შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის კომპაქტური SUV?

რა არის კომპაქტური SUV?

'' კომპაქტური SUV აღნიშნავს SUV-ის შედარებით პატარა მოდელს , რომლის ზომაც მცირე კომპაქტურ SUV-სა და საშუალო ზომის SUV-ს შორისაა .''

 

კომპაქტური SUV გახლავთ SUV-ის შედარებით პატარა  მოდელი , რომლის ზომაც მცირე კომპაქტურ SUV-სა და საშუალო ზომის SUV-ს შორისაა. პატარა, მაგრამ ათლეტური კომპაქტური SUV, დღესდღეისობით, ავტომობილის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად არის მიჩნეული. შესანიშნავი გარეგნობისა და სხვა გამორჩეული მახასიათებლების გამო, კომპაქტური SUV გლობალური ავტობაზრის გაყიდვებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

 

ფაქტობრივად, ყველა კომპაქტური SUV აგებულია უჩარჩოო ძარის დიზაინით, რასაც ასევე მოიხსენიებენ როგორც ‘’მზიდი ძარა’’. ამის წყალობით, ავტომობილის ეს მოდელები მრავალ საგზაო პირობას უძლებენ. უჩარჩოო ძარის კორპუსის წყალობით, მანქანის წონა ბევრად მსუბუქია, რის გამოც ავტომობილის საწვავის ეკონომიურობა უფრო მაღალია. გარდა ამისა, მზიდი ძარის გამო, ამ ავტომობილს დაბალი სიმძიმის ცენტრი აქვს, რაც უზრუნველყოფს მანქანის გადაყირავების თავიდან აცილებას, მის სტაბილურობასა  და მშვიდ მგზავრობას.

 

ხშირად, კომპაქტური SUV გთავაზობთ იმდენივე სივრცეს, რამდენსაც- საშუალო ან სრული ზომის SUV, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მცირე კომპაქტურ SUV-ზე. მიუხედავად ამისა, მცირე კომპაქტური SUV დამაკმაყოფილებელია მათთვის, ვინც სივრცეზე მეტად საწვავის ეკონომიურობას ანიჭებს მნიშვნელობას. რაც შეეხება კომპაქტურ SUV-ს, ის შესანიშნავი არჩევანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ავტომობილისგან მოითხოვენ როგორც პრაქტიკულობას, ისე- კომფორტს, ვინაიდან ეს ავტომობილი უზრუნველყოფილია დიდი შიდა სივრცით, კომფორტული სალონით და ბარგისთვის გამოყოფილი საკმაო ადგილით.

საწვავის ეკონომია

კია სელტოსი, მცირე კომპაქტური SUV, გამოირჩევა, როგორც დიდი საბარგო და სამგზავრო სივრცით, ასევე- საწვავის ეკონომიურობით, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო მცირე კომპაქტურ SUV-ად აქცევს. იმის შესამოწმებლად, თუ რომელ მცირე გაბარიტიან SUV-ს აქვს საუკეთესო მაჩვენებელი საწვავის ეკონომიურობაში, საჭიროა, გაეცნოთ ჰიბრიდულ მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია ტურბოჩაბერვიანი ძრავითა და ელექტროძრავით. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ავტომობილის ისეთი უპირატესობებით, როგორიც არის შეუფერხებელი აჩქარება და საწვავის გაუმჯობესებული ეკონომიურობა.

 

მანევრულობა

თანამედროვე SUV-ების უმეტესობა ცნობილია მსუბუქი მართვის უნარითა და სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხით. მაგალითად, Kia Sportage, რომელიც გვთავაზობს შესანიშნავ მართვასა და კომფორტულ მგზავრობას, საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებს. ეს ავტომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ და მშვიდ მართვას, მაშინაც კი, როდესაც მიხვეულ-მოხვეულ გზებზე გიწევთ სიარული. კომპაქტური SUV, მისი უჩარჩოო ძარის დიზაინის წყალობით, გვთავაზობს მსუბუქი ავტომობილის მსგავს მართვასა და სავარძლის მაღალ პოზიციას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, სიტუაცია უკეთესად აკონტროლოს.

 

დახვეწილი დიზაინი

თუ კი, ქალაქში სასიარულოდ, ეძებთ სასიამოვნო გარეგნობის მანქანას, მაშინ კომპაქტური ან მცირე კომპაქტური SUV თქვენთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება. ისინი SUV-ის სრულგაბარიტიანი მოდელებისგან გამოირჩევიან ზომით, რის გამოც მათზე არჩევანს ძირითადად ახალგაზრდა მყიდველები აჩერებენ. რატომღაც, რაც უფრო პატარაა SUV-ის მოდელი, მით უფრო მტკიცე და აგრესიული დიზაინი აქვს მას. მაგალითად, კია სელტოსმა, გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი თანამედროვე გარეგნობისა და შესანიშნავი ტექნოლოგიის გამო, დიდი ყურადღება მიიქცია. კია სპორტიჯზე ოდნავ პატარა კია სელტოსში გაერთიანებულია საინტერესო დიზაინი, შესანიშნავი მანევრულობა და დიდი შიდა სივრცე.