შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორია Kia Seltos-ის ინტერიერის დიზაინი?

როგორია Kia Seltos-ის ინტერიერის დიზაინი?

”Kia Seltos შექმნილია იმისათვის, რომ მონუსხოს ყველა, მისი ჭეშმარიტად ინტელექტუალური კომფორტით, მოსახერხებელი დისფლეით, კომფორტული სალონით, ვრცელი საბარგულით და დახვეწილი აუდიო სისტემით."

5-ადგილიანი მცირე ზომის SUV-ს აქვს ფართო და მიმზიდველი ინტერიერი, რომელიც ყველას ნუსხავს თავისი ინტელექტუალური კომფორტით, მოსახერხებელი დისფლეით, კომფორტული სალონით, ვრცელი საბარგულით და დახვეწილი აუდიო სისტემით. 

 

▶  8 "-იანი Smart Display და 10.25 " -იანი სენსორული მონიტორი

თვალის გადაადგილების მინიმუმამდე შესამცირებლად, მონიტორები განლაგებულია უმნიშვნელო კუთხით ერთმანეთისგან და წინ -მიმავალი გზიდან. ჭკვიანი 8 ინჩიანი მონიტორი, უსაფრთხო მართვისთვის საქარე მინაზე აჩვენებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დარჩენილი მანძილი, სიჩქარე და საკრუიზო კონტროლი. ნავიგაციის და UVO მანქანის ტექნოლოგიით აღჭურვილ 10.25 ინჩიანი HD სენსორული მონიტორს კი, მართვის მოქნილობა და უსაფრთხოების დონე, ახალ საფეხურზე გადაყავს.

 

▶ კომფორტული სავარძელი და ლუქი

Kia Seltos-ის დახვეწილ სავარძლებში, რომელიც წარმოდგენილია ღია ბეჟისა და შავის კომბინაციაში, ან მთლიანად შავ ტონალობაში, თავისუფლად არის შესაძლებლეი ხუთი ადამიანის მოთავსება.  ხელმისაწვდომი ლუქი კი სალონს გახსნილობის შეგრძნებას მატებს.    

 

▶ 433 ლიტრიანი ტვირთის სათავსო 

უკანა სავარძლები იკეცება 60:40-ზე, ან მთლიანად, რათა მოერგოს სალონის და ტვირთის საჭიროებას. 

 

▶ 8-დინამიკიანი აუდიო სისტემა

Kia Seltos-ი ხელმისაწვდომია 8 დინამიკიანი Bose-ს აუდიო სისტემით, რაც სავსებით საკმარისია სალონის ღრმა და ხარისხიანი ჟღერადობით გასავსებად. მაღალ ხარისხიანი აუდიო სისტემა შედგება 4 კარზე დამონტაჟებული, 1 ცენტრალური, 2 კარის ტვიტერისა და 1 განცალკევებული ვუფერისაგან.