შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის ავტომობილის ღერძი?

რა არის ავტომობილის ღერძი?

"ავტომობილისს ღერძი არის ფოლადის ჯოხი, რომელიც აერთებს წყვილ საბურავებს. ღერძების მთავარი ფუნქციაა ტრანსმისიიდან მგრეხი ძალის მოპოვება და მისი საბურავებზეე გადატანა.”

 

ღერძი არის ავტომობილის მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ მას ბევრი ჩვენგანი სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ღერძი არის ჯოხი ან ლილვი, რომელიც აკავშირებს წყვილ საბურავებს, რათა დაეხმაროს მათ გადაადგილებაში და  საბურავების პოზიცია ერთმანეთის მიმართ დააბალანსოს. ავტომობილში ძრავა მისი ძალით მოქმედებს ღერძზე, რაც ეხმარება საბურავს გადაბრუნებაში და მოძრაობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღერძი ძრავიდან მამოძრავებელ ძალას გადასცემს საბურავებს. როცა ღერძი ტრიალს იწყებს, საბურავები წინ მიდიან და ავტომობილი მოძრაობის საშუალება ეძლევა.

გარდა იმისა, რომ ღერძი ძრავიდან ძალას გადასცემს საბურავებს, ის ასევე იჭერს მანქანის მთლიან წონას,  მგზავრების და ტვირთის ჩათვლით. ის ასევე უმკლავდება უსწორმასწორო გზისგან გამოწვეულ ბიძგებს. ამრიგად, ღერძები დამზადებულია მყარი მასალისაგან, რომელსაც უკეთესად შეუძლია ხახუნის, გატეხვის, დეფორმაციისა და ზეწოლის გაძლება. სამუშაოს შესრულების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის, ღერძთა სიძლიერე და მდგრადობა ავტომობილისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.  იმისდა მიუხედავად , თუ რა პირობებს წააწყდებით გზაზე, გამძლე წინა და უკანა ღერძებს შეუძლიათ, ძრავიდან მუდმივად  გადასცენ  მამოძრავებელი ძალა .

როგორც წესი, ავტომობილს აქვს ორი ძირითადი ტიპის ღერძი: არაწამყვანი ღერძი, რომელიც საბურავების მოძრაობასთან ერთად არ ბრუნავს და რომლის მთავარი ფუნქციაც ავტომობილის წონის ატანა გახლავთ; ხოლო მეორე გახლავთ წამყვანი ღერძი, რომელიც დაკავშირებულია საბურავებთან და ეხმარება მათ მოძრაობაში. თანაბარი კუთხური სიჩქარეების სახსარი (CV)  აკავშირებს საბურავს და წამყვან ღერძს, რაც საშუალებას აძლევს ღერძს შეუფერხებლად გადასცეს ძალა ბორბლებს.

გარდა იმისა, რომ ღერძები იყოფა ორ სახეობად- არაწამყვან და წამყვან ღერძებად-, ისინი შეიძლება სხვა კატეგორიებადაც დაიყოს: წინა ღერძი, უკანა ღერძი და მოკლე ღერძი.

 

წინა ღერძი

როგორც სახელწოდებიდან სჩანს, წინა ღერძი მოთავსებულია ავტომობილის წინა ნაწილში. მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს საჭის მართვის სისტემა და დაიცვას ავტომობილი გზის უსწორმასწორო ზედაპირით გამოწვეული ბიძგებისაგან. წინა ღერძი შეიძლება იყოს, როგორც წამყვანი, ისე- არაწამყვანი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, წინა წამყვანი ღერძების დანიშნულებაა საბურავის მოძრაობის უზრუნველყოფა.

 

უკანა ღერძი

უკანა ღერძი, მოთავსებულია ავტომობილის უკანა ნაწილში. უკანა ღერძების უმეტესობა წამყვანი ღერძია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოვალეობაა ძალის წამყვან ბორბლებში გადატანა. წამყვანი ლილვი დაკავშირებულია ძრავასთან და ეხმარება უკანა ღერძს ბრუნვაში, რითაც საბურავებს მოძრაობის საშუალებას აძლევს.

 

მოკლე ღერძი

მოკლე ღერძი უკანა თვლების ამძრავთან ერთად წინა ღერძის რომელიმე ბოლოში სამაგრი ღერძით არის დამაგრებული. მოკლე ღერძი იყოფა ოთხ სხვადასხვა სახეობად.