ავტომობილთა მწარმოებლებმა მის მახასიათებლებში შეიტანეს ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა სწრაფი მანევრირების უნარი, შესანიშნავი აჩქარება და მართვა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ავტომობილის სიმძლავრესა და ემოციებით დატვირთულ მგზავრობას.

სპორტული მანქანის მაგალითი: კია სტინგერი

 

 

 

 

7. კუპე

ტერმინი ‘’კუპე’’ კომპაქტური სედანის ასოციაცის იწვევს: ორ კარიანი ავტომობილი საბარგულითა და უძრავი სახურავით. მისი ერთ-ერთი მახასიათებელი, დახრილი სახურავი, ავტომობილს სპორტულ იერს სძენს. რამდენადაც მისი გარეგნობით ვიმსჯელებთ, ეს ავტომობილი მოცულია ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის ასობით ცხენის ძალა და მართვის შესანიშნავი უნარი.

კუპეს მაგალითი: კია ფორტე კუპე

 

 

 

 

8. მინივენი

კომფორტი და უსაფრთხოება- ამ ყველაზე სასარგებლო მახასიათებლებს გპირდებათ მინივენი, რომელიც საოჯახო ავტომობილთა სიაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პრაქტიკული გასაწევი კარისა და დიდი ფართობის წყალობით,  ხშირად,  მინივენი საუკეთესო არჩევანია ოჯახისათვის. მინივენი უზრუნველყოფს სალონში მგზავრთა მარტივ ჩასხდომას, რაც ხელსაყრელია ბავშვებთან ერთად მგზავრობისას, ასევე- საკმარის სივრცეს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომფორტის შეგრძნებას.

მინივენის მაგალითი: კია სედონა

 

 

 

 

9. ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა

ფურგონის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას, იგივე უნივერსალს, აქვს წაგრძელებული სედანის ფორმა, რის წყალობითაც გვთავაზობს მეტ სატვირთო სივრცეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ ჰეტჩბექისა და სედანის კომბინაცია. ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა საკმაოდ გამოსადეგია დიდი ოჯახებისათვის. დამატებითი სივრცის გარდა, ეს ავტომობილი SUV- ებთან შედარებით უკეთეს საწვავის ეკონომიას გვთავაზობს.

ფურგონის ტიპის მსუბუქი ავტომანქანის მაგალითი: კია ოპტიმა სპორტვაგონი

 

 

 

 

10. პიკაპი

არსებობს უამრავი მიზეზი იმაში დასარწმუნებლად, რომ პიკაპი გახლავთ საკმაოდ მძლავრი და პრაქტიკული. ეს გახლავთ ორ ან ოთხ კარიანი ავტომობილი, რომელსაც ღია სატვირთო ბაქანი აქვს. პიკაპი ხშირად წარმოდგენილია ოთხი წამყვანი თვლით, რაც დამახასიათებელია ყველგანმავალი  და მძიმე ტვირთის გადამზიდი ავტომობილებისათვის. პიკაპი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ტვირთის ზიდვა რეგულარულად უწევს.

პიკაპის მაგალითი: კია ტელურიდ პიკაკი

 

მოკლედ რომ ვთქვათ, მანქანის შეფასება მისი კლასიფიკაციის მიხედვით  და იმის განსაზღვრა თუ ავტომობილის რომელი მახასიათებელი იქნება ჩვენთვის სასარგებლო და, რომელი- არა, ძნელი არ უნდა იყოს. პირიქით, ეს დაგეხმარებათ თქვენი შემდეგი ავტომობილის სწორად არჩევასა და შეძენაში. იმედია, ამ მოკლე ინფორმაციის დახმარებით, მარტივად და სწორად შეძლებთ ავტომობილის შერჩევას, დამღლელი კვლევების მოძიებისა და კითხვის გარეშე.