შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას ნიშნავს ავტომობილის ბრუნვა?

რას ნიშნავს ავტომობილის ბრუნვა?

'ბრუნვა არის მგრეხი მომენტი. ეს ავტომობლში აღნიშნავს ბრუნვის ძალას, რომელსაც უზრუნველყოფს მუხლიანი ლილვი. ბრუნვა გამოიყენება ძრავის შესაძლებლობების შესამოწმებლად.''

 

მგრეხი მომენტი არის მბრუნავი ძალა. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ჭანჭიკზე მიმაგრებული ქანჩი და გარკვეული ძალის ზემოქმედებით ცდილობთ მის მოშვებას . ძალა, რომელიც ამ მომენტში წარმოიქმნება მგრეხი\მაბრუნებელი მომენტის სახელით არის ცნობილი .

 

მაბრუნებელი ძალის გამოსათვლელად საჭიროა, ძალა, რომელსაც ანხორციელებთ ქანჩის გასაღებზე გავამრავლოთ ქანჩის გასაღების სიგრძეზე. ამრიგად, უფრო გრძელი ქანჩის გასაღების გამოყენებით მიიღება უფრო დიდი მაბრუნებელი მომენტი. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ 2 ფუტ ძალას 1 ფუტის სიგრძის ქანჩის გასაღებზე, მაშინ თქვენ ქანჩზე ზემოქმედებთ 2  ფუტი (lb-ft)  მაბრუნებელი ძალით. მაგრამ თუ თქვენ იგივე სიმძლავრის ზეწოლას მოახდენთ 10 ფუტის სიგრძის ქანჩის გასაღებით, გამოვა რომ ქანჩზე 20  ფუტი მაბრუნებელი ძალით მოქმედებთ.

 

როგორ მუშაობს მაბრუნებელი მომენტი ავტომობილში? ძრავი არის იქ, სადაც წარმოიქმნება მაბრუნებელი მომენტი. შიდა წვის ძრავაში არის დგუშები, რომლებიც  ცილინდრების შიგნით ზემოთ-ქვემოთ მოძრაობენ, შესაბამისად, ენერგია იქმნება ამ წინ და უკან მოძრავი ძალით. მუხლიანი ლილვი გადააქცევს ამ ენერგიას ბრუნვის ძალად, რომელიც გახლავთ მგრეხი მომენტი, და საბოლოოდ გადასცემს მას წამყვან ბორბლებს.                                                                       

 

მარტივად რომ ვთქვათ, ბრუნვა არის ავტომობილის შესაძლებლობების  საზომი. ამრიგად, რაც უფრო მეტია მაბრუნებელი მომენტი, მით უფრო დიდია ძალა, რომლის   გამომუშავებაც ძრავას შეუძლია. თუკი ძრავას აქვს დიდი მაბრუნებელი ძალა, მაშინ ავტომობილს დაძვრისას უფრო სწრაფად შეუძლია სიჩქარის მომატება . მგრეხი მომენტი მაშინაც მნიშვნელოვანია, როდესაც ავტომობილი ასრულებს ისეთ მძიმე სამუშაოს, როგორიცაა მძიმე ტვირთის გადატანა ან ციცაბო ბორცვზე ასვლა.

ძრავის ტიპის მიხედვით, ავტომობილს შეუძლია მეტი ან ნაკლები მაბრუნებელი ძალის განხორციელება. მოკლედ რომ ვთქვათ, დიზელის ძრავებს ახასიათებთ უფრო მეტი მაბრუნებელი მომენტის ქონა ვიდრე ბენზინის ძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო შესაფერისია ბუქსირებისა და ციცაბო გზებზე ასვლისთვის.  

