შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. კიას ბრენდის ისტორია

კიას ბრენდის ისტორია

'' კია, ბრენდის ახალ ლოგოსთან და ხედვასთან ერთად, წარმოგიდგენთ მის ახალ მიზანსა და შეხედულებებს.”

 

კიას მიზანი

კიას გუნდს აქვს მიზანი, შთააგონოს მომხმარებლები პროდუქტების, მომსახურებისა და მიღებული გამოცდილების საშუალებით. ჩვენი მიზანია, ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ ის ფაქტი, რომ ყველა კრეატიული საქმიანობა მოძრაობით იწყება. ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ შევქმნათ და გავავრცელოთ ინოვაციური მობილობის პროდუქტები და სერვისები, რათა თითოეულ მომხმარებელს  გავუმარტივოთ და გავუუმჯობესოთ ყოველდღიური ცხოვრება. 52,000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც იზიარებენ შეხედულებებსა და ფასეულობებს, ყოველდღე ზრუნავს ამ პირობების ასასრულებლად. ამ მიზნის გათვალისწინებით, კია არ იშურებს ძალისხმევას და ცდილობს, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, შეხვდნენ ადამიანებს და მიიღონ ახალი გამოცდილება.

 

კიას შეხედულებები

რაც შეეხება ჩვენს ფასეულობებსა და შეხედულებებს, ჩვენ გვწამს, რომ აუცილებელია, ყოველთვის მიდიოდე წინ და მუდმივად ვითარდებოდე. ვინაიდან მოძრაობა თანგვდევს ადამიანის განვითარების საწყისიდან, ჩვენ გვჯერა, რომ ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ინოვაციებისა და პროგრესის შექმნაში. ჩვენი წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ახალი პროდუქტისა თუ სერვისის შექმნა, თუ- მარკეტინგსა და გაყიდვებზე ზრუნვა, ჩვენ მუდმივად ვმოქმედებთ ამ შეხედულებების გათვალისწინებით, იმისათვის რომ შემოგთავაზოთ მრავალმნიშვნელოვანი, შთამაგონებელი პროდუქტები და სერვისები.

 

კიას ბრენდის ახალი ლოგო

ვინაიდან, ჩვენი სახელი შეიცვალა და დღეს ‘’კია მოტორსის’’ მაგივრად, წარმოვადგენთ ‘’კიას’’, ჩვენი ახალი ლოგოც შეიცავს მხოლოდ წარწერა "Kia"-ს. ჩვენი ახალი გეგმის გათვალისწინებით, ახალი ლოგო წარმოადგენს ჩვენს სურვილს, შევქმნათ ცვლილებები და ინოვაცია. ლოგოს აქვს ‘’სიმეტრიის’’, ‘’რიტმისა’’ და ‘’აღმავლობის’’ მნიშვნელობა, რაც წარმოაჩენს ჩვენს თავდაჯერებულობასა და ამბიციებს.

 

 

კიას ახალი ხედვა 

ახალი ლოგოს და ლოზუნგისა გარდა, ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი ხედვაც. ჩვენი ახალი ხედვის გათვალისწინებით, გვსურს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიზიაროს ის უსაზღვრო ღირებულება, რომელსაც მომავალი მობილურობა მოიტანს. გარდა ამისა, არსებობს ოთხი ძირითადი სფერო იმისთვის, რომ მომხმარებელს ჩვენი ხედვა მაქსიმალურად მივაწოდოთ: მობილურობა, თვითმართვა, დაკავშირებული მანქანები და ელექტრომობილები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაპირებთ გავააქტიუროთ ურბანული და საგარეუბნო მობილურობა, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ჩვენ, ასევე,  ვცდილობთ, შევთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხო და ინოვაციური მობილურობა თვითმართვადი მანქანების საშუალებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ინდუსტრიასთან და საზოგადოებებთან, რათა, მანქანების მომხმარებლის სახლებთან და ქალაქებთან დაკავშირების წყალობით, გავაუმჯობესოთ მათი მობილურობა. დაბოლოს, ჩვენ ვგეგმავთ, გავამრავალფეროვნოთ ჰიბრიდული, შესაერთებელი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების არჩევანი, რათა მომხმარებელს მივაწოდოთ მდგრადი მობილურობის ფართო სპექტრი. ჩვენი ბრენდის ახალ მიზანთან და მომავლის სტრატეგიასთან ერთად, ჩვენ ჩვენი ხედვა, ელექტრო ავტომობილებზე მუშაობითა და მობილურობის სერვისების განვითარებით, დეტალურად მოგვყავს მოქმედებაში, რისი მიზანიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით მომხმარებლისთვის მობილურობის გამოცდილების გაზიარებაა.