მენიუს გახსნა
“გამაგრილებელი არის სითხე, რომელიც ინარჩუნებს ძრავის ოპტიმალურ ტემპერატურას. ის ხელს უშლის ძრავის გადახურებას, გაყინვას და ლითონის კოროზიას.”
გამაგრილებლის განმარტება
ჩვეულებრივ, გამაგრილებლის 50/50 ნაზავია წყალი და ანტიფრიზი. ანტიფრიზი, როგორც წესი, ეთილენგლიკოლია, რომელიც შესანიშნავად ერევა წყალს და ხელს უშლის ძრავის გაყინვის წერტილამდე ჩამოსვლას და ადუღების წერტილამდე ასვლას. გამაგრილებლის წყალი არ არის ჩვეულებრივი ონკანის წყალი, რადგან ონკანის წყალი შეიცავს მინერალებს, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს ავტომობილის ძრავისთვის. შესაბამისად, წინასწარ განზავებული გამაგრილებლის წარმოებისას გამოიყენება დეიონიზებული, ან გამოხდილი წყალი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ განუზავებელი კონცენტრირებული გამაგრილებელი საშუალება, განსაზავლებლად მას უნდა დაუმატოთ დეიონიზებული ან გამოხდილი წყალი.
გამაგრილებლის ძირითადი ფუნქციები
გამაგრილებელი საშუალება ეხმარება ძრავს გაგრილებაში. ის ხელს უშლის ძრავის გადახურებას და ასევე იცავს გაყინვისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამაგრილებელი საშუალება ზრდის დუღილის ტემპერატურის და ამცირებს ძრავის გაყინვის წერტილს. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ხშირად გამაგრილებელი და ანტიფრიზი ერთ ჯგუფში მოიაზრება.გარდა ძრავის ტემპერატურის რეგულირებისა, გამაგრილებელს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი: ის ხელს უშლის გაგრილების სისტემის კოროზიას. გამაგრილებელს აქვს ჟანგის ინჰიბიტორი რაც ხელს უშლის წყლის მიერ ლითონის დაზიანებას. არსებობს ინჰიბიტორების მრავალფეროვნება, რის მიხედვითაც გამაგრილებლის ფერი შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. შესაძლოა მაღაზიის თაროებზე გინახავთ ლურჯი, მწვანე, წითელი ან შავი გამაგრილებელი, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არიან თავსებადი ერთმანეთთან. ასე რომ, უსაფრთხოებისთვის, დარწმუნდით, რომ დასამატებლად იყენებთ იმავე ტიპის გამაგრილებელ საშუალებას, რაც მანამდე გაქვთ გამოყენებული.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო გამაგრილებელი
არსებობს სხვადასხვა ფერის გამაგრილებელი საშუალება და მათი მრავალფეროვნება დამოკიდებულია დაცვის დონეზე. რადგანაც ავტომობილის ყველა კომპონენტზე თანაბარად ზრუნვაა საჭირო, მწარმოებლები ქმნიან გამაგრილებლებს ალუმინის, პლასტმასის და რეზინის დაცვის ფუნქციით. შედეგად მათი ფერები უფრო მრავალფეროვანი ხდება. მაგრამ გახსოვდეთ, გამაგრილებლის ძირითადი ფუნქციაა დუღილის, გაყინვის და კოროზიის საწინააღმდეგო საშუალება. ასე რომ, რამდენი ტიპის გამაგრილებელი საშუალებაც არ უნდა იყოს, ყველა მათგანი ერთსა და იმავეს აკეთებს. ყველაზე სწორი არჩევანი იქნება მიჰყვეთ თქვენი ავტომობილის ბრენდის რეკომენდაციებს. ასე რომ, გადახედეთ მფლობელის წიგნაკს, ან ჰკითხეთ თქვენს დილერს.
პრაქტიკული რჩევები გამაგრილებლის დაბალი დონის და გადახურების შემთხვევაში
თუ გამაგრილებლის დაბალი დონის გამო, ძრავი გადახურდა, მოულოდნელად გამაგრილებლის დამატებამ რადიატორში, ან გამაგრილებლის რეზერვუარში, შეიძლება გამოიწვიოს ძრავის ბზარები. დაზიანების თავიდან ასაცილებლად დაამატეთ გამაგრილებელი ნელა-ნელა, მცირე რაოდენობით. ასევე, არ მართოთ ავტომობილი გამაგრილებლის გარეშე.