 

მგრეხი მომენტი დიზელის ძრავში: ბენზინის ძრავებთან შედარებით, დიზელის ძრავებს ახასიათებს მეტი მაბრუნებელი ძალის გამოყოფა, ვინაიდან ის მეტ ჰაერს იკუმშავს. საწვავის აალებისათვის დიზელის ძრავა , აალების სანთლის გამოყენების ნაცვლად, იყენებს მხოლოდ ჰაერის სითბოს . მაშ, რა კავშირი აქვს ამას მაბრუნებელ მომენტთან? რაც უფრო მაღალია შეკუმშვის კოეფიციენტები, მით უფრო დიდია ძრავის ეფექტურობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მაბრუნებელ მომენტთან. ეს ნიშნავს, რომ დიზელის ძრავას მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტების გამო მეტი მგრეხი მომენტი აქვს .

 

მგრეხი მომენტი ბენზინის ძრავაში: ბენზინის ძრავაში, აალების სანთელი გამოიყენება საწვავის აალებისათვის . ცილინდრში დგუში მოძრაობს, მანამ სანამ არ მოხდება სრული აალება.  შედეგად, ბენზინის ძრავა მიდის უფრო ნელა, რითაც მცირდება მგრეხი მომენტი.

 

მგრეხი მომენტი ელექტრო ავტომოლში: 

ავტომობილის დასაძრავად ელექტრო მანქანები იყენებენ ელექტროძრავას . მაშინ,როცა მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად, შიდა წვის ძრავას უნდა ჰქონდეს რამდენიმე მოწყობილობა, ელექტროძრავას შეუძლია, მყისიერად მიაღწიოს მაბრუნებელი მომენტის პიკს.გარდა ამისა, ელექტრომობილს აქვს რედუქტორი, ერთგვარი გადამცემი, რომელიც საბურავს ეფექტურად გადასცემს ძრავის სიმძლავრეს . ვინაიდან, ძრავას აქვს განსაკუთრებით მაღალი მაბრუნებელი ძალა, რედუქტორი საჭიროა rpm– ის სათანადო დონეზე დასაყვანად. მაშასადამე, ელექტრო ავტომობილს შეუძლია, შემცირებული rpm– ის დახმარებით,  დაზოგოს ენერგია და შექმნას უფრო მძლავრი მგრეხი მომენტი.

მგრეხი მომენტი ჰიბრიდულ ძრავაში: ჰიბრიდული ძრავა იყოფა ორ სახეობად: ბენზინის ძრავა დაწყვილებული ელექტროძრავით ან დიზელის ძრავა დაწყვილებული ელექტროძრავით. ბენზინის ჰიბრიდში, ძრავას შეუძლია EV- ის მსგავსი მაღალი მაბრუნებელი ძალის გამომუშავება დაბალი სიჩქარით, რითაც, სწრაფი მაბრუნებელი ძალის  თვალსაზრისით, გვთავაზობს იგივე სარგებელს, რის შედეგადაც იზრდება საწვავის ეფექტურობა.დიზელის ჰიბრიდის შემთხვევაში კი ძნელია ძრავის შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდა, ვინაიდან თავად დიზელის ძრავა წარმოქმნის მაბრუნებელი ძალის დიდ რაოდენობას.

ავტომობილებზე საუბარისას არ შეიძლება, არ ვახსენოთ ტერმინები „ბრუნვა“ და „ცხენის ძალა“, მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ ესმის, თუ რას ნიშნავს ისინი სინამდვილეში. მგრეხი მომენტი არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ძრავას. ცხენის ძალა კი აღნიშნავს იმას, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას სამუშაოს შესრულება. 

 

მაგალითად, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს სჭირდებათ მძლავრი მგრეხი მომენტი, მაგრამ- არა აუცილებლად ბევრი ცხენის ძალა. ვინაიდან, მათ ყოველთვის  მძიმე სამუშაოს შესრულება მოეთხოვებათ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან სწრაფად არ არის აუცილებელი. მათემატიკურად, ცხენის ძალა გამოითვლება მაბრუნებელი მომენტის გამოყენებით. ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ რომელი ავტომობილია ჩვენთვის საუკეთესო, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორივე მათგანი.