მენიუს გახსნა
“4WD სისტემა უზრუნველყოფს სიმძლავრის თანაბარ განაწილებას ოთხივე ბორბალზე, რაც, უგზოობისას ყველაზე შესაფერისი და კომფორტულია.”
4WD, იგივე ოთხი-ოთხზე (4x4), ყველა წამყვანი თვლის, ან ოთხი წამყვანი თვლის ფუნქცია ძალას ოთხივე ბორბალზე ანაწილებს, შესაბამისად ყველა ბორბალი თანაბარი დატვირთვით ბრუნავს. ეს სისტემა ყველაზე გავრცელებულია ისეთ ავტომობილებში, რომელიც განკუთვნილია რთული საგზაო პირობებისათვის. ეს მოიცავს ისეთ SUV-ებს როგორებიცაა: Kia Sportage და Kia Sorento.
4WD ძლიერი და სუსტი მხარეები:
ძლიერი მხარეები |
---|
მაქსიმალური კონტროლი რთული გამავლობის გზებზე |
საწვავის ეკონომიური მოხმარების რეჟიმი |
მაღალი ქლირენსი. |
მაღალ ხარისხიანი ტექნოლოგიები. |
4WD ოთხ ბორბალზე ანაწლებს ძალას, მაგრამ ოთხივე ერთდროულად და თანაბრად იღებს ძალას. 4WD სისტემები მოიცავს:
1. მუდმივი 4WD (ან დროებითი 4WD): სიმძლავრე ოთხივე ბორბალს მუდმივად მიეწოდება, წინა და უკანა ბორბლებს შორის განთავსებული გამანაწილებლის საშუალებით.სრული 4WD, აქტივაციისთვის საჭირო დამატებითი მოქმედებების გარეშე, მძღოლებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ ძლიერი გაწევის ფუნქციით ნებისმიერ ამინდში.
2. ნაწილობრივი/დროებითი 4WD: ავტომობილის მართვის პარალელურად მძღოლს შეუძლია აირჩიოს 2WD ან 4WD სისტემა და მოარგოს ის მანქანის საჭიროებებს. წინა და უკანა ბორბლებს შორის ჩაკეტვის სისტემა მოლიპულ გზებზე, მძღოლს უფრო მოქნილად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკეთესო ოფციაა მაღალი გამავლობის პირობებში, ნაწილობრივი 4WD სწორი და უხარვეზო გზებისთვის არ არის რეკომენდირებული.
3. ავტომატური 4WD: მაშინ როცა 2WD-ს (წინა ან უკანა) იყენებთ, სრულ განაკვეთზე მოქმედი 4WD ან AWD სისტემა საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად ანაწილებს ძალას წინა და უკანა ბორბლებს შორის.