შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას ნიშნავს ‘ავტომობილის აღჭურვა’?

რას ნიშნავს ‘ავტომობილის აღჭურვა’?

“სხვადასხვა მოდელის ავტომობილებს სპეციალური, მისთვის დამახასიათებელი აღჭურვა აქვთ და თითოეულ ტიპს შესაძლოა ჰქონდეს სახელი.”

ავტომობილის აღჭურვა კონკრეტული მოდელის კონკრეტულ კონფიგურაციას მოიცავს. აღჭურვის დონე  ინტერიერისა და ექსტერიერის ელემენტების, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სისტემების მრავალგვარ კონფიგურაციას გვთავაზობს.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწარმოებლი დღეს მომხმარებელს მრავალი ტიპის აღჭურვას სთავაზობს, ზოგიერთი მოდელს კვლავ ერთი კონფიგურაცია გააჩნია. ავტომობილის აღჭურვის ცოდნა დაგეხმარებათ უკეთესი არჩევანი გააკეთოთ.

თავდაპირველად, ავტომობილის კომპლექტაციისათვის სახელის დარქმევა 1980-იან წლებში გახდა პოპილარული. საბაზისო, საშუალო და მაღალი (Base, Mid, High) აღჭურვის ყველაზე გავრცელებილი დასახელებებია, თუმცა ზოგიერთი მწარმოებლი, სახელისათვის კონკრეტულ ასოთა კომბინაციებს იყენებს. ეს აღნიშვნები ძირითადად ავტომობილზე მოდელის სახელის გვერდითაა დატანილი.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, მწარმოებლებს შესაძლოა გაჩნდეს კომპლექტაციის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერის ინდივიდუალური ფორმა. სახელწოდება შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ბაზრის  მიხედვით, ერთი და იგივე ბრედნის მიუხედავად. ქვემოთ წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული სახელწოდებები: 

 

● CE: Classic/Custom edition

● D/DL/DX: Deluxe

● EX/X: Extra

● GL: Grade level

● GLE: Grade Level Extra

● GT: Grand Touring

● LE/LX: Luxury

● LTD: Limited

● S: Sport/Special/Standard

● SE: Sport edition/Special edition/Special equipment

● SL: Standard level

● T: Touring edition