მენიუს გახსნა
'' ჰეტჩბექი გახლავთ ავტომობილი, რომელიც შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან, რომლისგანაც ერთში მოთავსებულია ძრავა, ხოლო მეორეში- გაერთიანებული სამგზავრო სივრცე და საბარგული.''
ტრადიციულად, ჰეტთჩბექი ცნობილი გახლდათ, როგორც ორ ნაწილიანი მანქანა, რომელსაც ხისტი ხაზები ჰქონდა და რომლის დიზაინიც ყუთს მოგაგონებდათ. დღეს კი ჰეტჩბექის გარეგნობა საკმაოდ დახვეწილია; მისი ხაზები ბევრად უფრო ნაზია, მისი ფორმა კი- მომრგვალებული. რაც შეეხება მახასიათებლებს, ჰეტთჩბექს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სახასიათო ნიშანი, რაც მას სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ იგი შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან, რომლისგანაც ერთში მოთავსებულია ძრავა, ხოლო მეორეში- გაერთიანებული სამგზავრო სივრცე და საბარგული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახასიათო ნიშანი გახლავთ მისი ზევით ასაწევი უკანა კარი. სტანდარტული საბარგულისაგან განსხვავებით, რომელიც სახასიათოა სედანებისთვის, ჰეტჩბექს აქვს უკანა კარი, რომელიც იწევა ზევით და რომელიც სამგზავრო და სატვირთო სივრცეს ერთმანეთისგან არ აცალკევებს; ამის გამო კი ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ავტომობილის ეს ტიპი არ არის ტევადი და მას პატარა საბარგულის სივრცე აქვს. თუმცა ჰეტჩბექის მფლობელებმა იციან, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება, რადგან ეს ავტომანქანა ბარგის უკეთესად და უფრო გონივრულად განთავსების საშუალებას იძლევა.
დროსთან ერთად, ჰეტჩბექის დიზაინი ნელ-ნელა იცვლებოდა, მაგრამ იგი ინარჩუნებდა ორ ან ოთხ კარიან კონფიგურაციას; მაგრამ მისი ფორმა არ არის ერთადერთი რაც შეიცვალა. ბოლო დროს, ამ ტიპის ავტომანქანასთან სხვა სახელწოდებებიც იქნა დაკავშირებული (მაგალითად, ლიფტბექი და სპორტბექი), გარკვეული ნიუანსების ასარიდებლად; მაგალითად იმის, რომ მისი ფართო და დახრილი სახურავის ხაზის გამო, ხშირად, მას უწოდებენ ‘’კუპეს’’, ‘’სედანს’’ ან ‘’ქროსოვერს’’.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეტჩბექი, სხვა ავტომობილებთან შედარებით, ითვლება ეკონომიურად მისაღებ და პრაქტიკულ მანქანად, ეს მისი ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გარეშე ძნელი სათქმელი იქნებოდა:
სივრცე და მანევრულობა
გარედან ჰეტჩბექი პატარა ჩანს, შიგნით არც ისე დიდი სივრცით, მაგრამ რეალურად, მგზავრებისთვისაც და ტვირთისთვისაც საკმაო ადგილია გამოყოფილი; უკანა დასაჯდომი ადგილები იკეცება, ხოლო საბარგულის საფარი მარტივად იხსნება. აქ შეიძლება, მოთავსდეს გრძელი და უცნაური ფორმის ნივთებიც, ვინაიდან საბარგულსა და მგზავრთა სივრცეს არ აცალკავებს ფიზიკური ბარიერი, რომლის მოხსნა თუ დაკეცვა შეუძლებელია.
გარდა ამისა, მისი კომპაქტური ექსტერიერი განსაკუთრებით ხელსაყრელია მოსახვევში შეხვევისას, ვიწრო გზებზე სიარულისას, ასევე, ავტომობილის ვიწრო ადგილზე სწორად გაჩერებისთვის.
ხილვადობა
უკან კიდევ ერთი კარი არამარტო მარტივს ხდის ნივთების ჩალაგებასა და ამოლაგებას, არამედ დიდი ფანჯრის წყალობით, მძღოლი მანქანის უკანა მხარეს უკეთესად ხედავს და სიტუაციას უფრო კარგად აკონტროლებს.
მგზავრთა კომფორტი
ბოლოს, თუ კი თქვენთვის კომფორტი მნიშვნელოვანია, ჰეტჩბექი შესანიშნავი არჩევანი იქნება, ვინაიდან მას სედანთან და მანქანის სხვა ტიპებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი სახურავი აქვს. მაშინ როცა, ავტომობილთა უმეტესობა გვთავაზობს მეტ სივრცეს წინ მჯდომი მგზავრისა და მძღოლისთვის, ან- შედარებით დიდ ფართობს ტვირთისთვის, არც ისე ბევრი უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს უკანა რიგში მჯდომი მგზავრებისათვის. მაღალი სახურავის წყალობით, მაღალი მგზავრებიც კი უზრუნველყოფილნი არიან საკმარისი თავისუფალი სივრცით.